კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ეს კარგია

ერთ აფრიკელ მეფეს ახლო მეგობარი ჰყავდა. ისინი ერთად იზრდებოდნენ. მეფის მეგობარს ჩვევა ჰქონდა – მის ცხოვრებაში რაც უნდა მომხდარიყო, კარგი თუ ცუდი, ეთქვა: „ეს კარგია!“

ერთხელ მეფე ნადირობდა. ზოგჯერ მეგობარი მას იარაღს სანადიროდ უმზადებდა და უტენიდა. იმ დღეს მან ერთ-ერთი იარაღი არასწორად დატენა, რადგან, როდესაც მეფემ გაისროლა, ცერი თითი მოსწყდა. მეგობარმა, ჩვეულებისამებრ, შეაფასა სიტუაცია და თქვა: „ეს კარგია!“ ამაზე მეფემ გამწარებულმა უპასუხა: „არა, ეს კარგი არ არის!“ და მეგობრის ციხეში ჩასმა ბრძანა. დაახლოებით ერთი წელი გავიდა. ერთ დღესაც მეფეს ეგონა, უსაფრთხო ადგილას ნადირობდა, მაგრამ კაციჭამიებმა დაატყვევეს. ხელები შეუკრეს და დანარჩენ ტყვეებთან ერთად თავიანთ სოფელში წაიყვანეს. კაციჭამიებმა შეშა მოაგროვეს, სვეტი აღმართეს და მეფე ზედ მიაბეს. ცეცხლის ანთება რომ დააპირეს, მეფეს მიუახლოვდნენ და შეამჩნიეს, რომ მას ხელზე ცერი აკლდა. ცრუმორწმუნე კაციჭამიები არ ჭამდნენ იმას, ვისაც სხეულის რომელიმე ნაწილი აკლდა. მათ მეფეს ხელები შეუხსნეს და გაუშვეს.

შინ რომ დაბრუნდა, მეფემ გაიხსენა, როგორ დაკარგა თითი და მეგობრის დასჯის გამო სინდისმა შეაწუხა. იგი სასწრაფოდ მის მოსანახულებლად ციხეში წავიდა.

– შენ მართალი იყავი, – უთხრა მეფემ, – ეს კარგი იყო, უთითოდ რომ დავრჩი.

მეფე, მეგობარს მოუყვა, რაც თავს გადახდა.

– ძალიან ვნანობ, რომ ციხეში ჩაგსვი, ეს ცუდი რამ ჩავიდინე.

– არა, – უთხრა მეგობარმა, – ეგ კარგია!

– რას ამბობ? ნუთუ კარგია, რომ მეგობარი მთელი წელი ციხეში ჩავსვი?

– ციხეში რომ არ ვმჯდარიყავი, მაშინ შენთან ერთად იქ ვიქნებოდი.

მიზანი

დრონა მშვენიერი მშვილდოსანი გახლდათ. ამ საქმეში მას მთელ დუნიაზე ბადალი არ ჰყავდა. მოწაფეებს რუდუნებით ასწავლიდა თავის ხელობას. ერთხელ ხეზე სამიზნე დაკიდა და თითოეულ მოწაფეს ცალ-ცალკე შეეკითხა, რას ხედავო.

ერთმა უპასუხა, რომ ხედავს ხეზე დაკიდებულ სამიზნეს.

მეორემ კი თქვა, რომ ხედავდა ხეს, ფოთლებს, მზეს, ცაში მონავარდე ჩიტებს.

დანარჩენებიც თითქმის იმავეს პასუხობდნენ.

ბოლოს დრონამ თავის საუკეთესო მოწაფეს არჯუნას ჰკითხა იგივე, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო.

– მე არ შემიძლია დავინახო რამე, სამიზნეს გარდა.

დრონა მიუბრუნდა დანარჩენებს და წარმოთქვა:

– მხოლოდ ასეთმა ადამიანმა შეიძლება ისწავლოს მიზანში გარტყმა.


скачать dle 11.3