კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ატაროთ ჩინური მონეტები საფულით, როგორ უნდა გაიძლიეროთ ინტუიცია და რომელი სტატუეტი მოგვიტანს წარმატებებს 2011 წელს

ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი უჩივის წარუმატებლობას კარიერაში. არადა, თუ კაცი გულით მოინდომებს, რაიმეს მიაღწიოს, მიზანს სწორად დაისახავს და იბრძოლებს მისთვის, მაშინ ყველაფერს მიაღწევს და მიხვდება, რომ მიუღწეველი რეალურ ცხოვრებაში არაფერია. კარიერაში წარმატებებისა და იღბლის მისაღწევად კი, კუს ან დრაკონის გამოსახულებიანი სტატუეტი დაგეხმარებათ. ის გაგიწევთ თანადგომას, ძალას და გამბედაობას შეგმატებთ. თუ გსურთ, თქვენმა ხელმძღვანელმა სამსახურში სხვებზე მეტად შეგამჩნიოთ და დაგაფასოთ, ასევე კოლეგებისგან მხარდაჭერა იგრძნოთ, დადგით კუს ან დრაკონის პატარა ქანდაკება სამუშაო მაგიდაზე. ასევე, გამარჯვების მომტანია მონეტები, რომელზეც ცხენია გამოსახული. სამსახურში, მათი წყალობით, კონკურენტებსაც ადვილად დაამარცხებთ და თქვენი იდეები და შეთავაზებებიც მისაღები იქნება უფროსებისთვის.

რადგანაც წელს, კურდღლის იგივე კატის წელიწადი მოდის, ასევე კარგია, ამ ცხოველის გამოსახულება დადოთ სამუშაო მაგიდის მარჯვენა კუთხეში, ან მის უკან, თაროზე. ჩინური მარტორქის სტატუეტი, ანუ როგორც მას მოიხსენიებენ, ცხენი-დრაკონის გამოსახულებიანი ქანდაკება ძალიან ადვილად იზიდავს წარმატებებს პოლიტიკოსებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ჯარისკაცებისა და შემოქმედი ადამიანებისთვის.

თუ სამსახურში კოლეგები ინტრიგებს გიწყობენ, ფარული მტრები ცდილობენ, თქვენ დამარცხებას, ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მამლის პატარა ქანდაკება იქონიოთ სამუშაო მაგიდაზე. დადგით ის და ნახეთ, როგორ მოწესრიგდება ნელ-ნელა თქვენი პრობლემები და წინაღობებსაც რა ადვილად დაძლევთ.

სახლის ან ოფისის ჩრდილოეთ ნაწილში დადგმული თევზებიანი აკვარიუმი, წარმატებებს არ დააყოვნებს კარიერასა და პროფესიულ ასპარეზზე. თუ მასში რვა ცალ ოქროსფერ თევზს გაუშვებთ და ამასთანავე, მეცხრე შავი თევზი იქნება, წარუმატებლობას შანსიც კი არ დარჩება. ასევე, კარგია თევზის პატარა ქანდაკების დადგმა სამუშაო მაგიდაზე. მას ისეთივე ზემოქმედების უნარი აქვს, როგორც ცოცხალ თევზს.

თუ გსურთ, კოლეგების კეთილგანწყობა და ნდობა მოიპოვოთ, მაგიდაზე დადგით „ამეთვისტოს ხე”, ანუ ასტროლოგიური მინერალით – ამეთვისტოს ქვებით გაწყობილი დეკორატიული ხე. ის თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ და ჰარმონიული და პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაშიც დაგეხმარებათ. დაგიცავთ პარტნიორებთან შესაძლო უთანხმოებისგან.

2011 წელს ლითონის სტიქია მართავს, ამიტომ, კარგია, თუ ლითონის სამფეხა გომბეშოს სამუშაო მაგიდაზე დაიდგამთ, ან საცხოვრებლის შესასვლელში, კარის გვერდით კუთხეში მოათავსებთ. საფულეში კი ჩადეთ ჩინური მონეტების ასხმა და თქვენი კომერციული საქმიანობა სწრაფ და შედეგიან დივიდენდებს მოგიტანთ.

ასევე, აუცილებელია, ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი ინტუიციის მოსმენა ისწავლოს. ადამიანის ინტუიცია მთლიანად მის ასტრალურ სხეულზეა დამოკიდებული და ის წარმატებების მიღწევაში გვეხმარება. თავის ტვინი, რომელიც, გარკვეულწილად, კომუტატორის ფუნქციის მქონე ორგანოა, ასტრალში მიმდინარე პროცესებს ინტერპრეტაციას უკეთებს და შემდეგ მათ ასტრალურ სამყაროსთან აკავშირებს.

ყველა ადამიანის ინტუიცია ინდივიდუალურია და გვინდა თუ არა, ის ყოველთვის მუშაობს და ძლიერდება. დღის განმავლობაში უამრავი ჩვენი ქმედება, აზრი, თუ სიტყვა, ინტუიციის ნაკარნახევია. ხშირად კი ინტუიცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. მისი გაძლიერება ბუნებასთან და ასევე, ხელოვნებასთან კონტაქტით ხდება. ასე ხდება ჩვენი ასოციაციური უნარის გაძლიერება და ამით ინტუიციაც ძლიერდება. შემდგომ კი, ის სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი, წარმატებების მომტანი გზების მოძიებაში გვეხმარება.


скачать dle 11.3