კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს



კითხვა: დავიბადე 1980 წლის 12 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არის ის, რომ იყოთ გერმანელივით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, პრაქტიკული, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი; ყოველთვის უნდა იყოთ სუფთა და პიწკინა, მოწესრიგებული, უხალტურო მუშაკი; თუ რამეს აკეთებთ, გააკეთეთ მიფუჩეჩების გარეშე; ასევე, უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით. იყავით ფრთხილი და იმოქმედეთ პრინციპით: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ამ თვისებების გათვალისწინებისა და გამოყენების ხარჯზე, თქვენ დადგებით სწორ, კოსმიურ-კარმულ ევოლუციურ გზაზე, რაც თქვენი წარმატების გარანტიც გახდება.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1985 წლის 26 ნოემბერს. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ექნება წარმატება და რომელი ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, რომ ამ მხრივ სრულ ჰარმონიას მიაღწიოს?

პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღები პარტნიორი ასტროლოგიურად არის „მორიელის“, „ლომის“, „სასწორის“, „მერწყულის“ და „ვერძის“ ნიშნები. ცოტა ფრთხილად იყოს „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. მისი კოსმიური მისია კი უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას. უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ამავდროულად, წარმოაჩინოს მიზანსწრაფვა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა. ისწავლოს ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება. იყოს ფრთხილი, წინდახედული, ერთგული, გარშემოც ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოს, მაქსიმალურად დაასტაბილუროს ურთიერთობები. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ასეთებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ხელოვნების ფართო სპექტრი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, მშენებლობის ფართო სპექტრი, სოციოლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ვიდეო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, ქორეოგრაფია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1977 წლის 10 მაისს, თბილისში, საღამოს საათებში. ამჟამად იმყოფება ლონდონში. ექნება წარმატება ამ ქვეყანაში თუ სამშობლოში დაბრუნებას ურჩევთ?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა. ინგლისი ცუდი ნამდვილად არ არის. უნდა გამოავლინოს მეტი შრომის უნარი და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები. ეს მისთვის კარგი იქნება. ვურჩევ ინგლისის დასავლეთ მხარეში გადანაცვლებას, იქ მეტი წარმატებების შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 8 ივლისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, საკუთარ ხასიათში გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები, იყოთ მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი; ამავდროულად, უნდა იყოთ უხალტურო მუშაკი, საქმე უნდა აკეთოთ მეტი გულისყურით, გამოავლინეთ მარტოხელა მებრძოლის თვისება, იყავით დამოუკიდებელი, მიუდექით ნებისმიერ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით. ამასთან, იყავით დემოკრატი და სხვებსაც მიეცით თავისუფლად აზრის გამოთქმისა და მოქმედების უფლება. ისწავლეთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიის გამოვლენა, სადაც საჭიროა – არასტანდარტული მოქმედება, სპონტანური იმპროვიზაცია. უნდა შეგეძლოთ, უანგარობაზე ააგოთ ურთიერთობები. პროფესიებიდან კი კარგია: სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემების შემოქმედება ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური საქმიანობა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი დიდია.


скачать dle 11.3