კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1939 წელი

6 ივლისს მოსკოვში 41 წლის იური სევასტიანოვი დააპატიმრეს და 17 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი. დაპატიმრებული სევასტიანოვი პროფესიით მძღოლი იყო და საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობდა. 2 წლის განმავლობაში, მოუხელთებელი სერიული მკვლელი უმოწყალოდ ხოცავდა ადამიანებს, რომლებსაც ის თავის მანქანაში იტყუებდა. მანიაკი მძღოლი ჯერ წყალში გარეული წამლით აძინებდა ადამიანებს, შემდეგ მათ აშიშვლებდა, კოჭავდა, ალესილი სამართებლით აწამებდა და ბოლოს ცოცხლად მარხავდა ტყეებში. სერიული მკვლელი გაასამართლეს და დახვრიტეს.

7 ივლისს ესპანეთის ქალაქ სევილიაში ბასკმა ტერორისტებმა ადგილობრივ ციხეზე განახორციელეს თავდასხმა, საიდანაც თავიანთი თანამებრძოლების დახსნას ცდილობდნენ. სისხლიან შეტაკებაში 26 ადამიანი დაიღუპა.

60 წლის წინათ – 1949 წელს

6 ივლისს აღმოსავლეთ ციმბირში, დაბა სნეჟნაიას მისადგომებთან საშინელი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რომელსაც 900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი ნავთობპროდუქტებით და ტყვია-წამლით დატვირთული ეშელონი ერთმანეთს შეეჯახა და სამი კილომეტრის რადიუსში გრანდიოზული ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

7 ივლისს ნიუ-ორლეანის ზოოპარკიდან გიგანტიური ინდური სპილო გაიქცა, რომელიც უკიდურესად აღგზნებული იყო და თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გაქცეულ გიგანტს დაჩირქებული კბილი სტკიოდა და მისმა ავადმყოფობამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

8 ივლისს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერორისტებმა ქალაქ ბელფასტში ბრიტანელი პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს, რომელიც ქალაქის ცენტრში მოძრაობდა და ამ ტერაქტს 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

50 წლის წინათ – 1959 წელი

6 ივლისს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ერთ-ერთ საიუველირო სახელოსნოს 4 შეიარაღებული ბოროტმოქმედი დაესხა თავს და ძვირფასი თვლებით სავსე ყუთი გაიტაცეს. თუმცა, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ბოროტმოქმედებს ცეცხლი გაუხსნა და ურთიერთსროლისას 8 ადამიანი დაიღუპა. 2 მილიონი ფრანკის ღირებულების ძვირფასი თვლები კი კანალიზაციაში ჩაცვივდა და სამუდამოდ დაიკარგა.

7 ივლისს ნიუ-იორკში 35 წლის საიმონ ლოიდი დააპატიმრეს და 21 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი. ლოიდი პროფესიით პოლიციელი იყო და 4 წლის განმავლობაში ქალებს ესხმოდა თავს. ჯერ აუპატიურებდა მათ, შემდეგ კი კლავდა. მოკლულებს ყურებს კვეთდა და ინახავდა. სერიული მკვლელის ბინიდან პოლიციამ 42 ცალი მოკვეთილი ყური ამოიღო. მანიაკი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

8 ივლისს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს შტატში გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ ადგილობრივი ჰესის პლატინა გაარღვია, უზარმაზარმა წყლის ნაკადმა 30 სოფელი დატბორა და 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

9 ივლისს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის სახურავზე ამძვრალმა 30 წლის მოქალაქემ იური ლოსევმა 4 ცალი ხელყუმბარა გადმოაგდო, 60 ადამიანი დაჭრა და 4 მოკლა. ბოლოს თვითონაც გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გვერდი მოამზადა

ლევან გიორგაძემ

скачать dle 11.3