კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელიწადში დაბადებულ ადამიანს დაიყოლიებთ ადვილად და რატომ არ უნდა დაუჯეროთ „ხარისა“ და „ვირთხის“ ცრემლებს



ასტროლოგიაში არსებობს ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ენერგეტიკულად ძალიან სუსტია, ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაში არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ ამ სტრუქტურის ცოდნა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, იმიტომ, რომ ადამიანებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი ჩამოყალიბდეს. აგრეთვე, ის ინტიმურ კავშირებშიც გვეხმარება. ფსიქოლოგიური სტრუქტურა იყოფა ოთხ ჯგუფად:

1. ულმობელთა ნიშნების („ვირთხა“, „ხარი“, „ტახი“) სამეული, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი მგრძნობელობით. ისინი შრომობენ თავდაუზოგავად და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ოჯახური თანაცხოვრებისას მათგან სინაზისა და თანაგრძნობის მოთხოვნა შეუძლებელი ხდება. ამის მიუხედავად, მათ ხშირად სენტიმენტალობაც ახასიათებთ და არ მალავენ თვალზე მომდგარ ცრემლს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს მათგან თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეთ. ასე რომ, თუ მათ გვერდით გიწევთ ცხოვრება, ეს ყოველივე უნდა გაითვალისწინოთ და ამგვარად აიცილოთ კონფლიქტი და გაუგებრობა მათთან ურთიერთობისას.

2. გულჩვილი ნიშნების („გველი“, „ცხენი“, „თხა“) სამეული გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ჰუმანურობით. მათ რცხვენიათ საკუთარი ემოციისა და ცრემლის სააშკარაოზე გამოტანა, ცდილობენ, გარშემო მყოფებს რკინის ადამიანებად მოაჩვენონ თავი. ნუ დაუჯერებთ მათ ასეთ თვისებას, რადგან მათი გულის მოლბობა და დაყოლიება ძალიან ადვილია.

3. მიწიერი ნიშნების („მაიმუნი“, „მამალი“, „ძაღლი“) სამეულის წარმომადგენლები ხშირად ცდილობენ, მოუხერხებელი და მეოცნებე ადამიანების როლი ითამაშონ. სინამდვილეში კი მათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და ნებისმიერ სფეროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. ეს თვისებები მეტად მნიშვნელოვანია ოჯახური თანაცხოვრების დროს.

4. უმოქმედობის ნიშნების („ვეფხვი“, „კატა“, „დრაკონი“) წარმომადგენლები კი, პირიქით, ჭეშმარიტი მეოცნებეები არიან. მათ მატერიალური ქმედება მხოლოდ სიტყვიერად, აზრის საშუალებით შეუძლიათ.

ამ ოთხივე ჯგუფის წარმომადგენელთა ნიშან-თვისებების ცოდნა და, გათვალისწინება დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობის დროს ზედმეტ პრობლემებს აარიდოთ თავი. ასევე, გაიადვილებთ მათთან ურთიერთობას.


скачать dle 11.3