კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ხალხში არსებობს ჩვეულება, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნივთების გაცემა ორმოცამდე არ შეიძლება. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?

პასუხი: ეს არასწორია. პირიქით, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე უნდა გააკეთოთ გარდაცვლილის სახელზე სწორედ ორმოცამდე. როგორც განსასჯელისთვის უნდა ვიშუამდგომლოთ სასამართლომდე, ასეა აქაც. ორმოცი დღის განმავლობაში გარდაცვლილის სული გადის საზვერეებს, შემდეგ კი ეწყობა უფლის სამსჯავრო. ამიტომ, უნდა ვუქომაგოთ მას: ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი. შესწირეთ გარდაცვლილის სახელზე ეკლესია-მონასტრებს წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის); დაარიგეთ გარდაცვლილის ნივთები, დააპურეთ მშივრები და უპოვარნი. ამით შეეწევით გარდაცვლილის სულს, რათა ის გამართლდეს უფლის სამსჯავროზე და დაიმკვიდროს სასუფეველი.

კითხვა: რას ნიშნავს გამომეძიებლობის ცოდვა?

პასუხი: ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც უფალი არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის ჯოჯოხეთი? ამით დაინტერესებას, აჯობებს, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიხსნათ თავი ჯოჯოხეთისგან. ასევე, გამომეძიებლობის ცოდვად ეთვლება ადამიანს იმაზე ჩაძიება, თუ როგორ იქცევა ზიარების დროს პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად და ასე შემდეგ.

კითხვა: ვნახე შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი. რას ნიშნავს ღვთისმშობლის ხატზე შვიდი ისარი და ვისი შემწეა ის?

პასუხი: ღვთისმშობელი მარიამი ყველას შემწეა, ვინც გულწრფელად მიენდობა და დახმარებას შესთხოვს. რაც შეეხება შვიდისრიან ღვთისმშობლის ხატს, ეს ხატი ერთგვარად ასახავს იმ წინასწარმეტყველებას, რაც ყრმა იესოს მირქმის დროს მართალმა სვიმეონმა აუწყა ღვთისმშობელ მარიამს: „თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი“. რიცხვი 7 წმიდა წერილში „სრულყოფილებად“ მოიხსენიება. შვიდისრიან ღვთისმშობლის ხატზე დედაღვთისმშობელი მარტოა გამოსახული, ჩვილის გარეშე და ის შვიდი ისრითაა განგმირული: ოთხი მარცხენა მხარესაა, სამი – მარჯვნივ. ხატი დაბრძანებულია ვოლოგდასთან მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში. „შვიდისრიანი ღვთისმშობელი“ ცნობილია, როგორც სნეულთა სასწაულებრივი განმკურნებელი, მას „ბოროტ გულთა მომალბობელსაც“ უწოდებენ და მოდავეთა შერიგებასაც ევედრებიან.

კითხვა: ახლა მარხვაა და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ქმედება ამ დროს?

პასუხი: აი, როგორ გვმოძღვრავს წმიდა დიმიტრი როსტოველი: „იმარხულე არა თვალთმაქცურად, არა სხვის დასანახად, არა პატივმოყვარეობისთვის; ამავე დროს ნუ განიკითხავ, ნუ გაჰკიცხავ მას, ვინც არ მარხულობს... დაე, ჩვენი მარხვა გვიჩნდეს ჩვენი ვნებების მოკვდინებად, როგორც ეპიტიმია ყველა ჩვენი ცოდვისთვის. ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტთაგან განდგომა, ენის დაოკება, სიშმაგის დათმენა; ცილისწამებაზე, სიცრუესა და ფიცის გატეხაზე უარის თქმა... მარხვა ჭეშმარიტი კეთილშესაწყნარებელი არს“...


скачать dle 11.3