კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთავარი პრობლემა

ამბობენ, აქტიურობა ცვლის არა ცხოვრებას, არამედ მის სტრუქტურასო, თუმცა, ზოგჯერ ეს ერთი და იგივეა.

მარტოობა, განსაკუთრებით – ქალების მარტოობა დიდი ქალაქების ერთ-ერთი დამახასიათებელი პრობლემაა, თავად ქალბატონებისთვის კი, მთავარი პრობლემაც... იქ, სადაც მაღალია ერუდიციის, განათლების დონე და ცხოვრება დაჩქარებული ტემპებით მიიწევს წინ, როცა ადამიანები ამ სივრცეში პრიორიტეტებს ირჩევენ (და მათ ჰგონიათ, რომ აბსოლუტურად მართებულად), ისინი წინა პლანზე კარიერულ წინსვლას, ყოფითი პრობლემების მოგვარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წამოსწევენ და მხოლოდ ამის მერე ფიქრობენ ურთიერთობებზე. მით უფრო – სერიოზულ ურთიერთობებზე.

ხოლო, როცა აღმოაჩენენ, რომ მათ ირგვლივ სანაცნობო წრე საკმაოდ ვიწროა, პარტნიორის შერჩევა კი საკმაოდ რთული, უკვე აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ემოციური გადაღლა, აპათია, სიცარიელის განცდა და მიუსაფრობის შეგრძნება განსაკუთრებით დამთრგუნველია და შემაწუხებელი.

როცა წლების განმავლობაში დაკავებულები ვართ ჯერ სწავლით, მერე ჩვენი სამუშაოთი და ცხოვრების მთავარი მიზანი პიროვნული რეალიზებაა, ერთბაშად ვხვდებით, რომ ჩვენი მთავარი მოწოდება დედობა ყოფილა, საბოლოო მიზნის შეცვლა კი პრობლემებს ქმნის. სად არის ის, ვინც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება? იქნებ, ის იყო კიდეც ჩვენ გვერდით, მაგრამ ვერ შევამჩნიეთ და, ვერ შევამჩნიეთ იმიტომ, რომ გულიც და გონებაც სხვა რამეზე ფიქრით იყო დაკავებული? გეგმა ნომერი ორი: – მინდა ვიყო ბედნიერი დედა და ცოლი! – სწრაფად და ადვილად აღარ გამოვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ. მთავარი პრობლემა ერთი პრიორიტეტის მეორით შეცვლაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცვლილება აუცილებლად შეეხება თქვენი ცხოვრების წესსაც. ფიქრსაც კი სხვანაირად დაიწყებთ, მაგრამ თქვენ ამის ნუ შეგეშინდებათ. მიზანი ამართლებს საშუალებას, მით უფრო, როცა ეს მიზანი უკვე პრიორიტეტულია...


скачать dle 11.3