კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადარჩა ოთხი თბილისელი ლამაზმანი ჭუჭყიან და უხეშ ადამიანებში ყოფნას და ვის „აუკრძალეს“ სხვის ნივთებში დასვრილი ხელებით ქექვა


როდესაც ეს ანგელოზივით გოგონები, როგორც „საბაჟოს“ თანამშრომლები ისე გამაცნეს, რბილად რომ ვთქვათ, გაოგნებული დავრჩი. თუმცა მანიკა ასათიანმა, ანუკი და ლიკა ქორქიებმა და ნუკი კოშკელიშვილმა ორ სიტყვაში, პროფესიონალურად ამიხსნეს განსხვავება საბაჟოსა და თანამედროვე „გეზ-ს“ შორის. გოგონები გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლები არიან და ფორმაში გამოწყობილები, მათ დანახვაზე გაოცებულ იმპორტიორებს ემსახურებიან.

ანუკი ქორქია: გამომდინარე იქიდან, რომ გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ, სრულიად ახალმა და გამჭვირვალე სისტემამ, შეცვალა ძველი, ეგრეთ წოდებული „საბაჟო“, დასჭირდა ახალი კადრები, ამისთვის მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული და გამართლებული ხერხი გამოიყენა, როდესაც სამსახურში მოგყავს ხალხისთვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები. რა თქმა უნდა, ითვალისწინებ მის გონებრივ შესაძლებლობას, სტატუსს, ხალხის დამოკიდებულებას მის მიმართ. სწორედ ასეთ შერჩევაში მოვყევით ჩვენც და ძალიან გვიხარია, რადგან ჩვენთვის გარკვეული პატივია.

– ეს შერჩევა მასშტაბური იყო, კონკურსი ჩატარდა თუ პირდაპირ დაგიკავშირდნენ?

ლიკა ქორქია: დაგვიკავშირდა ადამიანი, ერთ-ერთი თანამშრომელი, პირდაპირ ჩვენ რომელიც შეგვხვდა, გაგვესაუბრა და ასე ვთქვათ, გაიგო ჩვენი დამოკიდებულება, აგვიხსნა რა იყო გაფორმების ეკონომიკური ზონა. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევად აგვიხსნა როგორი მასშტაბური რეფორმები მოხდა, როგორც კი მივხვდი, რომ თემა ეხებოდა საბაჟოს, ვერაფრით წარმოვიდგინე, იქ რა უნდა ყოფილიყო კარგი. ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევდა ეს ჩემში. პირველად, სახლში რომ ვთქვი, სადაც ვაპირებდით მუშაობის დაწყებას, იმ პერიოდში ცუდად ვიყავი. ბებიაჩემმა დედაჩემს უთხრა, ამ ბავშვს, მგონი, კიდევ სიცხე აქვს, რა საბაჟოზე მელაპარაკებაო. მაგრამ, ჩვენ უკვე ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით, რადგან „გეზ-ის“ სანახავად წაგვიყვანეს, რომ ჩვენი აღფრთოვანება უკვე მათაც კი გადაედოთ, სანამ ტელევიზორში გახსნას ნახავდნენ. რადიკალურად სხვა სისტემაა, ულამაზესი შენობა. იმდენად კარგია ყველაფერი, მართლა ქასთინგზე რომ მივსულიყავი, ძალიან ბევრს ვიბრძოლებდი დარჩენაზე. თან, ჩვენი საქმე მებაჟის საქმისგან რადიკალურად განსხვავდება.

– როგორ წარმოგედგინათ საბაჟო და მებაჟეები?

მანიკა ასათიანი: ბინძურ ადგილად, სადაც ჭუჭყიანი ადამიანები არიან, რომლებისთვისაც არ არსებობს რამე შენთვის ძვირფასი. ადგილი, სადაც სულ ბევრი ხალხია, სულ რიგია, ამოყრილია ჩანთები და ყველა, ამ დასვრილი ხელებით, შენს ნივთებში იქექება.

ნუკი კოშკელიშვილი: ჩემთვისაც ეს იყო რაღაც ბნელი ადგილი, სადაც სულ ცუდად გექცევიან და გისვრიან ნივთებს, დროში იწელება ყველაფერი. თუ, რა თქმა უნდა, დამატებით ფული არ გადაუხადე, რომ დროზე დაგისვაროს ნივთები და გაგიშვას. საბაჟოს ხსენებაზე ყველას ცუდი ასოციაციები ჰქონდა. ახალ „გეზ-ში“ რომ მოხვალ, ჯერ მარტო ვიზუალზე მიხვდები, სისტემა რა დონეზეა შეცვლილი. სისტემა კი ისეა აწყობილი, რომ მოკლე დროში, ხარისხიანად და უპრობლემოდ შემოიტანო ტვირთი ქვეყანაში.

მანიკა: მიზეზი ჩვენი სამსახურის დაწყებისაც ზუსტად ეს იყო. ნებისმიერ მოქალაქეს ზუსტად ისეთივე წარმოდგენა ექნება საბაჟოზე, რა წარმოდგენაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ რომ დაგვინახავენ იქ კი, ზუსტად მიხვდებიან, ეს ცუდი ადგილი ვერ იქნებაო. ერთი სიტყვით, ამ ძალიან მაგარი ადგილის პოპულარიზაციას ვეწევით. ტელევიზიით სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ყველა მირეკავდა, მანიკა, რა, მართლა საბაჟოზე დაიწყე მუშაობაო? ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია – მოდით და შეაფასეთ.

ნუკი: გავიარეთ სერიოზული ტრენინგები და იქ უბრალოდ, ბუტაფორიასავით არ ვდგავართ. იმპორტიორს პირველად ინფორმაციას ვაწვდით და ასე ვთქვათ, ვაკვალიანებთ მას.

– თითოეულს გაქვთ ძალიან ბევრი საქმე, ტელევიზია, გადაღებები, პოდიუმი...

ანუკი: პირობები იყო ძალიან კარგი. გარდა იმისა, რომ სამუშაო პირობებია გადასარევი, ხელი გვეწყობოდა ჩვენ სხვა საქმიანობაშიც. არაჩვეულებრივი გარემო და კოლექტივია და ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას. კვირაში ოთხი დღე ვართ მთელი დღის განმავლობაში. კვირასაც მუშაობს „გეზი“ ჩვეულებრივად და ჩვენც ცვლებით ისე ვაწყობთ მცოცავ გრაფიკს, რომ კვირაში ოთხი დღე იქ გავატაროთ. არის რამდენიმე ეტაპი, A, B, C, D. ტრენინგების შემდეგ დავამტკიცეთ, რომ იმაზე გაცილებით უკეთესად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, ვიდრე გვევალება. გვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ვართ ბედნიერად.

ლიკა: ხომ ასეთი მასშტაბური რეფორმებია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა რეფორმათა რეფორმაა.

– როგორი შეფასებები მოჰყვა ოჯახის წევრების, მეგობრების მხრიდან თქვენს ამ ნაბიჯს? ხომ არ გააფრინეთო, არ უთქვამთ?

ანუკი: მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი და ექსტერიერი ნახა მაყურებელმა, მაინც ჩნდება ბრძანებანარევი კითხვა – აუ, კარგი რაა, მანდ რა გინდა?! ერთხელ და ბოლოჯერ ვამბობ, თქვენ როგორ გგონიათ, ეს ძალიან მაგარი რომ არ იყოს, რომელიმე ჩვენგანი იქ იქნებოდა?!

მანიკა: მართლა მესმის ყველას დამოკიდებულება და ჩემს ქმარსაც, ალბათ, იგივენაირად ეგონა, რომ ეს ის საშინელი ადგილი იყო, როგორზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მაგრამ, ბექა ძალიან კარგად იცნობს ქორქიებს და იცის, რომ ისეთ ადგილას არ დაიწყებდნენ მუშაობას, რაც ჩემთვის ცუდი იქნებოდა. მან გაიგო, რომ ესენი თანახმა იყვნენ და უარყოფითი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, ძალიან ნორმალურად მიიღო. როცა ვნახე, იქ რა ხდებოდა, ისეთი აჟიტირებული და გახარებული მივედი, რომ ზედმეტი კითხვები აღარც დაუსვამს. მოკლედ, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. თუმცა, ერთი კი მკითხა, თუ გაართმევთ ამ საქმეს თავსო. ტრენინგების გავლის შემდეგ მივხვდით, რომ საკმაოდ რთული სამუშაოა, მაგრამ თავს ვართმევთ, მგონი, თან, ძალიან კარგად. პერსონალიც ხელს გვიწყობს, რომ კიდევ უკეთ გავერკვეთ.

ლიკა: ჩემს ოჯახში ძალიან სასაცილო იყო, პირველად რომ ვახსენეთ ეს ამბავი. იცით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიწყებთ მუშაობასო და ყველას სახე გაუბრწყინდა, თან კითხულობდნენ ეს რა არისო. ძველი საბაჟო-მეთქი რომ ვახსენე, ისეთი სახეები მიიღეს, ხომ გითხარით, უკვე სიცხეს მიზომავდნენ. მაგრამ, ჩვენ უკვე ისეთი მოხიბლულები ვიყავით, რომ სხაპასხუპით მივაყარეთ ყველაფერი.

ნუკი: ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როგორი კარგია ეს ყველაფერი ჩვენთვის, მაგრამ, უპირველესად, ხალხისთვის და იმპორტიორებისთვისაა მაგარი. უამრავი შეღავათია გაკეთებული იმ ადამიანებისთვის, ვინც „გეზ-ში“ ტვირთს აფორმებს.

– ასეთი შემთხვევა შოუ-ბიზნესში მაინც პირველია, თუ მიდიან სახელმწიფო სამსახურში სხვა სტილში მუშაობენ. ეს რისკი თქვენი მხრიდან მაინც პირველი იყო. არ გეშინოდათ?

ანუკი: კი, იყო გარკვეული რისკი და ექსპერიმენტი, მაგრამ არც ერთი არ ვეკუთვნით იმ ადამიანების კატეგორიას, საკუთარ ძალებში დარწმუნებული რომ არ არის და ისე ჰკიდებს საქმეს ხელს, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი პირობებია. საინტერესო საქმეა, ერთი სიტყვით, მოგვწონს ამის კეთება. ერთი კვირაც არ დამჭირვებია იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, რისკი ღირდა.

– როგორი ხელფასები გაქვთ?

ლიკა: კარგი. საერთოდ მთელ სტრუქტურაში ძალიან კარგი ხელფასებია, გამონაკლისის სახით არ ვიღებთ. არ ვიცი, სხვაგან როგორაა, მაგრამ ჩვენი პირობებისთვის კარგი ხელფასებია. შრომა სათანადოდ ანაზღაურდება.

– პირველი იმპორტიორის შთაბეჭდილება როგორი იყო თქვენ დანახვაზე?

ანუკი: თან, იმ დღეს ყველანი იქ ვიყავით, ჯერ როგორც პრაქტიკანტები. პირველი ეტაპია – პირველადი ინფორმაციის გაცემა. იქ ძალიან კარგი გოგონები მუშაობენ და მათ მუშაობას ვაკვირდებოდით.

ლიკა: შესვენების მსგავსი იყო, ერთ კომპიუტერთან მივიყუჟეთ და ჩვენთვის რაღაცეებში ვერკვევით. ეს ადგილი სამუშაო ტერიტორიიდან საკმაოდ მოცილებულია. ამ დროს შემოვიდა იმპორტიორი, გადახედა-გადმოხედა სიტუაციას. შეეძლო, ნებისმიერ გოგონასთან მისულიყო, მაგრამ ძალიან დიდ წრეზე წამოვიდა და სადაც ჩვენ ვისხედით, იქ მოვიდა.

მანიკა: თან, როგორ იბნევიან იცით? ხან საბუთების მოცემა ავიწყდებათ, ხან ერთს ელაპარაკებიან, მეორეს უყურებენ და მერე სულ ბოდიშებს იხდიან. სახალისო სიტუაციებია ხოლმე.

ნუკი: ყველა დადებითად არის განწყობილი. ხალხის მხრიდან არანაირ ნეგატივი არ გვიგრძნია. ნორმალური, საღად მოაზროვნე, ადეკვატური ადამიანები შემოდიან და არა ისინი, ვინც ჩვენ გვეგონა. ეტყობა, ეს გარემო მათ მოწესრიგებულობაზეც მოქმედებს. ჯერჯერობით ის ეტაპია, რომ ყველა დონეზე ვეცნობით, სად როგორ მუშაობენ, სხვადასხვა პოზიციაზე გადავდივართ-გადმოვდივართ, იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტის შემდეგ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ და ყველას იმედები გავამართლოთ.

– რამე გადაღება ამ თორმეტ ჰექტარზე არ გექნებათ?

ლიკა: ჯერ არ ვიცით. ჩვენ ახლა ბათუმისა და ფოთის „გეზ-ების“ გახსნას ველოდებით. ჩემი გრაფიკი არ მომცემს ფოთში მუშაობის საშუალებას, მაგრამ აქ ვიქნები, ლილოში, გადასარევად ვგრძნობ თავს.


скачать dle 11.3