კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ისევ ტრადიციები...

* გერმანიაში მიღებული ტრადიციაა, ქორწილის წინა საღამოს, პატარძლის სახლის წინ ჭურჭლის დამტვრევა. ამ რიტუალს საპატარძლოს მეჯვარეები ასრულებენ და დიდი მონდომებით ამტვრევენ თეფშებს. ეს ბედნიერების ნიშანია.

* ესპანეთში სასიძო მომავალ ცოლს აუცილებლად სჩუქნის ცამეტ მონეტას. ეს იმის ნიშნად, რომ მთელი ცხოვრება იზრუნებს მასზე.

* კენიაში პატარძლები ფეხებზე და მაჯებზე საგანგებო, რიტუალურ სვირინგებს იკეთებენ. საღებავი მთელი წელი ძლებს, მერე გადადის. კენიაში მიაჩნიათ, რომ ერთი წელი საკმარისია რომ, ქალი თავის სტატუსს შეეჩვიოს.

* ბერმუდის კუნძულებზე საქორწინო ტორტს ნედლი ყლორტებითა და კვირტებით რთავენ. ქორწილის მერე ახალდაქორწინებულები ყლორტს მიწაში რგავენ. სახლის წინ, თუ ხე გაიზარდა, მათი ცხოვრებაც ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება.

* ჩინეთში საქორწინო ცერემონიის დროს სიძე ღვინოს ორი ფიალით სვამს, რომლებიც ერთმანეთზე წითელი ლენტით არის გადაბმული. წითელი ფერი ბედნიერების სიმბოლოა.

* შვედეთში პატარძლის ფეხსაცმელს არ უნდა ჰქონდეს შესაკრავი. რათა მომავალში ბავშვის გაჩენა არ გაუჭირდეს. გათხოვილ შვედ ქალბატონებს თითზე სამი რგოლი უკეთიათ: ერთი ნიშნობის ბეჭედია, მეორე – საქორწინო, მესამე – ქმრის მიერ პირველი შვილის დაბადების აღსანიშნავად ნაჩუქარი.

* ამერიკაში ქორწილის დღეს პატარძალს ყველაფერი ახალი უნდა ჰქონდეს, გარდა ერთი ნივთისა, რომელიც აუცილებლად ძველი უნდა იყოს. იმის ნიშნად, რომ წარსული, ანუ მეგობრები და ახლობლები ყოველთვის მის გვერდით იქნებიან ახალ ცხოვრებაში.

* ნიგერიაში პატარძალმა ქორწილის დღემდე წონაში უნდა მოიმატოს, ეს სავალდებულოა – თუ არა, მას მშობლებს დაუბრუნებენ. მათ მიაჩნიათ, რომ გამხდარი პატარძალი ახალ ოჯახში სიღარიბეს შეიტანს.


скачать dle 11.3