კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხშირით უნდა გავუწმინდოთ ძაღლს ყურები და როდის იბერტყავს, აქნევს და იფხანს ის ყურს აქტიურად

ყურის ანთება და ამ ორგანოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა საკმაოდ რთული გადასატანია როგორც ადამიანისთვის, ისევე ცხოველებისთვისაც. მართალია, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ის აუცილებლად მიგახვედრებთ, როცა ყურის პრობლემა აქვს. თუმცა, ძაღლს რომ მსგავსი პრობლემა არ შეექმნას, დაცული იყოს ყურის ანთებისა და მსგავსი გართულებებისგან, აუცილებელია, იცოდეთ პროფილაქტიკის წესები, რის შესახებაც ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლი ყურის გაწმენდას არც ისე ხშირად საჭიროებს, მაგრამ ეს პროცედურა აუცილებელია. მაგალითად, გამოფენის წინ ყურიდან გოგირდის მოშორება, ასევე, ყურების ნადებისა და ჭუჭყისგან გაწმენდა, ყურის ტკიპების მოცილება და ასე შემდეგ. რეკომენდებულია ძაღლის ყურების დათვალიერება ყოველთვის, როცა ვვარცხნით ძაღლს, ასევე, მაშინ, როცა შევამჩნევთ, რომ ძაღლი მუდმივად იბერტყავს, აქნევს და იფხანს ყურს. მზრუნველმა პატრონმა ყოველდღიურად უნდა გაუსინჯოს თავის ცხოველს სმენის ორგანოები და ორ კვირაში ერთხელ გაუწმინდოს. ყურის დაავადებები ძირითადად დაკავშირებულია ცუდ ჰიგიენურ პირობებთან.

– უფრო ხშირად ყურის რომელი დაავადება იჩენს თავს ცხოველში?

– ყურის დავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ყურის ანთება – ოტიტი, რომელიც ერთ-ერთი მძიმეა ყურის დაავადებებს შორის, მაგრამ მისი დიაგნოსტირება ძნელი არ არის.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს ყურის ანთება აქვს?

– ყურის ანთების დროს, ყურის შიგნითა კანი გაწითლებულია და აღენიშნება ჩირქოვანი გამონადენი. დაავადებულ ძაღლს ყურის მხარეს თავი დაწეული აქვს, შეხებაზე მტკივნეულია და მკვეთრად რეაგირებს. ასევე, შეიძლება, ცხოველს მოემატოს ტემპერატურა და დაეკარგოს ჭამის მადა. არსებობს სამი სახის ოტიტი: გარეთა ყურის, შუა ყურის და შიგნითა ყურის.

– უფრო ზუსტად რას გვეტყვით ამ სამი ნაირსახეობის შესახებ? რა არის მათი მიზეზი?

– გარეთა ყურისა და სასმენი მილის ანთების ძირითადი მიზეზია ყურის გოგირდის დაგროვება და მისი გადაქცევა საცობად. შუა და შიგნითა ყურის ანთება ძირითადად ადგილობრივი და ზოგადი ინფექციის გართულების შედეგია. ოტიტის სამკურნალოდ, ჯობია, მივმართოთ ვეტერინარს, რომელიც საგულდაგულოდ გასინჯავს ჩვენს ცხოველს, კარგად გაუწმენდს ყურს და გამოუწერს სპეციალურ წვეთებს. მხოლოდ აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ შეგვიძლია, ძაღლს თვითონ ჩავაწვეთოთ წვეთები. ჩაწვეთების წინ აუცილებელია დაგროვილი ჭუჭყისა და ნადების მოშორება.

– ყურის ანთება შინაური ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლებშია გავრცელებული?

– კატებში ყურის ანთება შედარებით იშვიათად გვხვდება. ამ დროს ყურის ნიჟარა და სასმენი მილი გაწითლებულია, აღენიშნება ტკივილი და ნადების დაგროვება სასმენ არხში.

ყურის დაავადებების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია პარაზიტები, ყურის ტკიპები, რომლებიც გავრცელებულია და უფრო ხშირად გვხვდება კატებში, ვიდრე ძაღლებში. ამიტომ, ავადმყოფ კატასთან კონტაქტის დროს, ძაღლიც საკმაოდ ადვილად ავადდება.

დაავადება დაწყებით სტადიაზე საკმაოდ ადვილი შესამჩნევია. ცხოველი დაავადების მომენტიდანვე იწყებს ყურის ქავილს. თუ ამ დროს ჩავხედავთ ყურში, დავინახავთ პატარა, მარცვლისებურ ყავისფერ ნადებს. ყველაზე გავრცელებული ყურის ტკიპაა ოტოდექტოზი, რომელიც პარაზიტობს გარეთა სასმენ მილში და იკვებება კანის საფარველით. ის უფრო ხშირად გვხვდება გრძელყურებიანი ჯიშისა და მაწანწალა ძაღლებში. როგორც წესი, დაავადება ჩნდება ორივე ყურზე.

– დაავადებას გართულებაც მოჰყვება თუ საქმე აქამდე არ მიდის?

– აღნიშნული დაავადების გართულებისას, პროცესი მძიმედ მიმდინარეობს: ყურიდან აღენიშნება ყავისფერი ჩირქოვანი გამონადენი არასასიამოვნო სუნით, ცხოველი თავს იქნევს, იფხანს ყურს, უქვეითდება სმენა.

– რა შედეგამდე მიჰყავს ცხოველი დაავადების გართულებას?

– შესაძლებელია, გართულებას მოჰყვეს ყურის ბარაბნის პერფორაცია. აღნიშნული დაავადების სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან, ხოლო თვითნებურად წამლის შერჩევა და გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. ყოველივე ამან შეიძლება, გამოიწვიოს პროცესის გაღრმავება და შეუქცევადობა, ამიტომ, უმჯობესია, ამ დროს ვეტერინარს მივმართოთ, რომელიც დაგვინიშნავს შესაბამის მკურნალობას და სამკურნალო წვეთებს. სანამ წამალს ჩააწვეთებთ, აუცილებელია, კარგად გაწმინდოთ ყურის ნიჟარა და სასმენი მილი ჩირქოვანი ნადებისგან, რათა წვეთებმა კარგად ჩააღწიოს დაავადებულ ადგილამდე.

– ყურის კიდევ რა დაავადებაა გავრცელებული ძაღლებში?

– ყურის დაავადებებიდან ხშირად გვხვდება ყურის ნიჟარის ჰემატომა, რომელიც ვითარდება ყურის ნიჟარაზე გამავალი მსხვილი ზომის სისხლძარღვების დაზიანებით. ეს, შეიძლება, განვითარდეს ძაღლების ჩხუბის შემთხვევაში – ამ დროს ყურის ნიჟარა შესიებული და ჩალურჯებულია, ხოლო ადგილობრივი ტემპერატურა – მომატებული. ცხოველი შეხებაზე მტკივნეულად რეაგირებს. ამ დროს ძაღლი სასწრაფოდ უნდა მივიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც ჩაუტარებს სათანდო მანიპულაციებს და, შეიძლება, გართულდეს კიდეც აბცესის სახით, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

– რჩევა, რომლის წყალობითაც ცხოველს ყურის ანთებას ავარიდებთ.

– ყურის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ყურების ჰიგიენას – რეგულარულად დავაკვირდეთ. გავუწმინდოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს ყურები და რაიმე პრობლემის შემჩნევისას, სასწრაფოდ მივმართოთ ვეტერინარს.


скачать dle 11.3