კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიყოთ მხნედ!

თუ გსურთ, დღის განმავლობაში იყოთ ენერგიული და ხალისიანი, უნდა მიაგნოთ თქვენი პოზიტივის წყაროს. ის კი, შეიძლება, არაერთი იპოვოთ:

1) როზმარინის, ბერგამოტის ან ციტრუსების სურნელი შესანიშნავი გამამხნევებელი საშუალებაა. ატარეთ თან პატარა ფლაკონით ზემოთ დასახელებული რომელიმე მცენარის არომატიზებული ზეთი და პერიოდულად დაყნოსეთ. შედეგს მომენტალურად იგრძნობთ.

2) მასაჟი შიაცუ უკვე გამოცდილი მეთოდია: 3-4 წამის განმავლობაში მონაცვლეობით დაიჭირეთ თითი ტუჩების ზემოთ და ქვემოთ (შუა მონაკვეთში), შემდეგ კი უცებ მოსწყვიტეთ დაჭერის ადგილს. თითოეულ წერტილზე დაჭერა გაიმეორეთ 8-10-ჯერ.

3) ზოგს ენერგიით ავსებს მწვანე ჩაი, ზოგს – ყავა, ზოგიერთი კი მატონიზებელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. არჩევანი თქვენზეა – მიირთვით, რომელი სასმელიც უფრო გიყვართ, მაგრამ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, რომ უძილობამ არ შეგაწუხოთ.

4) ყველასთვის ცნობილია დილის კონტრასტული შხაპის ჯადოსნური ძალა, მაგრამ თუ ამის დრო არ გაქვთ ან სხვა რამე გიშლით ხელს, მოუშვით ონკანში ცივი წყალი და 2-3 წუთით შეუშვირეთ ხელები მაჯებიდან იდაყვებამდე. პულსაციის ადგილი აუცილებლად უნდა მოახვედროთ წყლის ჭავლის ქვეშ.

5) სამკურნალო ეფექტი აქვს სპეციალურ ტრენაჟორს თავის კანისთვის – ის ერთგვარ წერტილოვან მასაჟს აკეთებს, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა ტვინში და რეგულირდება არტერიული წნევა.

6) აიძულეთ თავი, გააკეთოთ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, თუნდაც ლოგინში – ეს მხოლოდ 5-10 წუთს წაგართმევთ. სამაგიეროდ, მთელი დღის განმავლობაში არ იგრძნობთ დაღლილობას. დღისით შეეცადეთ, მეტი იაროთ ფეხით. თუ ისეთი სამსახური გაქვთ, რომ მთელი დღე ჯდომა გიწევთ, 2-3 საათში ერთხელ წამოდექით და ღია ფანჯარასთან თუნდაც რამდენიმე მსუბუქი ვარჯიში ჩაატარეთ, თან ღრმად ჩაისუნთქეთ. საღამოს მოციონი კი თქვენს დაღლილობას მთლიანად მოუღებს ბოლოს.


скачать dle 11.3