კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ვინ არის შავებში ჩაცმული მატრიცული „კოდი“ და რატომ ემუქრებოდნენ მას მოთამაშეები თმის მოწიწკნით

რეალითი შოუს „კოდის“ გმირებისთვის მკაცრი გარეგნობის, შავებში გამოწყობილი მშვენიერი ქალბატონის გამოჩენა საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობასთან და ახალ-ახალ სირთულეებთან ასოცირდება. თუმცა, ეს მკაცრიმიჯიანი, შავებში გამოწყობილი, მშვენიერი მაკა გიორგობიანი, რეალურ ცხოვრებაში სულაც არ არის ასეთი მკაცრი, პირიქით, საკმაოდ ღიმილიანი და უშუალო ადამიანია.

– მაკა, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტად აგირჩიეს.

– საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს, მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში, როცა სპორტის ამ სახეობაში ძალიან ბევრი სირთულეა. პირველი სირთულე ის არის, რომ საქართველოში არ არის სტანდარტული საციგურაო მოედანი. ეს ზოგადად ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. ბავშვები სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობენ. არ არის საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ ყველამ უცხოეთში ივარჯიშოს. მოკლედ, ბევრი პრობლემაა და ვცდილობ, მოვაგვარო. მიხარია, რომ გვყავს მსოფლიო დონის, წამყვანი მოციგურავეები, ესენი არიან: ელენე გედევანიშვილი, ოთარ ჯაფარიძისა და ალისონ რიდის წყვილი, რომლებიც ამერიკაში ვარჯიშობენ და გამოდიან საქართველოს სახელით.

– ვიცი, რომ შენც სპორტის ამ სახეობით იყავი დაკავებული. როგორ განვითარდა შენი კარიერა?

– ფიგურულ ციგურაობაში ჩემი სპორტული კარიერა ეტაპობრივად განვითარდა, დავიწყე ვარჯიში 6 წლის ასაკში, შემდეგ გადავედი საქართველოს ნაკრების გუნდში, მერე ვიყავი მწვრთნელი, ბოლოს კი – მსაჯი. ეს ჩემი სამყაროა. თუმცა, ბოლო წლებში მომიწია ამ სფეროს ჩამოვშორებოდი. ახლა უკვე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, დავუბრუნდი და შევუდექი ამ საქმეს. ვარ ასევე „უნიგრუპის“, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

– ესე იგი, სულ დაკავებული, საქმიანი ხარ?

– ბავშვობიდან სულ დატვირთული ვიყავი და უკვე მივეჩვიე. თუმცა, ძალიან დაძაბული გრაფიკი მაქვს. ბავშვობაში დღეში დაახლოებით 6-8 საათი ვვარჯიშობდი. პირველი ვარჯიში დილის 6 საათზე მქონდა, ჩემი დილა ძალიან ადრე იწყებოდა. ახლა, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ ასე ადრე დაწყებას. სულ ვამბობ, რომ 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი არ მყოფნის.

– მსაჯობაც ძალიან საპასუხისმგებლოა.

– მსაჯს ერთი რამ მოეთხოვება – ის მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოს. ობიექტურობა კი იმის გარანტია, რომ, თუ ვინმეს შენი დაწერილი ქულა არ მოეწონება, შეგეძლოს ამის დასაბუთება. ამიტომ, იქ ყველაფერს ივიწყებ. თან, როცა შიდა ჩემპიონატებს მსაჯობ, ეს ძალიან რთულია – იქ ვიღაც შენი მეგობარია, ვიღაც შენი მეგობრის შვილია. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და ცივი გონებით იმსაჯო.

– კიდევ სრიალებ ყინულზე თუ ვეღარ ახერხებ?

– სამწუხაროდ, ბოლო წლებია, ვეღარ ვსრიალებ. თუმცა, ჩემთვის დაძაბული გრაფიკის დროს ყველაზე კარგი განტვირთვა იყო, თუნდაც ნახევარი საათით ციგურებზე დადგომა. ამ დროს მთლიანად მეხსნებოდა სტრესი. ახლა ამასაც ვერ ვახერხებ. მაგრამ, რადგან ამ სფეროს დავუბრუნდი, იქნებ მოვახერხო, რომ ცოტა ხანი ჩემი სიამოვნებისთვის ვისრიალო. ყინულზე ყველაფერი, ყველა პრობლემა, რაც ხდება ჩემ ირგვლივ, მავიწყდება.

– თხილამურებზე სრიალიც გეყვარება.

– ოჯახის წევრებთან ერთად ვერ ვახერხებ ყინულზე სრიალს, თუმცა ბავშვებს ვაჩვევ. სამაგიეროდ, როგორც კი მოთოვს, ზამთრის სეზონი მოვა, მაშინვე ვცდილობთ, შაბათ-კვირა ერთად თხილამურებზე სრიალში გავატაროთ.

– შენი ოჯახიც გამაცანი.

– ჩემი მეუღლე არის ლაშა სულაძე. მყავს ორი შვილი – 16 წლის სოფო და 8 წლის საბა. ჩემი ოჯახი ჩემი ამომავალი წერტილია. ყველაფერს ვაკეთებ ოჯახის წევრების დახმარებით და მათთვის. ყველაზე დიდ ძალას სწორედ ოჯახი და ის ადამიანები მაძლევენ, რომლებიც გვერდში მიდგანან. ამ შემთხვევაში, მეუღლე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით სულ საქმის კურსშია და ეს ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს. ჩემთვის ერთადერთი დისკომფორტი ის არის, რომ მთელი დღე ოჯახის, მეუღლისა და შვილების უკმარისობას განვიცდი. თუმცა, მეუღლე ახერხებს, რომ ეს უკმარისობა შემივსოს. დღის განმავლობაში, შესვენების საათებს აუცილებლად ერთად ვატარებთ.

– არასდროს გამოუხატავთ შვილებს პროტესტი?

– საბა აპროტესტებდა ძალიან, სულ წუწუნებდა. მაკონტროლებდა – დედა, 6 საათია, არ მოდიხარო. სოფოსთან უფრო მარტივია ურთიერთობა, დღის განმავლობაში ერთმანეთს ტელეფონით ვეკონტაქტებით. მთელი დღე კი ვარ ბავშვებთან კონტაქტში, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი.

– როგორი ხარ სახლში?

– სახლში, ფაქტობრივად, აღარ ვარ. ამას ძალიან განვიცდი. ამ პერიოდში მართლა 12-საათიანი რეჟიმით ვმუშაობ. როცა სახლში მივდივარ, ვცდილობ, ის დრო ბავშვებთან გავატარო. საბა ხელში წიგნებით მელოდება, დედამ მამეცადინოსო. ვცდილობ, ეს მაინც არ მოვაკლო. შაბათ-კვირას ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. ოჯახის წევრებისგან რომ არ მქონოდა ხელშეწყობა, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. ამ გრაფიკით ვერ ვიცხოვრებდი.

– როგორ მოხვდი „კოდში“? ეს, მგონი, შენთვის ახალი ამპლუაა?

– პროექტის რეჟისორი, გიგა აგლაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია და „კოდში“ მისი თხოვნით მოვხვდი. რადგან ჩემთან ძალიან ახლოს არის ექსტრემალური სპორტი და მსგავსი სიტუაციები, ძალიან მიყვარს, ამიტომ დავთანხმდი. მაგრამ გადაღებები ცოტა გვიან დაიწყო. მე უკვე ძალიან დაკავებული ვიყავი, თან გადაღებები მთიან აჭარაში იყო. ამიტომ, ბოლომდე ვერ ჩავერთე. თუმცა, ვახერხებდი ჩასვლას. პერიოდულად ჩავდიოდი, გადავიღებდით, მერე ისევ უკან ვბრუნდებოდი.

– შენგან საკმაოდ მკაცრი ქალის ტიპაჟი შექმნეს.

– ეს რეჟისორის მოთხოვნა იყო და რადგან დავთანხმდი მონაწილეობაზე, ბოლომდე მივენდე, გაპროტესტების გარეშე. „კოდი“ მე ვარ, მე ვაძლევ მონაწილეებს დავალებებს. ჩემი გმირი თითქოს უარყოფითი პერსონაჟის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც დამატებით წინაღობებს უქმნის რეალითი შოუს მონაწილეებს, რათა თამაში უფრო საინტერესო გახდეს. უბრალოდ, რეჟისორმა დაინახა, რომ ის უნდა იყოს მკაცრი ქალის მატრიცული ტიპაჟი.

– შენი ხმა მოგეწონა?

– პირდაპირ ვამბობ, რომ არ მომწონს. ამ ხმის გარეშეც შეიძლებოდა იმ იმიჯის შექმნა, როგორიც რეჟისორს უნდოდა, მაგრამ, როგორც ვთქვი, მთლიანად რეჟისორს მივენდე და არაფერი გამიპროტესტებია.

– შენც გიწევდა იმ მძიმე პირობებში ყოფნა?

– ძალიან ცოტა ხანს. მათ ისეთ მძიმე პირობებში მოუწიათ თამაში, ცხოვრება, რომ ეს ყველაფერი გმირობის ტოლფასია. სიცივეს, მძიმე პირობებს მედგრად გაუძლეს, განსაკუთრებით გოგონებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ღია მოტეხილობა, ტკივილები, მაინც განაგრძობდნენ თამაშს.

– როგორ ხვდებოდნენ შენს გამოჩენას?

– მოღუშული სახეებით... ვაიმე, მოვიდაო... ჩემი გამოჩენა დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ვწუხვარ, რომ ასე აღმიქვამდნენ, მაგრამ ეს იყო პროექტის ერთ-ერთი ნაწილი.

– შენ იცხოვრებდი ასეთ პირობებში?

– ვიცხოვრებდი. ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული ვარ და პირიქით, ვითხოვდი, იქნებ, მეც ჩამრთოთ-მეთქი. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი იმას, რასაც ისინი აკეთებდნენ, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემი გამოჩენა სულ უარყოფით ემოციებთან იყო დაკავშირებული. ბოლო პერიოდია, აწეული, შეკრული თმით დავდივარ, რადგან, გავიგე, მოთამაშე ქალბატონებს ჩემი გამოჩენის დროს, ჩემთვის თმის დაწიწკნის სურვილი უჩნდებოდათ. ვწუხვარ, რომ ასე ხდებოდა, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟისორის ჩანაფიქრს თავი კარგად გავართვი.


скачать dle 11.3