კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა აზარტმა ჩაითრია ნანიკო ხაზარაძე და ვის „დანებდა“ ის

ნანიკო ხაზარაძისთვის 2010 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. მას წლის ბოლოსაც არ აქვს ძალები ამოწურვაზე და მზად არის, 31 დეკემბერსაც იმუშაოს. 38 წლის ასაკში საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, „ამერიკანიზებული“ კოლეგის გავლენის ქვეშ ექცევა და შესაძლოა, წლის ბოლოს ბარბის დაემსგავსოს.

ნანიკო ხაზარაძე: წარმოდგენა არ მაქვს, ახალ წელს რას ვაპირებ. ერთი ვიცი, რომ 31 დეკემბერი პარასკევია და აუცილებლად ეთერში ვართ. მაგრამ, არც ის ვიცი, რა იქნება ამ დღეს. ყოველდღიური გადაცემის ფორმატში ორი-სამი კვირით ადრე გადაცემის დაგეგმვა სრულიად სისულელეა. თან, თვის ბოლო პარასკევს ვიღებთ ხელფასს და, თუ 31-ში ავიღებთ, ალბათ, ვერც ვერაფერს მოვასწრებთ საახალწლოდ. არა, აი, ინფორმაცია მომაწოდეს, რომ წინა პარასკევს ავიღებთო...

– ანუ გოჭის ყიდვას მოასწრებ.

– გადასარევად მოვასწრებ. „დეზერტირების“ ბაზარშიც გავივლი. მოკლედ, გადაცემის დაგეგმვა გამორიცხულია. მაგალითად, დღესაც (ინტერვიუ ჩაწერილია 2 დეკემბერს, – ავტორი) სტუმარი უნდა გვყოლოდა, რომელიც მოულოდნელად სახელმწიფოებრივ საქმეზე გაემგზავრა. თუმცა, ამას სისტემატური სახე არ აქვს. პრეზიდენტი იბარებდა ყოველ ხუთშაბათს გოგა ხაჩიძეს და ამიტომ გოგა ოთხი ოთხშაბათის განმავლობაში გვირეკავდა და გვეუბნებოდა, ვერ მოვალ, პრეზიდენტი მიბარებსო. მაგრამ, ბოლოს მოვიდა და გადასარევი გადაცემა გამოგვივიდა. დღეს მეორეჯერ მოხდა ასე. თუმცა, ჩვენთან სულ არ არის აუცილებელი, რადგან რუბრიკას „უჰალსტუხოდ“ ჰქვია, აუცილებლად სახელწიფო მოხელე მოვიდეს. შეიძლება, შენც იყო, უბრალოდ, შენი საქმიანობის გარეშე.

– შენ როგორი ხარ „უჰალსტუხოდ“?

– სრულიად ჩვეულებრივი, ზუსტად ისეთი, როგორიც ეკრანზე. „ჰალსტუხშიც“ და „უჰალსტუხოდაც“ ერთნაირი ვარ. შეიძლება, ეს ცოტა ბანალური პასუხია და, ვისაც არ უნდა ჰკითხო, იმავეს გიპასუხებს, მაგრამ მე მართლა ასე ვარ – ყველგან ერთნაირი ვარ, არ ვიცვლები და არ ვთამაშობ, არასდროს არ მაქვს მაკიაჟი, მეზიზღება. ეს არის ერთადერთი დისკომფორტი, რასაც ეთერში განვიცდი. არა, კიდევ ერთი დისკომფორტი მაქვს: არ ვიცი, ძალიან პატარა ყური მაქვს თუ რა მჭირს, სულ მივარდება ყურსასმენი და მთელი გადაცემა ხელში მიჭირავს. პირდაპირ ეთერში გრიმი აღარ მახსოვს.

– შენ თვითონ როგორ შეაფასებ ამ გადაცემას – რა მოგწონს, რა არა და, რა არის მთავარი მინუსი, რის გამოც გაკრიტიკებენ.

– ერთადერთი კრიტიკა არის ის, რომ დააცადეთ ერთმანეთს ლაპარაკიო, მეტი კრიტიკა არ გამიგია. ეტყობა, ან ძალიან მოვწონვართ ხალხს, ან ჩვენამდე არ მოსულა სხვა შენიშვნა. სიმართლე გითხრა, არავინ და, მათ შორის მეც, არ ველოდით ამხელა რეიტინგს დღის ამ დროს. ჩვენს გადაცემაში სულ რაღაც საინტერესო ხდება: ჯერ ერთი, ძალიან სწრაფად, დინამიკურად მიდის გადაცემა. დრო რომ არ გვყოფნის, სულ ვაცილებთ და მაინც არ გვყოფნის, რაც ძალიან კარგია. თითქოს დაწყებული არ არის, რომ მთავრდება, ანუ, არ გვწყინდება და ეს მომწონს. წესით მაყურებელს უკმარისობის გრძნობა უნდა დარჩეს – ასე ამბობენ ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტიპის გადაცემებს აკეთებენ. წესით, ორმოც წუთზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაცილებთ ამ დროს და, მაინც მგონია, რომ უკმარისობის განცდა რჩება ყველას.

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება გადაცემასთან ერთად? იყო პერიოდი, როდესაც მთელ დღეს ლილუსთან ერთად ატარებდი და შენი ერთი დღე სრულიად განსხვავებული იყო.

– ახლაც ზუსტად ასეა, რადგან, სამსახურში რომ მოვდივარ, ლილუ სკოლაში მიდის, მე რომ ვამთავრებ მუშაობას, ისიც ამთავრებს სკოლას და ერთად ვბრუნდებით სახლში. გენიალურ სკოლაში დადის – ცხრაზე იწყება და ხუთზე მთავრდება. მე უფრო ვერ ვასწრებ თუ არ ვასწრებ რაღაცეებს. ერთი-ორი კვირაა, ერთი და იგივე რაღაცეები მაცვია: გავრეცხავ – ჩავიცვამ. ზემოთა ჩასაცმელებს ჩვენი დიზაინერები მიკეთებენ, ქვემოთა არ ჩანს და ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, დილით როგორი ჩაცმული გამოვალ გარეთ.

– დილით ვარჯიშობ?

– დიახ, დავიწყე ვარჯიში, სიგარეტს თავი დავანებე, კბილები გავითეთრე, მთელი ორგანიზმის გამოკვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი ვარ კენჭივით. მითხრეს, გადარჩებიო და მეც გამიხარდა. ცხიმები და ძვლები ამიწონეს და ყველაფერი ნორმაში აღმომაჩნდა.

– რა ცხიმს ელოდებოდი, რომ გექნებოდა?

– ნებისმიერი წონის ადამიანს აქვს ცხიმისა და მჭლე ხორცის თავისი შეფარდება (იცინის). ამას მაინც მიმოწმებენ და აღმოჩნდა, რომ კარგ ზღვარზე ვარ. ყოველ დილით, ათის ნახევარზე, უკვე ვარ დარბაზში სავარჯიშოდ, სადაც ნახევარ საათს ვანდომებ იმას, რასაც ვიგლახავებდი მთელი ორი საათი, ვიწუწუნებდი და დამეზარებოდა. ძალიან კარგ სისტემას მივაგენი: ნახევარი წუთი ავარჯიშებ სხეულის კონკრეტული ნაწილის კუნთებს, ცალკე – ხელებს, ფეხებს, მუცლის კუნთს, ანუ, დაღლას ვერ ასწრებ, ისე გამოდიხარ იქიდან. მერე ლამაზი, წვეტიანი შხაპის ქვეშ წყალს გადაივლებ – სულ რომ გპორჭყნის, ისეთი წყალი მოდის. აქეთ კარადას გამოაღებ და ისეთი პირსახოცებია, სულ ქიმწმენდის, სისუფთავის სურნელი რომ აქვს. მოკლედ, ძალიან მაგარ ადგილს მივაგენი...

– ამერიკულს, რაც მთავარია.

– კი. ია ფარულავას გავლენის ქვეშ ვარ სერიოზულად. მიშველეთ! (იცინის) გვარამიასთანაც დავიწყე სიარული.

– მართლა?! არადა, სეზონის დასაწყისში როგორ იბრძოდი მის წინააღმდეგ.

– არა ბოტოქსებზე და ამბებზე მაინც არ ვნებდები, მაგრამ კომპრომისებზე აშკარად წავედი. ერთი ძალიან მაგარი პროცედურა ჩავიტარეთ – „ფოტო-ლაზერო გაახალგაზრდავება.“ იცი, რა ხდება? ეპიდერმისის მკვდარი შრე, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, კრემს კანის ქვედა შრეებში ვერ უშვებს, მას წვავენ და კვდება, რის შემდეგაც სუნთქვა მიდის ასი პროცენტით, ფორები ღიაა და ხარ ახალგაზრდა. დედის რძესავით გერგება ნებისმიერი კრემი. თუ გინდა კარაქი წაისვით, ისიც კი ეფექტური იქნებაო – ასე გვითხრა გია გვარამიამ. ერთი პროცედურის შემდეგ რაღაცნაირი ავდექი, ძალიან მაგარი იყო. იმდენად აგრესიული ჩარევა მიდის, რომ მისი ხშირად გაკეთება არ შეიძლება.

– იმედია, სეზონის ბოლოს ბოტოქსამდე არ მიხვალ.

– შემომთავაზეს უკვე ბოტოქსის გაკეთება, მორალური ზეწოლა მიმდინარეობს ჩემზე. ჯერ იამ დაიწყო და სულ „შარპეის“ მეძახდა, მერე გვარამიამ განაგრძო და მითხრა, თვალებთან ნაოჭები გაქვს და გჭირდებაო. დოდოშკა ღაბაბს იკეთებს. მოკლედ, შეიძლება სეზონის ბოლოს, ივნისში, სამი „ბარბი“ იჯდეს „იმედის“ ეთერში, სამი ია ფარულავა. თან, აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი საოცრად აზარტულია: რომ იწყებ ერთ რაღაცას, იქ მეორეს ნახულობ, კიდევ და კიდევ გინდება. შეიძლება, ივნისისთვის მართლა სამი ერთნაირი ვისხდეთ.

– ტუჩების გადიდება არ გინდა?

– ისე, კბილების გათეთრების შემდეგ, სილიკონი გიდევს, რომელიც ტუჩს აშკარად ადიდებს და მომწონს. მათეთრებელს მოჰყვება თვითონ ეს სილიკონი, რომელიც არ ჩანს, თან პრიალებს და ტუჩებიც ოდნავ წამოწეული გაქვს. მაგრამ, გადიდებით ნამდვილად ვერ გავიდიდებ. პლასტიკურ ქირურგებს მაინც არ ვნებდები, ესთეტიკურს დავნებდი. მოკლედ, საიდან სად გადავედით. დილის ვარჯიშის შემდეგ მოვდივარ სამსახურში, 12 საათამდე ვიკეთებ გრიმს. თორმეტზე იწყება „ვიორსტკის“ დაწერა, მერე ერთ საათში ეთერში ვართ და ვიშლებით სახლებში. მეორე დღის გადაცემას ჩვენ არ ვგეგმავთ, საღამოს თემა და სტუმრები „მოგვდის“ „მეილზე“, ასევე, ის ინფორმაციაც, რომელიც შეიძლება სტუმართან დაკავშირებით გამოგვადგეს. ხშირად შენი ინტერვიუებიც არის მათ შორის (იცინის).

– დოდოშკას?

– დოდოშკას ურეკავენ და უკითხავენ. ახლა შეიძინა კომპიუტერი და სწავლასაც იწყებს. გეუბნებით, რაც გველოდება. დოდოშკაც ოპერაციას იკეთებს, კომპიუტერს სწავლობს. მოკლედ, სერიოზულ ტრანსფორმაციას გავდივართ. რაც შეეხება საღამოს, სამსახურიდან მივდივარ ლილუსთან სკოლაში, ვბრუნდებით სახლში და, ის რომ იძინებს, უკვე არაფრის თავი აღარ მაქვს. სახლიდან გასვლაზე და ხალხმრავლობაზე არც აქამდე ვგიჟდებოდი, მეგობრებთან სახლში თუ დავდიოდი. ახლაც დავდივარ, მაგრამ, უფრო ნაკლები სიხშირით – უბრალოდ, მეზარება, მირჩევნია, დავისვენო.

– მთლიანად როგორ შეაფასებ 2010 წელს?

– ჩემთვის?! ძალიან მაგრად, რადგან, რაც მთელი გულით მინდოდა და რაც ჩავიფიქრე, ის გამოვიდა. შარშან მარტში გადავწყვიტე, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებ. არც ახალი წელი იყო, არც ორშაბათი, არც რამე კონკრეტული თარიღი, არაფერ შუაში დღე იყო. უბრალოდ, ავდექი დილით და ვთქვი, მე დღეს ახალ ცხოვრებას ვიწყებ-მეთქი და წავედი, თმა შევიჭერი, ტელეფონის ნომერი გამოვცვალე, სისხლი გადავისხი...

– სისხლიც გაიწმინდე?

– დიახ, ეს იყო ბოლო ეტაპი – მეტი რომ ვეღარაფერი გავაკეთე, ავდექი და სისხლი გავიწმინდე. ჯერ მაშინ არ ვიცნობდი იას და არ ვიცოდი, რამხელა როლს შეასრულებდა ის ჩემი გარეგნობის ტრანსფორმაციაში (იცინის). სხვათა შორის, რომ მივედი ამ პლაზმაფერეზის გასაკეთებლად, ექიმმა მითხრა, ია ფარულავა იკეთებს ხოლმე ამასო. ესე იგი, სისხლს გიღებენ, მას სპეციალურ აპარატში ათავსებენ და ანჯღრევენ ისე რომ სისხლი იყოფა ლიმფად, ცალკე გადის ჭუჭყი და ბაქტერიები, ცალკე ქოლესტერინი და სუფთა, კარგი სისხლი რჩება ზემოთ. იმ კარგ სისხლს გისხამენ უკან და ეს გადასარევია მთელი ორგანიზმისთვის. ზუსტად ორ დღეში მოვედი ქასთინგზე. არც ვიცოდი, ია თუ მონაწილეობდა ქასთინგში და დამხვდა ბუფეტში – მეც აქ ვარო. მოკლედ, სისხლგადასხმულებმა დავიწყეთ ახალი სამსახური. ერთი სიტყვით, მაგარი წელი იყო. ვთქვი, რომ ვიწყებ ახალ ცხოვრებას და დავიწყე კიდეც. დავიჯერე, რომ მართლა ასე მოხდებოდა და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის – რესტარტი მოვახდინე. დაიჯერეთ და ყველაფერი გამოგივათ – ამაში დავრწმუნდი.


скачать dle 11.3