კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წელიწადის რომელ დღეს არის შესაძლებელი სიზმრად საბედოს ნახვა და რატომ უნდა დააგროვოთ ყოველი თვის ორშაბათს ხურდა ფული

დღეს ჩვენს გვერდით უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ზოგი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი და ყველაფრის იმედი დაკარგული აქვს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი დალი ამბობს, ეს არასწორი პოზიციაა მათი მხრიდან, რადგან სასოწარკვეთით საქმე არ კეთდება. ძველი, გამოცდილი მეთოდების გათვალისწინებით კი შესაძლოა, რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. ამისთვის კარგად უნდა მიმოიხედოთ ირგვლივ, დააკვირდეთ, რა მოქმედებს თქვენზე უარყოფითად, რას მოაქვს წარმატება და რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატების კოდი გაააქტიუროთ და უკეთესი მომავლის მოლოდინში, ოპტიმიზმი დაიბრუნოთ.

დალი: ადამიანები დიდი სიყვარულით უფრთხილდებიან და ინახავენ ახლობელთა ნაჩუქარ ან ნაქონ ნივთებს. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად, მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც უჩნდებათ. მაგალითად, ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ, ერთ დღესაც შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ერთგვარი დამცველია. ასევე, ავი მზერისა და თვალისგანაც გვიცავს და წარმატების მიღწევასაც გვიადვილებს. სხვათა შორის, ფინანსური პრობლემაც შეგვიძლია თავად გადავჭრათ, თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ სამოსს, სამკაულებს და ასე შემდეგ.

– ცოტა არ იყოს, თქვენი საუბარი გაურკვეველია. იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

– (იცინის). ჩემი მონაყოლი, ბევრს ზღაპარი ჰგონია, მერე, კი, როცა დამიჯერებენ და გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს, მადლობას მიხდიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა ადამიანი კარგად უნდა დააკვირდეს, რა აცვია და უკეთია იმ დღეებში, როცა შედარებით წარმატებულია, ხელი ემართება სასიყვარულო თუ საქმიან შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ტანსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, შესაძლოა, ჩვენი ერთგვარი თილისმა და დამცავია. ეს კი ჩვენ არც ვიცით. პირადად მე, ძალიან მიყვარს ცისფერი და თეთრი სამოსი და როცა ამ ფერის ტანსაცმელი მაცვია, ვგრძნობ, რომ უფრო თავდაჯერებული ვარ, უფრო მეტად მიმართლებს და პრობლემებიც არ მექმნება. თქვენც დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმელში გრძნობთ თავს კომფორტულად, გიმართლებთ თუ არა იმ დღეებში, როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ. თავად მიხვდებით, რომ ის თქვენი დამცველია და ერთგვარი მაგიური გავლენაც აქვს. დამიჯერეთ, როცა გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ, გული მიკვდება, მინდა, დავეხმარო და ავუხსნა, რომ შეუძლია თავადვე დაძლიოს ეს გაჭირვება. მაგრამ მე, უცხო ადამიანს არც დამიჯერებენ და არც ჩემი ნათქვამი იქნება მათთვის მისაღები. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მაინც გაიგონ, რომ არსებობს წესები, პარაფსიქოლოგიური კანონები, რომლებიც თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს.

– კერძოდ, რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაჭირვებას და უიღბლობას დავაღწიოთ თავი?

– მაგალითად, გასწავლით ერთ წესს, რომელსაც საცხოვრებელში ფინანსებისა და ბედნიერების მოზიდვა შეუძლია. კერძოდ, აიღეთ ღრმა თეფში, დადგით ოთახის კუთხეში, ჩაყარეთ მასში ბრინჯი, შაქარი, ხორბალი და ბლის პატარა, დამტვრეული ტოტები. ყოველი თვის პირველ ორშაბათს ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი ხურდა ფული. ასე მოიქეცით და ბარაქა არ მოგაკლდებათ. როცა, თეფში აივსება ხურდა ფულით, შაბათ დღეს, ეს ხურდა მათხოვრებს დაურიგეთ ქუჩაში. ერთი მონეტა კი, დატოვეთ თეფშში და ისევ დაიწყეთ დაგროვება, რომ კვლავ შეჭირვებულ და ქუჩაში სამათხოვროდ გასულ ადამიანებს დაეხმაროთ. ეს ქველმოქმედება ბედნიერებას და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ერთმა მკითხა, რატომ უნდა ჩავყარო ხურდა ფული ბრინჯში, შაქარში, ბლის ტოტებსა და ხორბალშიო.

– ეს კითხვა, სიმართლე გითხრათ, მეც გამიჩნდა.

– გიპასუხებთ: რატომ და, უძველესი დროიდან ხორბალი დოვლათისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ, ბრინჯი – სიმდიდრის, შაქარი – სიტკბოს, ბლის ტოტები კი, ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის გამანეიტრალებლად მოიაზრება. როცა მათში ხურდა ფულს დააგროვებთ ყოველი თვის, პირველ ორშაბათს, ის თქვენზე ასევე ტკბილად, დოვლათიანად, ნაყოფიერად და პოზიტიურად იმოქმედებს. მერწმუნეთ, უკეთ წავა თქვენი საქმეები.

– პირად საუბარში აღნიშნეთ, 17 დეკემბერი, ბარბარობა, ძალიან საყურადღებო დღეა, რადგან ადამიანს საშუალება აქვს ამ დროს საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაცია მიიღოსო. ეს როგორღა მოვახერხოთ?

– მართალია, ბარბარობა დღეს ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკუთარი მომავალი იხილოს და ეს სარკის მეშვეობით ხდება. მოკლედ, აიღეთ ჭიქით წყალი იმ ონკანიდან, საიდანაც წყალი დალეული არ გაქვთ. ჭიქაც ახალი უნდა იყოს, რომლიდანაც წყალი არავის დაულევია. დადგით ის ერთი ღამე თქვენი საწოლის სასთუმალთან ახლოს. 17 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, დადეთ ოვალურ მაგიდაზე უხმარი სარკე, რომელშიც არ ჩაგიხედავთ და წინა დღით ავსებული ჭიქა წყალი მიუდგით გვერდით. მასზე დაამაგრეთ ორი ცალი სანთელი. ოთახში შუქი არ უნდა ენთოს და ფარდებიც ჩამოაფარეთ, რომ მთვარის შუქი არ შემოდიოდეს. აანთეთ სანთლები და კარგად დააკვირდით სარკეში რას დაინახავთ. შესაძლოა, თქვენი მომავალი საბედოც კი იხილოთ, არც ესაა გამორიცხული. თავიდან ფიგურები ერთმანეთში აირევა, მაგრამ შეძელით და დააკავშირეთ ისინი ერთმანეთს. შემდეგ, სანთლები ერთმანეთზე გადაგრიხეთ და დაიდეთ ბალიშის ქვეშ. ნახეთ სიზმარი რას გიწინასწარმეტყველებთ და კარგად დაიმახსოვრეთ. ბარბარობა დღეს ადამიანებს ის სიზმრები ესიზმრებათ, რომელიც მომავალში აუცილებლად ახდება.

– თავად თუ გაქვთ მსგავსი რიტუალი ჩატარებული?

– როგორ არა. თექვსმეტი წლის ვიყავი და ჩემმა დამ წამიყვანა მის დაქალთან. იმ გოგოს ძმას მოვწონდი. ეს ვიცოდი და ჩუმად, გულში მეც მიყვარდა. თავად, ეს ბიჭი სიყვარულში მაშინ გამომიტყდა, როცა თხუთმეტი წლის ვიყავი. მოკლედ, გოგოებმა გაამზადეს სარკე, წყალი, სანთლები და მეც ჩამახედეს. სწორედ ის ბიჭი დავინახე, ოღონდ სხვა გოგონასთან. ვერ მივხვდი იმ წუთას რა ხდებოდა. გავიდა ექვსი თვე და ჩემი დის დაქალის ძმამ ცოლობა შემომთავაზა, მე უარი ვუთხარი, არადა, გამოგიტყდებით, მეც მიყვარდა. უარი რომ მიიღო გამებუტა და დამემუქრა, იცოდე ინანებო. სულ რაღაც ერთ თვეში, ცოლი მოიყვანა, თანაც ის გოგო სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და წესიერად არც კი იცნობდა. მე კი დღესაც გაუთხოვარი ვარ (იცინის). იმასაც კი ვამბობ ხოლმე, ეტყობა, ჩემი ბედი არ იყო და სარკეშიც ამიტომ დავინახე სხვა გოგონასთან ერთად-მეთქი. ასე იყო თუ ისე, ზუსტად ამიხდა ის, რაც ბარბარობა დღეს სარკეში ვიხილე. მოდი, ახლა და თქვი, სისულელეაო. ასევე, თუ მომავალი საბედოს ნახვა გსურთ, გამოაცხობინეთ მარილიანი კვერი ქვრივ ქალს და ღამის 12 საათზე, ბარბარობა დღეს ჭამეთ გზაჯვარედინზე. სახლში მისულმა, ხმა არავის გასცეთ, ისე დაწექით ლოგინში და დაიძინეთ. სიზმარში აუცილებლად ნახავთ მომავალ ქმარს.

– ბევრს ეს ყველაფერი ზღაპარი ჰგონია. არ მეთანხმებით?

– მართალია, ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს რიტუალები ხომ მე არ მომიგონია? აბა, გადახედეთ უძველეს ეზოთერულ ლიტერატურას ან წინაპრების მიერ დატოვებულ ჩანაწერებს და მერე მიხვდებით, რომ არაფერს ვიტყუები. ეს რიტუალებიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მართლაც არსებობს წელიწადში ისეთი დღეები, რომელთაც მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეებში ადამიანს შეუძლია თავისი მომავლის განჭვრეტა. ყველას ჩვენ-ჩვენი ბედი გვაქვს და რაც დაბადების მომენტში დაგვეწერა შუბლზე, მას ვერც შევცვლით და ვერც ავცდებით.


скачать dle 11.3