კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექისე აზიზა და „შემთხვევით“ აღმოჩენილი

განა ტყუილია, როცა ამბობენ, ციხეში ყველაფერი ხდებაო, მაგრამ, რასაც ახლა მოგიყვებით, მართლაც დაუჯერებელი მოგეჩვენებათ.

პერმის „სტროგაჩებში“, სადაც პატიმრობის მინიმალური ვადა 8 წელი იყო, ისეთი უმკაცრესი რეჟიმი სუფევდა, როგორც იტყვიან, იქ ბუზიც ვერ შეფრინდებოდა და, მით უმეტეს, ვერავინ გამოვიდოდა იმ ზონიდან უკონტროლოდ.

სხვა მძიმე დამნაშავეებს შორის პერმის „სტროგაჩებში“ აზიზ აზიმოვი, მეტსახელად „მექისე“ იჯდა. აზიზას 12 წელიწადი ჰქონდა მისჯილი მკვლელობისთვის – მას ცოლის საყვარელი ჰყავდა აბანოში მოკლული. აზიზა ბაქოელი იყო და დაპატიმრებამდე ქალაქის ცენტრალურ აბანოებში ჰქონდა ნამუშევარი. ის საკმაოდ უწყინარი კაცი იყო, ამიტომ ყოველთვის მეცოდებოდა და თანავუგრძნობდი კიდეც. ზონაში 2 ათასი პატიმარი იყო და დილის შემოვლის შემდეგ, იქაურობა ფუტკრის სკას ემსგავსებოდა. ათასი ჯურის პატიმარი ირეოდა ერთმანეთში, თუმცა საღამოს შემოწმებაზე ისინი კვლავ თავიანთ ადგილებზე ბრუნდებოდნენ.

ზონიდან სამ კილომეტრში პატარა დაბა – კოლხოზნაია მდებარეობდა, რომელიც თავისი თერმული აბანოებით იყო განთქმული. ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ერთხელ მაინც მოვიცალე. ბილეთი ავიღე, შევედი და ჩემს კუპეს მივაშურე, გავისაპნე, ქვის საწოლზე დავწექი და მექისეს დავუძახე. ორიოდე წუთის შემდეგ მექისე მოვიდა. ის მე სხეულზე ფეხებით შემდგა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, თან, რატომღაც, კანკალებდა.

– უფროსო, წყალი დაგასხა და საპონი მოგაცილო? – მკითხა მექისემ.

მე ხმა არ ამომიღია და უარის ნიშნად თავი გავაქნიე. როდესაც ის წავიდა, შხაპი მივიღე, შემდეგ სასწრაფოდ ჩავიცვი და აბანოს დირექტორს მივაშურე.

– ამხანაგო უფროსო, – ვუთხარი აბანოს დირექტორს, – ჩემთან რომ მექისე იყო, თუ შეიძლება, აქ უხმეთ.

დირექტორმა მექისეს დაუძახა და როდესაც ის შემოვიდა, ენა ჩაუვარდა ჩემს დანახვაზე, რადგან ჩემ წინ მექისე აზიზა იდგა, მე კი „სტროგაჩების“ ზონის რეჟიმის უფროსი ვიყავი...

როგორც გაირკვა, თურმე, აზიზა იმ აბანოში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ზონიდან გვირაბი ჰქონდა გათხრილი და დილის შემოწმების შემდეგ იპარებოდა, საღამოს შემოწმებაზე კი, უკან ბრუნდებოდა.

მე აზიზა არ დამიბეზღებია, რადგან ორი თვე ჰქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე, ხოლო მისი ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, მას 3 წელს დაუმატებდნენ და არც მე და ჩემს კოლეგებს დაგვადგებოდა კარგი დღე. ამიტომ, გვირაბი ვითომ შემთხვევით აღმოვაჩინეთ და ამოვქოლეთ. აზიზა კი, ორი თვის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს და სამუშაოდ იქვე დარჩა, აბანოში.


скачать dle 11.3