კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

ძველი ანეკდოტი თანამედროვე პირობებში:

მიხო კომპიუტერთან ზის‚ კარი ხმაურით იღება.

– გამარჯობა‚ მამი!

მამას თავიც არ მიუბრუნებია.

– სად დაეხეტებოდი?

– ავღანეთში ვიყავი, მამი‚ ჯარში...

***

ორი თანაკლასელი შეხვდა‚ მოიკითხეს ერთმანეთი‚ მოიგონეს სხვებიც.

– ბიჭო‚ გელა გახსოვს?

– რომელი‚ ძაღლებს და კატებს რომ აწვალებდა? როგორ არა.

– ჰო‚ ცუდი ამბავი დაემართა‚ სამსახური დაკარგა... სიკვდილით დასჯა ხომ გააუქმეს და ახლა სტომატოლოგის ადგილს ეძებს.

***

განცხადება გაზეთში:

„გავიცნობ მამაკაცს‚ მდიდარს‚ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილს‚ ცუდი ჩვევების‚ ღარიბი ნათესავების‚ წინა ქორწინებიდან შვილებისა და სხვა პრობლემების გარეშე... უბრალოდ‚ მინდა შევხედო.“

***

სუპერმარკეტში ლამაზ ქალთან მიდის მამაკაცი და ეუბნება:

– თუ შეიძლება‚ რამდენიმე წუთით დამელაპარაკეთ‚ ძალიან გთხოვთ‚ იცით‚ ცოლი დავკარგე და...

– მერე‚ მაინცდამაინც მე რატომ უნდა დამელაპარაკოთ?

– რამდენჯერაც ლამაზ ქალს დაველაპარაკე‚ მაშინვე იქ გაჩნდა...

***

მაღაზიაში პატარა ბიჭი გამყიდველს მიმართავს:

– თუ შეიძლება‚ ურიგოდ გამიშვით‚ მამას გაუჭირდა და მოუთმენლად მელოდება.

– კარგი‚ ბიჭუნა და რა მოგცე?

– ტუალეტის ქაღალდი.

***

რუსმა რეჟისორებმა გადაწყვიტეს‚ გაეთვალისწინებინათ მოქალაქეთა სურვილი‚ გავიდნენ ქუჩაში და პირველივე შემხვედრს ჰკითხეს:

– რა ჯობია დავდგათ – დრამა თუ კომედია?

– უკეთესი იქნება – ბოთლი.

***

„დიდება საბჭოთა ხალხს‚ კომუნიზმისა და კაპიტალიზმის მშენებელს‚ იმიტომ რომ ვერც ერთი ვერ ააშენეს!“

***

ბილბორდი ავარიულად საშიშ მონაკვეთზე:

„არ დაამუხრუჭო‚ წაუსნიკერსე!“

***

– მიხო‚ შავი შარვალ-კოსტიუმი არა გაქვს‚ ბიძა გარდამეცვალა..

– ო‚ თუ ბიძა გარდაგეცვალა... წაიღე...

გავიდა ერთი თვე‚ ვანუა კოსტიუმს არ უბრუნებს. მიადგა მიხო:

– ჯო‚ ერთი თვე გავიდა‚ სად არის ჩემი კოსტიუმი?

– ხომ გითხარი‚ ბიძა გარდამეცვალა-მეთქი‚ ჰოდა იმ კოსტიუმით დავასაფლავეთ კიდეც...

***

მისი კოცნა მოგაგონებდათ თბილ არაყს‚ რომელიც საფერფლეს გამოავლეს.


скачать dle 11.3