კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროკავშირმა ბანკებს 4,5 ტრილიონი ევრო გამოუყო

გლობალური ფინანსური კრიზისის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების მიერ საკუთარი ფინანსური კომპანიებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ 4,5 ტრილიონ ევროს გადააჭარბა. ეს თანხა ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტის ეკვივალენტურია. საინტერესოა, რომ ჯერჯერობით ამ თანხის ნახევრამდეა გამოყენებული. ფინანსური დახმარება 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის იმავე პერიოდამდეა აღმოჩენილი. 4,5 ტრილიონ ევროში შედის სახელმწიფო გარანტიები კრედიტებზე, ბანკების რეკაპიტალიზაცია და პრობლემური ფინანსური აქტივების გამოსყიდვის პროგრამები. ყველაზე დიდი დახმარება დიდმა ბრიტანეთმა აღმოუჩინა საკუთარ ფინანსურ სექტორს. ამ ქვეყანამ საკუთარ ბანკებს ორი წლის განმავლობაში 850-მილიარდევროიანი დახმარება აღუთქვა. მეორე ადგილზე ირლანდია გავიდა, რომელიც ბანკებს 723,3 მილიარდი ევროთი ეხმარება. ყველაზე მცირე დახმარება საკუთარ ფინანსურ სექტორს ლიტვამ აღმოუჩინა, რომელიც ბანკებს მხოლოდ 1,7 მილიარდი ევროთი ეხმარება. უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად დახმარება ბანკის მიმართ გაცილებით მცირე აღმოჩნდა, ვიდრე პროგრამებით იყო გათვალისწინებული. „ევროკავშირის წევრების კოორდინირებულმა ქმედებებმა კრიზისისას ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის კრახის თავიდან აცილებას“, – აღნიშნულია ევროკომისიის სპეციალურ განცხადებაში.


скачать dle 11.3