კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთიანი აზიური ვალუტა 2015 წლისთვის შეიქმნება?



„ერთიანი აზიური ვალუტა, შესაძლოა, 2015 წლისთვის შეიქმნას“, – აცხადებს 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის სფეროში რობერტ მანდელი. მისი თქმით, აზიური ვალუტა, რომელიც ჩინეთში, იაპონიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ერთდროულად იქნება ბრუნვაში, სრულიად შესაძლებელია, ხუთ წელიწადში გამოჩნდეს. მანდელს, რომელსაც ერთიანი ევროპული ვალუტის სულიერ მამასაც უწოდებენ, მიაჩნია, რომ მსოფლიოში მსხვილი სავალუტო რეგიონების შექმნის ტენდენცია ძლიერდება. მისი აზრით, ჩინური იუანისთვის კონვერტირებადი ვალუტის სტატუსის მინიჭება ნაადრევია, რადგან ვალუტის კურსის მკაცრად დაცვას ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს და, იუანი რომ უფრო ადრე გამხდარიყო კონვერტირებული ვალუტა, მიღებული შემოსავლების დიდ ნაწილს ჩინეთი ვეღარ მიიღებდა. 2005 წლიდან ჩინეთმა უარი თქვა იუანის დოლარის კურსზე მკაცრი მიბმის პოლიტიკაზე. პეკინმა საკუთარი ეროვნული ვალუტის შეზღუდულად მცურავი კურსი შემოიღო. მას შემდეგ იუანის კურსი დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით დაეცა. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთი ეროვნული ვალუტის კურსით მანიპულირებაში არაერთხელ დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ზოგიერთმა ექსპერტმა ჩინური იუანის მსოფლიოს ახალ სარეზერვო ვალუტად გადაქცევაც არ გამორიცხა. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საამისო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი იუანის არაკონვერტირებულობაა.

მოამზადა

დავით ბახტაძემ


скачать dle 11.3