კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

ორშაბათი

გეომაგნიტური დღეა

აკონტროლეთ ემოციები და გრძნობები, რათა შეცდომა არ დაუშვათ. პოზიტიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, საოჯახო და სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად, პოლიტიკური საქმიანობისთვის. ნუ აჰყვებით ჭორებს. იკრძალება სიზარმაცე. რთულდება ინფორმაციის მიღება. ატარეთ შავი, ყავისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – აქატი, სელენიტი, ზურმუხტი, ქრიზოპრაზი, ონიქსი ან გიშერი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა, ვაჭრობა, ახალი კავშირები, სტომატოლოგთან ვიზიტი. სუსტდება ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, კანი.

პოზიტიური დღეა: „კუროებისთვის“, „თევზებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „მშვილდოსნებისთვის“, „მერწყულებისთვის“.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღეა

ამ დღეს სავსემთვარეობაა და მთვარის დაბნელება. მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, რომელიც განაპირობებს ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, შეცდომების, ცდუნებების, აგრესიის, დეპრესიის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობას. იყავით ფრთხილად. კარგია ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტა. დაიცავით სამართლიანობა. ატარეთ თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი ან ნაცრისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი – ტურმალინი, ზურმუხტი, ობსიდიანი ან მარგალიტი. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ძალაუფლების მქონე პირებთან ურთიერთობა, ვაჭრობა, გაცვლითი ოპერაციები, სტომატოლოგიური პროცედურები. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

პოზიტიური დღეა: „კირჩხიბებისთვის“, „თხის რქებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „ლომებისთვის“, „სასწორებისთვის“.

ოთხშაბათი

კარგია კონტაქტები. ნუ განმარტოვდებით. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ყავისფერი, „ბეჟი“, ოქროსფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ცირკონი, ამეთვისტო, ობსიდიანი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. აკონტროლეთ ემოციები, ნუ გადაიტვირთებით. შეიძლება ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტა, მოგზაურობა, სარემონტო-სამშენებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ვაჭრობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: „ქალწულებისთვის“, „მორიელებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „ვერძებისთვის“, „ტყუპებისთვის“.

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღეა

აქტიური მოქმედების დღეა. ხელს უწყობს საქორწინო საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებას, საქმიან კონტაქტებს, სამეცნიერო კვლევას. ატარეთ თეთრი, იასამნისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი ან ვარდისფერი ტანსაცმელი; ქვებიდან კი – ოპალი, ამეთვისტო, თეთრი აქატი, საფირონი, აქვამარინი ან ცირკონი. აკონტროლეთ ემოციები. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით. არ ვარგა ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფლის შეცვლა, ფულის ვალად აღება, დიეტის დაწყება, გართობა. სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: „ლომებისთვის“, „სასწორებისთვის“, „მშვილდოსნებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „კუროებისთვის“, „კირჩხიბებისთვის“, „თხის რქებისთვის“.

პარასკევი

ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას, ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ნუ აიღებთ ფულს ვალად. იყავით ობიექტური, აკონტროლეთ ილუზიები, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, გადაწყვიტეთ ფინანსური საკითხები, შეაჯამეთ შედეგები. ნუ იზარმაცებთ. ატარეთ ფირუზისფერი, იასამნისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი ან ვარდისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ლაბრადორი, ონიქსი, მწვანე ძოწი, აქატი, ქრიზოლითი ან ქალცედონი. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სახლის მშენებლობა, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება, გართობა, ადგილსამყოფლის შეცვლა. სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, სისხლძარღვები, ფეხის კუნთები, ჯირკვლები.

პოზიტიური დღეა: „ვერძებისთვის“, „ტყუპებისთვის“, „მერწყულებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „ქალწულებისთვის“, „მორიელებისთვის“, „თევზებისთვის“.

შაბათი

გეომაგნიტურია დღის მეორე ნახევარი

თვითშემეცნების დღეა. ადვილად შეიძლება ძველი პრობლემების მოგვარება. აკონტროლეთ ემოციები. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სასიყვარულო კავშირი, მოგზაურობა, იურისტებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, კონტრაქტების დადება, მოსამზადებელი სამუშაოები. ატარეთ: იისფერი, მწვანე, ლურჯი ან ვერცხლისფერი სამოსი; ქვებიდან კი – წითელი იასპი, მთის ბროლი, ამეთვისტო, გიშერი ან მარჯანი. დაიცავით სიმშვიდე, დაეყრდენით გამოცდილებას, მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. სუსტდება ფეხის ტერფები, ნერვული სისტემა, კანი, ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: „კირჩხიბებისთვის“, „თხის რქებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „ლომებისთვის“, „სასწორებისთვის“.

კვირა

გეომაგნიტური დღეა

მოიმატებს აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, სულსწრაფობა, უყაირათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მოგზაურობა, სამართლიანობის დაცვა, კაპიტალდაბანდება, სასიყვარულო კონტაქტები. არ ვარგა მხედველობის დაძაბვა. ატარეთ მწვანე, ლურჯი, ღია იისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ობსიდიანი, ავანტიურინი, ალექსანდრიტი, ცირკონი ან მარგალიტი. შეიძლება, საოჯახო პრობლემების გადაწყვეტა. სუსტდება ნერვული სისტემა, კანი, ფეხის ტერფები, ლიმფური სისტემა, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: „ქალწულებისთვის“, „თევზებისთვის“.

ნეგატიური დღეა: „ვერძებისთვის“, „მერწყულებისთვის“.

скачать dle 11.3