კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს მილიარდერს და „ეფლის” მფლობელს სტივ ჯობსს სომეხ ემიგრანტებთან და რატომაა მისი ხელფასი რეკორდული

კომპანია „ეფლის” დამაარსებელი სტივ ჯობსი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. თავის დროზე, მან არაფრისგან შექმნა კომპანია, რომელიც დღეისთვის მოწინავე პოზიციებს იკავებს კომპიუტერული ბიზნესის სფეროში. სტივ ჯობსის გენიალურობაში, რომ დარწმუნდეთ, აუცილებელია, მის ბიოგრაფიას გაეცნოთ, რომელიც მრავალ არაჩვეულებრივ ფაქტს მოიცავს. აქვე, დავამატებთ, რომ „ფორბსის” 2010 წლის მილიარდერთა ყოველწლიურ რეიტინგში სტივ ჯობსს, 5,5 მილიარდი ამერიკული დოლარით, 136-ე ადგილი უკავია.

* „ეფლის” დამფუძნებელი გინესის რეკორდების წიგნის რეკორდსმენია, იმის გამო, რომ მსოფლიოში ყველაზე დაბალი ოფიციალური ხელფასი აქვს. სტივ ჯობსის წლიური ანაზღაურება ოფიციალური დოკუმენტაციით 1 ამერიკული დოლარია.

* სტივ ჯობსი ყოველთვის გამოირჩეოდა თვითდაჯერებულობით. 12 წლის ასაკში სტივს დაუმთავრდა რადიოდეტალები, მან უილიამ ჰიულეტს (სწორედ იმას „ჰიულეტ-პაკარდიდან”) დაურეკა და საჭირო დეტალებზე გაესაუბრა; „გამარჯობა, ჩემი სახელია სტივ ჯობსი და მე მაინტერესბს, გაქვთ თუ არა ელექტრონული დეტალები, რომლებიც მჭირდება სიხშირეების მრიცხველის ასაწყობად”. ჰიულეტმა მოუსმინა სტივს, გაუგზავნა საჭირო დეტალები და საზაფხულო არდადეგებზე თავისთან მიიწვია სამუშაოდ. სწორედ „ჰიულეტ-პაკარდში” მუშაობის დროს გაიცნო სტივ ჯობსმა თავისი მომავალი პარტნიორი – სტივ ვოზნიაკი.

* „ეფლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში სტივ ჯობსმა შეიტანა განაცხადი „ნასაში”, კოსმოსურ ხომალდ „ჩელენჯერით” კოსმოსში გაფრენაზე. სტივი უარით გაისტუმრეს, უცნობია რის გამო, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1986 წლის 23 იანვარს, აფრენიდან 73-ე წამზე „ჩელენჯერი” აფეთქდა და ბორტზე მყოფი კოსმონავტები დაიღუპნენ.

* 1974 წელს სტივ ჯობსი სამუშაოდ მოეწყო ფირმა „ატარიში”, რომლის დირექტორს ინდოეთში მგზავრობის ხარჯების დაფარვა სთხოვა. ინდოეთში ჩასულმა ჯობსმა ყველა თავისი ნივთი და ტანსაცმელი ღარიბულ ძონძებზე გადაცვალა და პილიგრიმობას მიჰყო ხელი. ინდოეთში მგზავრობამ დიდი გავლენა იქონია ჯობსის მსოფლმხედველობაზე. ამით მას სურდა ენახა, თუ როგორია სიღარიბეში ცხოვრება.

* კომპანიის სახელწოდება „ეფლ” სტივ ჯობსის მოფიქრებულია. მას სურდა პროვოკაციული სახელწოდების არჩევა (იმ პერიოდში არსებობდა ხმის ჩამწერი სტუდია ანალოგიური სახელწოდებით), რათა საანბანო სიებში (პრაისებსა და სატელეფონო ცნობარებში) კონკურენტ კომპანია „ატარის” წინ აღმოჩენილიყო.

* 1983 წელს სტივ ჯობსმა დაარწმუნა ჯონ სკალი, რათა ეს უკანასკნელი „პეპსი-კოლადან” „ეფლში” გადმოსულიყო სამუშაოდ. მოგვიანებით, მათ შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ჯობსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა „ეფლი” და ჩამოშორებოდა კომპანიის საქმეებს.

* სტივ ჯობსი „ბითლზის” შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. გარდა ამისა, მას კლასიკური მუსიკაც იტაცებს – განსაკუთრებით იოჰან სებასტიან ბახი. ასევე, ყურადღებას აქცევს ბარბარა სტრეიზანდის შემოქმედებას, ხშირად ესწრება მის კონცერტებს და აკეთებს მისი ჩანაწერების კოლექციას.

* სტივ ჯობსს უყვარს მოგზაურობა და გასეირნება ველოსიპედით. იგი არის დენ-ბუდიზმის მიმდევარი.

* სტივ ჯობსი მართავს ავტომობილს („მერსედეს სლ55 ამგ“) სანომრე ნიშნების გარეშე და მანქანას მუდამ ინვალიდებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე აჩერებს. ამბობენ, სანომრე ნიშნების ნაცვლად, სტივ ჯობსს ავტომობილზე შტრიხ-კოდი აწერიაო. სანომრე ნიშნების გარეშე ავტომობილის მართვა ამერიკაში 250 დოლარით ჯარიმდება.

* სტივ ჯობსი მუდამ ერთი და იგივე ტანსაცმელით ჩნდება საზოგადოებაში. ესაა – „ნიუ ბალანსის” სპორტული ფეხსაცმელი, „ლევისის” ჯინსი და შავი ფერის „როლინგსტონი”.

* სტივ ჯობსის პირველი შვილი – ლიზა ნიკოლი 1978 წლის 17 მაისს დაიბადა. ბავშვი კერი ენთან ხანმოკლე რომანის შედეგი იყო და ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სტივი უარს აცხადებდა მამობის აღიარებაზე. მიუხედავად ამისა, ჯობსმა თავის ერთ-ერთ პროექტს კოდური სახელწოდება „ლიზა” უწოდა.

* რატომ „მაკინტოში”? – ეს არის სტივ ჯობსის საყვარელი ვაშლის ჯიში. საინტერესოა, რომ დოკუმენტში ამ სახელის ჩაწერის დროს ჯობსს შეცდომა მოუვიდა. დროთა განმავლობაში კი, საზოგადოებას ვაშლი კი არ ერეოდა პროექტში, არამედ პროექტი – ვაშლში.

* სტივ ჯობსი მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გამოცემის ვერსიით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საძულველი დირექტორი გახლდათ პლანეტის ყველაზე წარმატებული კომპანიების დირექტორებს შორის.

* „ეფლის” პირველი პერსონალური კომპიუტერი „ეფლ I”, რომელიც საზოგადოებას წარუდგინეს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა, 666 დოლარი და 66 ცენტი ღირდა. 2010 წლის 24 ნოემბერს ეს კომპიუტერი „კრისტის” აუქციონზე იტალიელმა კოლექციონერმა მარკო ბოლიონემ 174 ათას დოლარად შეიძინა.

* სტივ ჯობსი ნაშვილებია. ქალი, რომელმაც ის გაზარდა, წარმოშობით სომეხი ემიგრანტების შვილი, ნიუ-იორკში დაბადებული კლარა აკოპიანია. ხოლო მისი დიდი ბაბუა, ბიოლოგიური დედის მხრიდან წარმოშობით რუსეთიდან იყო.

* სტივ ჯობსი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციის მსხვერპლი. გავლენიანმა და ავტორიტეტულმა საინფორმაციო სააგენტოებმა რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

* 2004 წელს სტივ ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო აღმოუჩინეს, თუმცა წარმატებული მკურნალობის კურსის შედეგად იგი სრულად განიკურნა.

* 2010 წლის პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში სტივ ჯობსი მე-17 პოზიციას იკავებს. იგი უსწრებს რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს და გაეროს გენერალურ მდივანს, პან გი მუნს.

* სტივ ჯობსი „აიფონ 4-ის” ცაცია მფლობელებს, მოუწოდებს, რომ ტელეფონის ხმარებას მარჯვენა ხელით დაეჩვიონ, რადგან მარცხენა ხელში დაჭერისას, თითები ანტენებს ეხებიან და ზღუდავენ სიგნალების მიღებას, რაც უმეტეს შემთხვევაში, ართულებს „აიფონის” გამართულ მუშაობას.


скачать dle 11.3