კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: როდესაც ავტომობილში ვრთავ ღუმელს, ის ცხელ ჰაერს არ უბერავს და ვერ ათბობს სალონს, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ შემთხვევაში აუცილებელია, გაგრილების სისტემაში სითხის ტემპერატურა გაცხელდეს მისთვის საჭირო 80-დან 95 გრადუსამდე, რომლის გაცხელებაც ზამთრის პირობებში დამოკიდებულია თერმოსტატზე, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის გაცხელებას შესაბამის ტემპერატურაზე. ამ ტემპერატურის მიღწევის შემდეგ ხსნის დიაფრაგმას და იწყებს გაგრილების სისტემაში მთლიანად ცირკულაციას. თუ თერმოსტატი გამოსულია მწყობრიდან, მაშინ ძრავა დაქოქვისთანავე იწყებს სითხის მთლიან სისტემაში ამოძრავებას და ვერ ახერხებს მის საჭირო ტემპერატურამდე აღწევას, რის გამოც გამთბობი მოწყობილობა უბერავს გრილ ჰაერს და ვერ ათბობს სალონს. ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ, თუ ძრავა მოცემულ ტემპერატურამდე არ ცხელდება, ეს იწვევს მის არასწორ მუშაობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოველივე ეს შესაძლებელია, გამოწვეული იყოს გაგრილების სისტემაში სითხის სიმცირით და, თუ შორ მანძილზე არ მივდივართ, ზამთრის პირობებში, შეიძლება ვერც კი გავიგოთ, აკლია თუ არა სისტემას სითხე. ვინაიდან არ მოხდება სითხის გაცხელება იმ ტემპერატურამდე და ასევე, გადაცილება გარკვეულ ზღვარზე, რომელიც გვამცნობს მასში სითხის ნაკლებობას.

კითხვა: ხშირად მინახავს რუსეთში და სხვა ცივ ქვეყნებში, როგორ ათბობენ სპეციალური დანადგარებით ავზს. შეიძლება თუ არა ამ გზით გაყინული საწვავის გათბობა?

პასუხი: თქვენ არასწორად გახსოვთ, რადგან საწვავის ავზის გათბობა, როდესაც მასში დიზელი ასხია, შეუძლებელია. გახსოვდეთ, რომ, თუ ყინვაა და ავტომობილს ვერ ვქოქავთ, ალით მისი გათბობა დაუშვებელია, რადგან დიზელის საწვავს ნაპერწკალი არ სჭირდება, ის სიმხურვალით ფეთქდება, ანუ, გამთბარი ბაკი ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, ის შეგიძლიათ, ავტოფარეხში დაყენებით და სხვა მსგავსი ხერხით გაალღოთ. რუსეთსა და სხვა ცივ ქვეყნებში კი აცხელებდნენ კარტერის მხრიდან ძრავას ქვედა ნაწილს, ვინაიდან რუსული ზეთი, მით უმეტეს ადრე, ძალიან სქელი იყო. ყინვის დროს ის ძალიან სქელდებოდა და შეუძლებელი იყო, რომ სტარტერი, აკუმულატორი მის დატრიალებას მორეოდა. ამიტომ, ისინი სწორედ ზეთს ალღობდნენ. ჩვენთან ასეთი ყინვები არაა, მაგრამ, თუ მსგავსი რამ მოხდა, მინდა, აქედანვე გირჩიოთ: ნუ გამოიყენებთ იაფფასიან, დაბალი ხარისხის ზეთს, რადგან, შესაძლოა, მან პრობლემები შეგიქმნათ. მაღალი ხარისხის ზეთი კი თავის სისქეს ნებისმიერ ამინდში ინარჩუნებს.


скачать dle 11.3