კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რაზე „შებრდღვნა“ შეუძლია გია ცინაძეს და რის საჭიროებას ვერ ხედავს ლალი მოროშკინა

„კოდის“ გამარჯვებისთვის ლალი მოროშკინა და გია ცინაძე უამრავ ექსტრემალურ, უცნაურ, საკმაოდ სარისკო დავალებებს ასრულებენ. ამ პროექტში გია ცინაძის ნახვა, არავის გაჰკვირვებია, აი, ლალი მოროშკინამ კი ნამდვილად დაამტკიცა, რომ ორმოცი წლის ასაკშიც, შესაძლებელია მსგავს ექსპერიმენტზე წასვლა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გია ცინაძე

– ყოველთვის ძალიან გაპრანჭული და ლამაზი ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით. ეს რატომ ხდება, იცოდი რომ უნდა შემხვედროდი და საგანგებოდ გამოიპრანჭე?

– შენ რომ უნდა შეგხვედროდი, ერთი საათის წინ გავიგე და პირდაპირ სამსახურიდან გამოვიქეცი, როგორც იქ ვიყავი ისე. ასე რომ, შენთვის ვერ გამოვიპრანჭებოდი.

– აბა, შენს ცხოვრებაში ხდება რაღაც ახალი და იმიტომ გამოიყურები ასე?

– ჩემს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო სულ ხდება, გააჩნია შენ რა გაინტერესებს?

– ყოველთვის მომხიბვლელად და ენერგიულად გამოიყურები. შეიძლება, თვალები ცოტა დაღლილი გაქვს, მაგრამ სხივი ყოველთვის ჩანს. თან, ძალიან მიხარია, რომ ახლა ის მძივი გიკეთია, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქე. მით უმეტეს, თუ არ იცოდი, რომ ინტერვიუ დღეს უნდა ყოფილიყო. ეს ნიშნავს, რომ მოგწონს და იყენებ.

– მართლა არ ვიცოდი, თუ დღეს გნახავდი.

– არადა, შენი ადამიანობის მაგრად მჯერა და ზუსტად მგონია, რომ ამიტომ გაიკეთე. არა, ეს რაღაცას კი არ ნიშნავს, სუფთა მეგობრული ჟესტია.

– არა ცდები. პირდაპირ ინსტიტუტიდან მოვედი. უბრალოდ, მართლა მომწონს ეს ნივთი და ხშირად ვიყენებ.

– ლალიზე ძალიან ბევრი რაღაც იციან, მაგრამ ვიცი, რომ პროფესიონალი, ნიჭიერი და საოცრად განათლებული მასწავლებელი ხარ. ისე, პროექტის განმავლობაშიც პედაგოგიურ თვისებებს ხშირად იყენებდა მათთან, ვისაც ეს სჭირდებოდა. შენც ატარებდი ლექციებს და საერთოდ ყველა ვატარებთ ცხოვრებაში ლექციებს. თუ საჭირო გახდა, მეც მოვისმენ, არ მაქვს არანაირი პრობლება. ერთი სიტყვით, მომიყევი, შენ, პედაგოგ ლალი მოროშკინას რას გაძლევს სტუდენტებთან ურთიერთობა?

– უდიდეს სტიმულს. ვგიჟდები ისე მიხარია, როდესაც მათ ანთებულ, აზრიან თვალებს ვუყურებ, როცა ზუსტად ხვდებიან, რას ვეუბნები, შესაბამისად იქცევიან და საუბრობენ. ამ დროს ვხვდები, რომ სწორად ავირჩიე პროფესია. ხშირად მეკითხებიან – რატომ აღარ ვჩანვარ ეკრანზე. ამ დროს ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია აღვზარდო ის თაობა, რომელიც შემდეგ ეკრანზე იქნება. სულ არ არის საჭირო, რომ ორმოცი წელი გაკვეხებული იყო ტელევიზორში, მეტს არაფერს აკეთებდე და ვიღაცას აფიქრებინებდე, როდის წავაო. უმჯობესია რაღაც მომენტში შენი ცოდნა გაუზიარო სხვას...

– თუმცა კამერის უკმარისობაც არ გაქვს, ამას ყოველდღე ვხედავთ.

– რა თქმა უნდა. ჟურნალისტის პრინციპია იყოს მედიატორი და არა მთავარი მოქმედი პირი. ამ შემთხვევაში მირჩევნია მიწვეული სტუმარი და მთავარი მოქმედი პირი ვიყო, ვიდრე მედიატორი. ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე ასე მირჩევნია.

– მომწონს ეს ყველაფერი და გამიხარდება თუ ბევრი თანამოაზრე გაგიჩნდება. ერისთვის ძალიან კარგია, თუ მსგავს სასწავლებლებში შენი აზროვნების პედაგოგები იქნებიან. მხოლოდ პროფესიული კუთხით არ ვამბობ, ზოგადად, მსოფლმხედველობა ბევრად გაუთანამედროვდებათ თუკი ლალი მასწავლებელს კარგად მოუსმენენ, ვიდრე ეს ქეთინო მასწავლებლის მოსმენის დროს მოხდებოდა.

– მინდა გითხრა, რომ მასწავლებელოთი არ მომმართავენ. სულ არის ამაზე მსჯელობა – რა დაგიძახოთ. დამიძახეთ სახელი და მეტი არაფერი, ჩვენ მეგობრები ვართ და არ არის საჭირო, ზედმეტი ოფიციალურობა-მეთქი.

– ვიცი, შენი დამოკიდებულება და აზრი იმ პროექტთან დაკავშირებით, სადაც ერთად ვიყავით. ახლა რას ფიქრობ იმ წარსულზე, იმ ერთ თვეზე, როდესაც იქ ვიყავით?

– ახლა ცოტა გული მწყდება. შეიძლება, მონაწილე რომ ვიყავი, იმიტომ მაქვს ეს განცდა. ის ერთი თვე, რომელიც საოცრად აქტიური, ემოციური და დატვირთული იყო, ეკრანზე ცოტა ნაკლებად ჩანს. შესაძლოა, ეს განცდა იმიტომ მაქვს, რომ მთელი ეს ამბები მე გადამხდა და იმ წუთას უფრო მეტი სიმძაფრე იყო. როგორ საოცარ ადგილებში ვიყავით და რა მაგარი რაღაცეები გადავიტანეთ, შენც გადასარევად იცი. მაგრამ, მაინც მგონია, რომ მთელი სიმძაფრით არ ჩანს ის ყველაფერი, რაც იმ ერთი თვის განმავლობაში მოხდა. არის მომენტები, როდესაც იქ რაღაც ხდებოდა და სამწუხაროდ, ალბათ, ტექნიკური მიზეზების გამო, ფილმში არ მოხდა. ამას წინათ სცენა იყო, სადაც კოდის ხიდთან მიწა ჩამომეშალა. კადრში მხოლოდ ჩემი ხმა ისმის – ვაიმე-მეთქი, რომ დავიძახე და არ ჩანს, როგორ გადავრჩი, როგორ ჩამოვვარდი და მდინარის ახლო-მახლო ვკონწიალობდი. მაგრამ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს, წინ კიდევ უამრავი საინტერესო და დაძაბული თავგადასავალია და იმედი მაქვს, უფრო მეტად დაიძაბება და დაიტვირთება ფილმებიც. მაყურებელიც იგრძნობს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ განვიცდიდით.

– კარგი, ახლა მითხარი, ამ დღეებში რით ხარ დაკავებული, ვიცი, რომ შენთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და რატომ იღებავ თმას ყოველდღე?

– (იცინიან) ბეწვზე მუშაობისას მივხვდი, რომ ღია ფერის თმაში ჩემს ერთ-ერთ ქურქს დავემსგავსე. სასწრაფოდ გადავიღებე, რადგან იმ ფერის თმა მქონდა, რა ფერიც ტანზე მეცვა. ასე რომ, რადიკალურ ზომებს მივმართე. როგორც იქნა, შევქმენი ახალი ქართული ბრენდი. ბეწვის სამოსს ვქმნი, რაზეც უამრავი ადამიანია დაკავებული და პროდუქტს აწერია – „დამზადებულია საქართველოში.“ ეს არ არის სამოსი მხოლოდ მდიდარი ქალბატონებისთვის, სტუდენტებსაც კი შეუძლიათ, შეიძინონ. იქნება დაბალი ფასები და გემოვნებიანი სამოსი. ბეწვი საკმაოდ ძვირად ღირებულია და მინდა, რომ ყველაფერი ლამაზად გამოჩნდეს.

– შენი საყვარელი შვილი, გიორგი, როგორ არის, რომელიც ძალიან მიყვარს? სულ რაღაც ერთხელ ვნახე, ცოცხალი და ენერგიული ბავშვია. მომენატრა და მომიკითხე.

– სიმართლე გითხრა, მეც ძალიან იშვიათად ვნახულობ. სახლიდან გავდივართ ერთად და ვტოვებ სკოლაში. როდესაც სახლში ვბრუნდები, მას უკვე სძინავს. ბავშვები ძალიან მძიმე რეჟიმში მყავს, უდედობას განიცდიან. მგონი, „კოდში“ რომ ვიყავი, უფრო კმაყოფილები იყვნენ. უფროსი უკვე ტელევიზიაში მუშაობს, ჩვენი „კასტის“ წევრია. მართალია, სულ აპროტესტებდა ამას, მაგრამ ტელევიზიას მაინც შეეხო. პატარაზე კი დიდ იმედებს ვამყარებთ, ამ დროისთვის შესაბამისობაში მოსული ყმაწვილია, სრული ადაპტაცია აქვს.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლალი მოროშკინა

– დავიწყებ იმით, რომ შენზე ინფორმაცია და შენი ფოტოები ახალ ზელანდიაში გავგზავნე. არსებობს ასეთი ადამიანი, თემურ წიკლაური, რომელიც ახალი ზელანდიის მკვიდრია, ბავშვობიდან წავიდა იქ და დღემდე ცხოვრობს. დაამთავრა სარეჟისორო ფაკულტეტი და მოუნდა სამშობლოში დაბრუნება, ოცი წლის შემდეგ. თან, ფილმის გადაღებას აპირებს. მთხოვა, რომ პროდიუსინგი გავუწიო მის ახალ ფილმს, რომლის სამუშაო სახელწოდებაცაა „თამადა“. ეს იქნება ქართულ-ზელანდიური ამბავი.

– თამადის როლზე არ გამოვდგები, მინდა გითხრა.

– ფილმის გმირი ჩამოდის ახალი ზელანდიიდან და უცებ ხვდება იმ ტრადიციების ქვეყანაში, რომლის გაგებაშიც არ არის. ფილმში ბევრი იუმორი იქნება. მან მთხოვა, რამდენიმე ისეთი ადამიანის შესახებ მეთქვა, რომელიც არაორდინალურია და შეიძლება, უცხოელს ჰგავდეს, უფრო ევროპული ყაიდის იყოსო. მაშინვე, რატომღაც, ცინაძის კანდიდატურა წამომიტივტივდა.

– ხედავ, ჩემი აგენტობაც დაიწყე. ოღონდ, ხელფასს ვერ გადაგიხდი ჯერჯერობით. თუ ისინი კარგად გადამიხდიან, მერე მოგცემ.

– არა უშავს. თავად მოგცემ, თუ გინდა. (იცინიან) მგონი, არ იქნება ურიგო, რომ საქართველოს კინემატოგრაფს გასცდე.

– არ ვიცი, დამაინტერესონ ჯერ და მერე ვნახოთ. შენს მონდომებას და სურვილს ვაფასებ, ხომ იცი. მაგრამ, საინტერესოა, როგორი ფილმია, კარგად უნდა ჩავიხედო.

– მგონია, რომ შენს შესაძლებლობებში, აქ მაინც იზღუდები.

– ასე არ მიმაჩნია. შეიძლება, ზოგადად, საქართველოში ყველა ამას ვაკეთებთ, ვერ გავდივართ გარეთ, თუ ამას გულისხმობ. მაგრამ, კონკრეტულად, არაფერში ვიზღუდები და სრულფასოვნად ვიხარჯები აქ.

– ყველაფერში გახსნილი ხარ? რაში არ იზღუდები კონკრეტულად. პროფესიულ ზრდაში არ იზღუდები?

– რა თქმა უნდა, არ ვიზღუდები. რა სახის წინადადება და შემოთავაზებაც არ უნდა იყოს, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, ყველაფერს გავაკეთებ, თან, საკმაოდ მაღალხარისხიანად.

– ამას არ ვგულისხმობდი. მაგალითად, რითი ხარ დაკავებული?

– ვიტყოდი, ჟურნალში რომ არ ვიყოთ ინტერვიუზე (იცინიან). მესმის, რისი თქმაც გინდა. კი ამწუთას კონკრეტული სამუშაო არ მაქვს, მაგრამ ეს მსახიობის ცხოვრებაა. რაღაც პროექტი მთავრდება და მეორე ორ დღეში არ იწყება. ჩვენი კომპანია ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობს, უამრავი ჯანმრთელი იდეა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რაღაცას გავაკეთებთ. უახლოეს მომავალში იმდენად მასშტაბური პროექტები გვაქვს გასაკეთებელი, რომ ახალი ზელანდიელებისთვის შეიძლება, არც კი მეცალოს.

– რას ლაპარაკობ?! ანუ მოლოდინის რეჟიმში აღარ ხარ. გავარკვიეთ, რომ ყველაფერი კარგად გაქვს და დავიწყო სხვა კანდიდატურებზე ფიქრი.

– არა, იყოს ესეც. ფული თუ ვიშოვეთ, გავიყოთ (იცინის).

– ცინაძე, ხომ ძალიან კარგად გიცნობ. რაც არ უნდა გკითხონ, მანია გაქვს, რომ ყველაფერი ამოატრიალო, ზურგზე გაიდო, მერე ჩამოიღო მხრიდან და საოცრება დაატრიალო.

– ხომ მაგიტომ გიყვარვარ მერე შენც?!

– სულ არ მიყვარხარ (იცინიან). უბრალოდ, შეკითხვას გისვამ. ადამიანებისთვის თეთრი თეთრია, შავი – შავია, შენთვის სულ სხვადასხვა ფერებია. მოკლედ, აქ კარგად გრძნობ თავს.

– სულ რომ ტიტველი და შიშველი მომიწიოს აქ სირბილი, მაინც ბედნიერი ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ზოგზოგიერთებივით, ამ ქვეყნიდან წასვლა არ მინდა. თუ კარგად ყოფნაში გულისხმობთ, რომ ბევრი ფული უნდა გქონდეს და სხვაგან იყო, მარტო ფულში ხომ არ არის ბედნიერება, არა?! რომ არ მქონდეს იმის იმედი, ჩემს ქვეყანაში არ მექნება საქმე, ვერ ვიქნები რეალიზებული და არ მექნება შესაბამისი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ძალიან პესიმისტურად განწყობილი ვიქნები. ახლა ასე არ ვარ და ესე იგი, ოპტიმიზმის საფუძველიც მაქვს.

– რაღაც ზეოპტიმისტური მეჩვენები დღეს, რაშია საქმე?

– ზეოპტიმისტი რომ არა, მაშინ კუანა პესიმისტი უნდა ვიყო და ეს არ იქნება კარგი. როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში, ძლიერ ადამიანად ჩავითვალო. ოპტიმიზმი სულ მქონდა, ახლა რატომ ხარ მაინცდამაინც გაკვირვებული, არ მესმის. ეტყობა, ასეთ თემებზე, კონკრეტულად პროფესიაზე, არ გვისაუბრია.

– პროფესია და პირადი ცხოვრება, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. კარგი, მოდი, ამაზეც ვისაუბროთ. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– გააჩნია, რომელ დღეს მეკითხები (იცინიან).

– აჰა, ესე იგი, ყოველდღე ახალ-ახალი ხდება? გუშინ, მაგალითად...

– ისეთი საინტერესო და განსაკუთრებული არაფერი. ყოველ შემთხვევაში, ის ამბავი არ ხდება, რომელიც თავს დამაკარგვინებს – რა დროსაც ბედნიერი ვარ. ანუ, ამ ტიპის ამბავი არ არის, თორემ ისე, რაღაც სულ ხდება. მყავს ბევრი კარგი მეგობარი, ვის გვერდითაც თავს კარგად ვგრძნობ. პირად ცხოვრებაში, ჩემს სასიყვარულო ისტორიას თუ გულისხმობ, ეგეთი არაფერი ხდება. ამ ჯერზე ჩემი გული თავისუფალია, თორემ დანარჩენი, ყველაფერი თავის ადგილზეა – მაგარი ჯანმრთელი ვარ.

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩემს სტუდენტებს ჰქონდათ ასეთი შეკითხვა და გავახმოვანებ. სპორტის რაიმე სახეობით დაკავებული ხარ?

– არა. არასდროს ვყოფილვარ სპორტით დაკავებული.

– ესე იგი, გიჟი ხარ. ადამიანი, რომელსაც არ უვარჯიშია და შეუძლია შეებრდღვნას კლდეს, ის გიჟია.

– რა თქმა უნდა, გიჟი ვარ. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი „ჭკვიანი“ ადამიანი რომ არის, იმიტომ არის ხალხის საქმე ძალიან ცუდად. მთლად ისეც არ ვარ, რომ სულ არ ვიცი, იმ პირობებს როგორ ავიტან და მსგავს თავგადასავალზე მივდივარ. ბავშვობაში მთაში მივლია, რაღაც გამოცდილება მაქვს. მაგრამ, ბოლოს თხუთმეტი წლის ასაკში ვიყავი. იცი, რა? მაინც მგონია, მთავარია, არ შეგეშინდეს რაღაცის გაკეთება, თორემ ამერიკული ფეხბურთიც არ მითამაშია, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვითამაშებ, თუ ამის საშუალებას მომცემ.

– ნანობ თუ არა, რომ პროექტში მიიღე მონაწილეობა?

– არავითარ შემთხვევაში. სულ რომ ყველა კასეტა გაფუჭებულიყო და საერთოდ ვერ გასულიყო ეს პროექტი ეთერში, მაინც არ ვინანებდი. წავედი იქ იმისთვის, რომ ეს ერთი თვე ზუსტად ისე მომეწყო ჩემი თავისთვის, რაც იქ მოხდა.

– ის, რომ ყველაზე აქტიური და გახსნილი ხარ, იქიდან ხომ არ მომდინარეობს, რომ ერთადერთი უცოლო იყავი იქ მყოფ მამაკაცებს შორის? სულ მგონია, რომ სხვისი თვალით უყურებენ იქ, რაც ხდება და რაღაცეებში იზღუდებიან.

– არ მგონია. ცოლი რომ მყავდეს, აბსოლუტურად იგივენაირად გახსნილი ვიქნებოდი. ის კონკრეტული ადამიანი, იმიტომ იქნებოდა ჩემი ცოლი, რომ თავიდან ბოლომდე ექნებოდა ჩემი ნდობა და ეკრანზეც ისევ მე დამინახავდა – იმ ადამიანს, რომელსაც იცნობს.

– რომ მოიგო, იმ თანხით რას იზამ? და საერთოდ ახალ წელს რას აპირებ?

– არ ვიცი. მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სიამოვნება მივიღო ყველაფერ იმაში რისი ფანტაზიაც თავში მომივა. ახალ წელს კი ვაპირებ გართობას. სულ რომ „ლაივი“ დაემთხვას, მაინც გავერთობი, დავლევ და იქაც ნასვამი ვიქნები.


скачать dle 11.3