კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: საჭიროა თუ არა ღამით სახეზე მკვებავის გარდა სხვა კრემის წასმა?

პასუხი: სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ღამის პერიოდში ეპიდერმისის უჯრედები განსაკუთრებით აქტიურდებიან და უკეთ ითვისებენ სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომ, გვირჩევენ, რომ ყოველ საღამოს, კანის გაწმენდის შემდეგ, სასურველია, გავიკეთოთ მსუბუქი პილინგი ან წავისვათ აღმდგენი კრემი. უკვე დილით შედეგი თვალსაჩინო იქნება.

კითხვა: პრობლემური კანისთვის რომელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას მირჩევთ?

პასუხი: საერთოდ, პრობლემური კანის მოვლის საშუალებები უნდა დაგინიშნოთ კოსმეტოლოგმა ან დერმატოლოგმა, რომელიც პირადად გნახავთ და შეისწავლის თქვენი კანის მდგომარეობას. ზოგადად კი, შეგვიძლია, გირჩიოთ სპეციალური ჰიპოალერგენული საშუალებები, რომლებიც კანის ფორებს ავიწროებს.

კითხვა: ვარ ასაკოვანი ქალბატონი. შესაბამისად, ჩემს სახის კანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. კონკრეტულად რას მირჩევთ?

პასუხი: ასაკის მატებასთან ერთად, კანი კარგავს ტენიანობას და, შესაბამისად, ელასტიკურობასაც. ამიტომ, აუცილებელია, ჩვეულებრივი მოვლის პარალელურად, გამოიყენოთ კანის დაბერების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებშიც შედის კოლაგენი. ძალიან კარგ შედეგს იძლევა კრემები ლიფტინგის ეფექტით.

კითხვა: ისეთი სამსახური მაქვს, მთელი დღის განმავლობაში, ძირითადად, ფიზიკური სამუშაოს შესრულება მიწევს, საღამოს კი სახის კანი ძალიან მოშვებული, დაღლილი და მობერებული მაქვს. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ კანი გამოვიცოცხლო?

პასუხი: თქვენი მთავარი მშველელი სწორად შერჩეული მკვებავია, მერე კი – აუცილებელია, მოიწესრიგოთ ძილი. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ, უნდა იძინოთ მინიმუმ 8 საათი, რომ კანმაც დაისვენოს და აღდგენითი პროცესი დაჩქარდეს. კარგი შედეგი აქვს, თუ დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვამთ პიტნის ან გვირილის ყინულის კუბიკებს.


скачать dle 11.3