კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექსუალურობის რა ელემენტები შეიტანა დათუნა სულიკაშვილმა ზამთრის კოლექციაში

თბილისის მოდის კვირეული დატვირთული იყო კლასიკური, საოცრად ქალური და ნაზი კოლექციებით. ერთ-ერთი მათგანი უპირობოდ იყო დათუნა სულიკაშვილის კოლექცია. მისი დანახული ქალიც პირდაპირ მზად იყო იმისთვის, რომ „ანსამბლის“ სახით ჩაეცვა მისი შექმნილი სამოსი და თბილისში თუ ნებისმიერ ევროპულ ქალაქში თავი გამორჩეულად და განსხვავებულად ეგრძნო. ჩვენების პირველი მარგალიტი თაკო ჩხეიძე იყო, რომლის ტანზე მორგებული ბაცი კრემისფერი ჟილეტი და ჟილეტზე ოდნავ მუქი კრემისფერი აბრეშუმის ქვედაბოლო საოცრად უხდებოდა შამოდგომის მიწურულს, რომლის იმიტაციაც პოდიუმზე მიმობნეული ყვითელი ფოთლებით იყო შექმნილი. აღსანიშნავია, რომ დათუნასთვისაც ყველაზე აქტუალურია კრემისფერი, შავი, თეთრი და ვარდისფერი. თუმცა, არ მგონია, ეს სეზონის აქტუალობიდან მომდინარეობდეს, რადგან წლების განმავლობაში დიზაინერი ამ ფერებს არ ღალატობს. ოთხი ფერით შექმნილი კოლექცია საოცრად მრავალფეროვანი იყო, რომელსაც გადასარევად გამოიყენებთ ცივ ზამთარშიც. საკმაოდ თბილი, სქელი შარვლები და პიჯაკები, იმ შემთხვევაში, თუ მანქანით მგზავრობთ, პალტოსაც კი შეგიცვლით, თუმცა, ჟილეტები, რომლებიც დიზაინერმა შიშველ სხეულზე მოარგო მოდელებს, ნამდვილად არ გამოდგება ყოველდღიურ ცხოვრებაში და თავად მოგიწევთ შეუხამოთ მას ლამაზი ბლუზა ან თხელი პერანგი.

დიზაინერმა განსაკუთრებული დატვირთვა გააკეთა აქსესუარებზე: კოლექციის ძალიან ბევრ მოდელს კრემისფერი ხელთათმანები და დაწნული ტყავისგან შექმნილი ქამარი ამშვენებდა. თუმცა ქამარი მხოლოდ წელის დაფიქსირებას არ ახდენდა, მას სამკაულის ფუნქციაც ჰქონდა და ისე იყო სხეულზე მოხვეული, როგორც ძველ რუს სამხედრო პირებს ეკეთათ ოქროსფერფოჩებიანი ქამრები. ეს ტყავის აქსესუარი ნაზი სამოსის მიღმა დამალული ძლიერი ქალის ერთგვარ გამოხატულებად შეიძლება აღვიქვათ. ტულის განიერ, რომანტიკულ ქვედაბოლოში გამოწყობილი ქალბატონი უნაზესი არსების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც სწორედ ტყავის ქამრით ახერხებს თავისი ძლიერი, დამოუკიდებელი ბუნების გამოხატვას.

დათუნა სულიკაშვილმა ტულის ქვედაბოლოებთან, საოცარი კონსტრუქციით შექმნილ, ძალიან ქალურ პიჯაკებთან და ჟილეტებთან ერთად, ნახევრად სპორტული კომბინეზონი და რამდენიმე სადა შავი კაბაც წარმოადგინა. თუმცა განსაკუთრებული მოწონება მაინც მძივებისგან შექმნილმა, ასე დავარქვათ – მაისურებმა დაიმსახურა. შავ კლასიკურ შარვლებზე ეს მაისურები საოცრად სექსუალურს აჩენდა ქალბატონს. დათუნამ არც გიპიურის გამჭვირვალე, სადა პერანგს უღალატა და მარტივი, ქალური, საქმიანი და ამავე დროს სექსუალური ანსამბლი კვლავ აქტუალური დატოვა.

ჩვენების ბოლოს კი პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდა დიზაინერის ყველაზე საყვარელი, აბრეშუმის თხელი და ჰაეროვანი კაბები, რომლებიც, გამჭვირვალე რომ არ ყოფილიყო, ორმაგი ქსოვილით იყო შეკერილი: სარჩულად არანაკლებ ძვირფასი ქსოვილი ჰქონდა გამოყენებული. ზედა ფენა კი ძალიან ნაზი, პასტელის ვარდისფერში იყო გადაწყვეტილი. როგორც კლასიკურ საღამოს კაბებზე, ისე ყოველდღიურ სამოსზეც, დათუნამ მხოლოდ რძიანი ყავისფერი, კლასიკური, ეგრეთ წოდებული „ლოდკა” ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიზაინერს არ უყვარს უხეში ფეხსაცმელები და, მიუხედავად სეზონისა, ქალბატონებს ურჩევს, რაც შეიძლება მსუბუქი, დახვეწილი ფეხსაცმელი ატარონ.


скачать dle 11.3