კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იღბლიანი ლარი – თქვენი მოგების შანსი

მათ, ვისაც თამაში უყვარს, ვისაც მოგება უნდა და თან მომენტალურად, „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ახალ პროდუქტს სთავაზობს. ეს არის რიგით მეათე მომგებიანი ბილეთი – „იღბლიანი ლარი“, რომლის ღირებულებაც რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, სწორედ ერთი ლარია. „იღბლიანი ლარით“ მაქსიმალური მოგება კი 1 000 ლარია.

10 დეკემბერს სიახლეებისა და სიურპრიზების მოყვარულმა კომპანიამ ვაკის სერვისცენტრში მიიპატიჟა ჟურნალისტები და იღბლიანი ლარით თამაშის წესებიც გააცნო. წესები კი, საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა:

ბილეთის დაცული საფარის ქვეშ განთავსებულია მონეტები (თეთრები). იმ შემთხვევაში, თუ მონეტების ჯამი ერთ ლარს აღემატება პრიზი თქვენია.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! თუ თქვენ საფარქვეშ აღმოაჩენთ სიმბოლოებს „2X“ ან „X2“ მაშინ თქვენი მოგება გაორმაგდება.

მომგებიანი ბილეთის, იღბლიანი ლარის შეძენა უკვე 10 დეკემბრიდან შესაძლებელია გაყიდვის ყველა წერტილში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მომგებიანი ბილეთი იყო ის პირველი პროდუქტი, რომლითაც „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მოსახლეობის წინაშე 2009 წლის ოქტომბერში წარდგა.

გიორგი ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი): „საქართველოს ლატარიის კომპანია“ განაგრძობს მოსახლეობისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას. ამჯერად გთავაზობთ რიგით მე-10 მომგებიან ბილეთს „იღბლიანი ლარი“. ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ მოგება მოგვაქვს ჩვენი პროდუქციის მომხმარებლისთვის. „საქართველოს ლატარიის კომპანია“ გისურვებთ წარმატებას. შეეჩვიეთ მოგებას!“

აქვე შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის გარდა, „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ უაღრესად დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში კულტურასა და სპორტთან დაკავშირებული საქმიანობის ხელშეწყობაში. ეს ყველაფერი ხორციელდება ლატარიისთვის სპეციალურად განსაზღვრული – 21.5 პროცენტით დაბეგვრით მიღებული თანხის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადახდის შედეგად. ასე რომ, ითამაშეთ, მოიგეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი სახელმწიფო საქმეში.


скачать dle 11.3