კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვლის მოგებული ჯეკპოტი მამუკა არველაძის ცხოვრებას

6 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეკრებილი „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლები უბედნიერესები ჩანდნენ. პირველი ჯეკპოტი გათამაშდა! რიგითი მოქალაქე, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი, 390 000 ლარის მფლობელი გახდა. ეს კი ძალიან მარტივად ნიშნავს შეცვლილ, უფრო სწორად, რადიკალურად გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებს და უპირველესად, რა თქმა უნდა, დაუვიწყარ ახალ წელს ევროპის რომელიმე დედაქალაქში.

ყველაფერი კი ძალიან მარტივად დაიწყო. „ტოტოს“ ერთგულმა მოთამაშემ და ფეხბურთის დიდმა მოყვარულმა მამუკა არველაძემ, გათამაშებამდე ერთი დღით ადრე, ზუსტად 14 საათსა და 11 წუთზე იყიდა „ტოტო პლუსის“ ბილეთი. მან ბილეთში შვიდი თამაში დააზღვია, რის შედეგადაც ასოცდარვა კომბინაციის მფლობელი გახდა. ბატონმა მამუკამ ბილეთში 256 ლარი გადაიხადა. ჰოდა, არველაძეებს რომ ფეხბურთში უბრალოდ კი არა, „ძალიან“ უმართლებთ, მთელმა მსოფლიომ იცის და როგორც ჩანს, არც მამუკას შემთხვევაში დააგვიანა ფორტუნამ. ის გახდა „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ დაწესებული ჯეკპოტის პირველი მფლობელი. მეორე დღეს მისი სახელი და გვარი უკვე მთელმა საქართველომ იცოდა. როგორც აღმოჩნდა, მამუკას მეუღლე – მსახიობი სალომე შარვაძეა, რომელიც, ალბათ, ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს კომედიური ტელესერიალებიდან.

„რედისონში“ უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომ გამარჯვებულისთვის მიელოცათ. „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი – ბატონი ელი ქეიდარი და კომპანიის სხვა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ ღონისძიებას. ისინი მთელი გულით ულოცავდნენ მამუკა არველაძეს ჯეკპოტის მოგებას. იქვე იყო „ტოტოს“ წამყვანი – დიმა ობოლაძე. ისმოდა თხოვნა – მამუკა შემდეგი ბილეთი გადაგვაწერინე! 38 წლის მამუკა არველაძისთვის ეს პირველი მოგებაა.

მამუკა არველაძე: „ადამიანი, ალბათ, მოგებას ყოველთვის ელოდები, სხვანაირად არც თამაშობ. მეც ასეთივე დამოკიდებულება მქონდა. თან, იმ დღეს, რაღაც განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, ხომ არსებობს, რაღაც წინათგრძნობა. ყველა თამაში რომ დაემთხვა, ამას კი მივხვდი, მაგრამ ზუსტად რა მოგებაზე, რა თანხაზე იყო საუბარი, ეს არ ვიცოდი. მთელი ღამე არ მძინებია, ისეთ ემოციებში ვიყავი. ახლაც აფორიაქებული ვარ. თანხას, ალბათ, გაფართოების მიზნით გამოვიყენებ. ამჟამად, არ ვმუშაობ და ეს მოგება გადასარევია. ისე, სულ რომ მუშაობდე 390 000-ის მოგება ვის აწყენს?! თანხის გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებისთვის გავიღებ. დიდი მადლობა ყველას“.

ვულოცავთ, ბატონ მამუკას, მოგებას და მალე აღნიშნეთ თქვენი გამარჯვებაც.


скачать dle 11.3