კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის საფლავთან არ მიუშვეს ჯანსუღ ჩარკვიანი და რატომ არ გამოუვიდა მას საცოლის მოტაცება

„ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“... ახლა ვხვდები, თუ რა ძალა შეიძლება იქონიოს პატრიოტულმა პოეზიამ ადამიანზე – არანორმალური სურვილი აღგიძრას, თავი შესწირო სამშობლოს. ჯანსუღ ჩარკვიანის ცხოვრება, ისევე, როგორც იმ პერიოდში სხვა მისი თანატოლების, არ ყოფილა მშვიდი და ჰაეროვანი. მან კარგთან ერთად ბევრი ცუდიც ნახა. ბოლოს და ბოლოს, 14 წლის გაიპარა ომში, მაგრამ მშობლებმა მცხეთაში მიუსწრეს მატარებელს და მისი ომიც იქ დამთავრდა. ცხოვრების მეგზური 23 წლის ასაკში იპოვა – 19 წლის ირმა ჩხეიძე თავისი რომანტიკული ლექსებით მოხიბლა. ხელი მალულად მოაწერეს – მერე რა, რომ სიდედრს არ უნდოდა სიძედ. წყვილს მალე ქალ-ვაჟი შეეძინა – მამუკა და თაკო. მაშ, ასე, ჩარკვიანების კარი თქვენთვის აჭრიალდა.

ჯანსუღ ჩარკვიანი: დედაჩემმა, პისტი გელოვანმა, სამივე შვილი – მე ლუიზა და ჯიმშერი – ერთ დღეს, 30 სექტემბერს გაგვაჩინა. პატრიარქს რომ ვკითხე, ეს, ალბათ, უბრალო მოვლენა არ უნდა იყოს, რაღაცას უნდა ნიშნავდეს-მეთქი, წიგნი გადაშალა და ნახა, რომ 30 სექტემბერი წმიდა სოფიოსა და მისი ქალიშვილების – პისტის, ელპიდისა და აღათის ხსენების დღეა.

12 წლამდე ვერაზე ვიზრდებოდი, ლენინის სახელობის ქუჩაზე. ვსწავლობდი ფილარმონიასთან რომ 51-ე საჯარო სკოლაა, მაშინდელ მე-18 სკოლაში. ჩვენს დროს შატალოც იყო და ყოჩობაც. ვჩხუბობდით, მაგრამ, მხოლოდ გოგოების გამო. მერე კი ვრიგდებოდით. მოდაში იყო ტრამვაიდან „ზადნით“ გადმოხტომა. „კომუნისტის” რედაქცია რომ იყო, ხომ გახსოვთ, აი, ყველაზე მაგრად ხუთი ნომერი ტრამვაი იქ „გაზავდა“. ერთხელ, იქიდან ჩამოკიდებული მოვყვები და ჩემი სკოლის გოგოები დავინახე. ახლა ამათ ვაჩვენებ, რა მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი, „ზადნით“ გადმოვხტი და რომ ვრეკე თავი ასფალტს... მომცვივდა ხალხი. ვერის დაღმართზე ერთი აფთიაქი იყო, რომლის დირექტორი ჩემი ძმაკაცის რეზო ჭიჭინაძისა და მსახიობ დოდო ჭიჭინაძის დედა გახლდათ. შემიყვანეს, სასწრაფოდ გადამიხვიეს თავი ბინტით და სახლში ამიყვანეს. გამოვედი აივანზე თავშეხვეული. ჩემს მოპირდაპირედ ერთი საინტერესო ბიჭი ცხოვრობდა. ცოტა შურდა ჩემი ბავშვობის, იმიტომ, რომ იმას ასე თავისუფლად არ უშვებდნენ გარეთ. რომ დამინახა თავშეხვეული, შეწუხდა უკან შებრუნდა და დაახლოებით ოცი წუთით დაიკარგა. უცებ, ვხედავ, გამოდის გაბინტული, გამეცინა. ვუთხარი – მანდ არ გამოჟონა სისხლმა და ჩემთან ნახე, რა ხდება-მეთქი. ეგონა, ვიჩხუბე და იფიქრა, მეც გადავიხვევ, ვითომ მეც ვიყავი გარეთ და ვიჩხუბეო.

საინტერესო ბავშვობა მქონდა, მაგრამ, ყველაზე საინტერესო, იცით, რა იყო? – სამი კლასი ფრიადოსანი ვიყავი – გოგონების ჯინაზე ვსწავლობდი. წიგნების კითხვაც ამიტომ დავიწყე. ვიცოდი, ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ კარგად ესწავლათ, კარგი წიგნები წაეკითხათ. მერე, რომ დავსხდებოდით და რომანებზე დავიწყებდით საუბარს, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ერთი ნინო მასწავლებელი გვყავდა, სუხიაშვილის ქალი. ჩემი პირველი „დაჩხაპნილი“ მან წაიკითხა. ერთი ლექსი იმ გათახსირებულ ჰიტლერსაც მივუძღვენი. ჯანსუღა, ვიცი, გავა დრო და ძალიან შეგიყვარდება ვაჟა-ფშაველაო – მითხრა ქალბატონმა ნინომ. პატარები ვართ და ამდენი არ ვიცით, ვინ უფრო კარგია – ილია, აკაკი თუ ვაჟა. დავიწყე ვაჟას კითხვა. რომ გაიგო, რომ უკვე ვკითხულობ, გაუხარდა და დაფასთან გაბრწყინებულმა გამომიძახა: აბა, ჯანსუღ, გამოდი, ორივე ხელი მაგრად მოუჭირე ქამარს, ვითომ ხანჯალი გაქვს და დაიწყე – „დაჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში“... – აი, ასე მიკვალავდა მასწავლებელი გზას, რომ მე კიდევ ბევრი მესწავლა. საწყისი ფორმა არის ყველაფრისა – საიდანღაც უნდა დაიწყო. ბავშვობა მარტო ის არ იყო, რომ ბავშვები ვიყავით და კანფეტები გვინდოდა. არ გვქონდა, ბატონო, ეს კანფეტები, ომი იყო, მაგრამ არც ისეთი სიღარიბე ყოფილა, რომ ქართველი მათხოვარი მენახა თბილისში გარეთ გამოსული. სახელმწიფოს თითო ოჯახზე ჰქონდა დახმარება გამოყოფილი პროდუქტის სახით. მამაჩემი ცნობილი აგრონომი იყო, მარტყოფში „ემტეესის“ დირექტორი, კარგი ხელფასი ჰქონდა; დედა – დიასახლისი, მაგრამ, ჩვენზე გადაყოლილი. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღეროდა და პოეზია უყვარდა. კანდიდ ჩარკვიანი მამაჩემის ბიძაშვილი გახლდათ. დედამისმა, ქალბატონმა თამარმა, დედას ურჩია, იქნებ კონსერვატორიაში შესულიყავიო. დედამ გადაწყვიტა, მაგრამ მამაჩემს არ უნდა. რა ქნას ახლა, რა მოიფიქროს, რომ გადააფიქრებინოს და ეუბნება: გაიგე, რა მომხდარა? ბავშვი ყოფილა დატოვებული მარტო სახლში და ვიღაცას მოუკლავსო. მაშინ ჩემი ძმა ძალიან პატარა იყო და დედაჩემიც სერიოზულად შეშინდა.

მესამე კლასში ერთი თანაკლასელი მომწონდა და მისი მოტაცება გადავწყვიტე. ჩვენი სახლის სხვენზე ვეებერთელა, სილით სავსე კასრები ეწყო – მტერს ყუმბარა რომ ჩამოეგდო, იმით უნდა ჩაექროთ ცეცხლი. იმას სალტე გამოვაძრე, მერე ტრამვაის დავუდე, გავაბრტყელე, ხმალი გავაკეთე და წავედი მოსატაცებლად. ავედი ვერაზე, დავდექი მისი სახლის წინ და ვუძახი. გამოიხედა დედამისმა – რა იყო, ჯანუკიო. არა, არაფერი, დაუძახეთ, უნდა მოვიტაცო-მეთქი. გაიცინა – ამოდი, ისეთი ჩაი და ტკბილეული მაქვს, გაგიჟდებიო. ავედი. ტორტი მაჭამა, კარგი ჩაიც დამალევინა და იქიდან ისეთი ბედნიერი წამოვედი, სულ დამავიწყდა, რისთვისაც მივედი.

ოთხი ძმაკაცი შევეკარით ერთ იდიოტ რუსს, უფროს ლეიტენანტს, რომ ომში წავეყვანეთ როგორც მოხალისეები – 14-16 წლიდან მართლა მიდიოდნენ მოხალისეებად. მაგრამ ჩვენი ოთხეულიდან ერთმა ჩაგვიშვა და მშობლებმა მცხეთაში ჩამოგვისწრეს მანქანით. თან ყურები აგვახიეს, თან მცხეთური ღვეზელები გვაჭამეს. წარმოიდგინეთ, როგორ პატრიოტულად უნდა გაეზარდე იმ სკოლას, რომ ომში წასვლის სურვილი გაგჩენოდა და ერთი, წუთითაც არ დაფიქრებულიყავი.

– თქვენი ლექსები პირადად მე ძალიან მომწონს, მაგრამ გარკვეული ნაწილი ამ ლექსებისა საბჭოთა რეჟიმის პერიოდშია დაწერილი, რომელიც დღეს არავის აინტერესებს. აი, მაშინ რომ დაგეწერათ ეს ლექსი: „შხამი დამდის, შემეშვით, ფრჩხილებამდე სველი ვარ, ამდენ სისხლის მსმელებში ერთი ლუდის მსმელი ვარ!“ როგორ გგონიათ, რას გეტყოდნენ? და, საერთოდ, სულ მაინტერესებდა, რატომ უძღვნიდნენ ქართველი პოეტები ლექსებს ლენინსა და სტალინს. მგონი, სტალინის დაწერილი ლექსები უფრო საინტერესო იყო. ასე არ არის, ბატონო ჯანსუღ?

– პირველი ლექსი ლენინს საბჭოთა პოეტებიდან გალაკტიონ ტაბიძემ უძღვნა, მაგრამ გალაკტიონს სულ ფეხებზე ეკიდა ლენინი, უბრალოდ, გზას უკვალავდა თავის გენიალურ პოეზიას. გეფიცებით, სტალინელი არ ვარ, მაგრამ ისტორიას ვცემ პატივს. ერთხელ, პარიზში ვარ და ფრანგებს ვთხოვე, ნაპოლეონის საფლავი მაჩვენეთ-მეთქი. სადღაც დიდ დარბაზში შევედით, რამდენიმე საფეხურით ზემოთ ამიყვანეს. ვფიქრობ – სად ავყავარ, ამ კიბეების თავზე დამარხეს-მეთქი? თურმე, ზემოთ უნდა ახვიდე, ქედი უნდა მოიხარო და იქიდან უნდა გადახედო საფლავს – აი, ფრანგი და ნაპოლეონი! რა, ვინმეზე ნაკლები დიქტატორი იყო? – აი, ეს ვერ გავიგე. იქნებ, იმ კუთხიდან შევხედოთ სტალინს: „ზამბახსაც გაღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა...“ ან – ილიას თვალით. თუ გენიოსი იყო, ხომ უნდა თქვა, რომ გენიოსი იყო?! ლენინი რატომ ჰყავთ იქ, რა, შენი სტალინი იქ არ იყო?

– ბატონო ჯანსუღ, გახსოვთ, ვერის ბაღში თქვენი წიგნები რომ დაწვეს?

– მეგობარმა მითხრა: არა უშავს, ჯანსუღ, იქ „ვეფხისტყაოსანიც“ დაწვესო. ამ გადასახედიდან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ესე იგი, შენ ვიღაც ხარ, თორემ, ამას არასდროს გააკეთებდნენ. მთავარია, ის იფიქრო, ვინ გააკეთა შენთვის კარგი. შური ყველგან არის, მაგრამ მისი განმარტება არსად მინახავს, გარდა სულხან-საბა ორბელიანისა – „შური არს მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“. მსოფლიოში ციხე ყველგან შიგნიდან ტყდება, მაგრამ მხოლოდ ქართველსა აქვს ნათქვამი – ციხე შიგნიდან ტყდებაო. არსად არ არის ნათქვამი – ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, მხოლოდ ქართველმა თქვა. იმდენი უმადური კაცი მყოლია თურმე და, ახლა გავიგე, ამ სიბერეში. ახლა მეუბნებიან: ბიჭო, შენ არ იცოდი, ეგ რა „ახვარი“ იყოო? არ ვიცოდი, ბატონო, რა ვიცოდი? იმას არ გთხოვ, მადლობა გადამიხადე-მეთქი, მაგრამ უბედურებაში ნუ მიხდი. თურმე, გძულდი და არ ვიცოდი; თამაშობდი, რომ გიყვარდი. ადამიანში არის გულუბრყვილობა, ჩემშიც არის ეს და რა ვქნა?

– სურათებიდან ჩანს, რომ სიმპათიური ბიჭი ყოფილხართ. თქვენი მეუღლეც ლამაზია. საიდან იწყება თქვენი გაცნობისა და შეუღლების ამბავი?

– ქალთა სკოლას ლექსებს ვუწერდი და იქიდან ვიღაც მპასუხობდა. ეს გოგო ირმა ჩხეიძე აღმოჩნდა, მერე ერთმანეთი გავიცანით. ისეთი სიყვარული გაჩნდა, რომ ოთხი წელი დავდიოდით. უგანათლებულესი გოგო იყო, მაგრამ, მარტო განათლება რომ ჰქონოდა, არ მომეწონებოდა. მშვენიერება იყო, ჩემი ცხოვრების მუზა. ისე მოვაწერეთ ხელი, მის მშობლებს არ გაუგიათ. მამამისმა რომ გაიგო, გაუხარდა; დედამისს, რატომღაც, არ მოვწონდი. ჩემებმაც არაფერი იცოდნენ. ხელი სოლოლაკში, ჯაფარიძის ქუჩაზე, ჩემს სახლთან ახლოს მოვაწერეთ. იქიდან რომ გამოვედით, დედაჩემს დავუძახე. დედაჩემმაც გამოიხედა ფანჯრიდან – რა იყოო. ცოლი მოვიყვანე-მეთქი. შენ ვერა ხარ კარგადო, მერე მკითხა: რა გვარიაო, ჩხეიძე-მეთქი. ამოიყვანე, ამოიყვანეო, – გადმომძახა.

იყო ერთი ასეთი ტელეგადაცემა, „ფორტუნა“, რომელიც მსახიობ ბორია წიფურიას მიჰყავდა და ცნობილ წყვილებს იწვევდა ხოლმე. ერთხელ მე და ჩემი მეუღლეც მიგვიწვია. მკითხა: მეუღლისთვის თუ გიღალატიათო. ვფიქრობ, ახლა, რა ვუპასუხო. მერე მოვყევი: ერთხელ, მოსკოვში ვარ, ერთ-ერთ რესტორანში მე და ჩემი მეგობრები ვსხედვართ. ვხედავ, ვიღაც ლამაზი გოგო უცნაურად მიყურებს. მეუხერხულა. ავდექი და წამოვედი. რესტორანთან ახლოს სასაფლაო იყო. გავიხედე უკან, ვიღაც მომდევს. გავიქეცი, გამომეკიდა, მერე ფეხი დამიდო და წამაქცია-მეთქი. მერეო? მერე, არაფერი მახსოვს-მეთქი. მიუტრიალდა ჩემს ცოლს და ეკითხება – ესე იგი, გიღალატათო? აბა, რა უნდა ექნაო – უპასუხა ირმამ.

ერთ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს, ნასვამი მივედი სახლში. ჩემმა ცოლმა მითხრა, ხვალაც მოხვალ ნასვამი და ხმას არ გაგცემო. მაინც მივედი ნასვამი. ხმას არ მცემს. ახლა რა ვქნა? დილის ცხრა საათზე უნდა ავდგე და „ცისკარში“ წავიდე. წერილი დავუწერე: ირმა, გთხოვ, დილით ცხრაზე გამაღვიძე-მეთქი – და სასთუმალთან დავუდე. გამეღვიძა, ვხედავ, თორმეტი საათია. წერილი დამხვდა: ჯანსუღ, ცხრა საათია, გაიღვიძეო.

– თქვენს შვილებზეც ვისაუბროთ.

– პირველი მამუკა დაიბადა. ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად. მითხრეს, იქნებ, ბათუმში ჩაიყვანო ცოლი, ჩარკვიანია მთავარი ექიმი სამშობიაროშიო. წავედით. დამხვდა ჩარკვიანი. რა გინდაო, – მკითხა. ბიჭი-მეთქი. წადი, შენს ძმაკაცებთან ერთად, გაიარ-გამოიარე და რომ მოხვალ, ბიჭს დაგახვედრებო. წავედი და, მართლაც, რომ მივედი, ოთხი საათისთვის, მამუკა დამხვდა დაბადებული. რვა წლის შემდეგ თაკო გაჩნდა. ძალიან გამიხარდა გოგოს დაბადება. ჩემი მეუღლის დედის სახელი დავარქვით. მე და ჩემს შვილებს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.


скачать dle 11.3