კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ენას ფლობს გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და რა ფურცელი ჩაწერა მან გაეროს ისტორიაში

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეშვიდე გენერალური მდივანი, განელი დიპლომატი კოფი ანანი წლების განმავლობაში ჩართული იყო მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას ცხრა წლის განმავლობაში (1997-2006 წლებში) გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა ეკავა და ამ პერიოდში, მისი უშუალო მონაწილეობით, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტის მიღება მოხერხდა. ამჯერად საინტერესო ფაქტების კრებულს შემოგთავაზებთ ამ აფრიკელი დიპლომატის შესახებ. მით უმეტეს, რომ კოფი ანანს არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება და ინტერესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

* კოფი ატა ანანი 1938 წელს დაიბადა კუმასიში, ოქროს სანაპიროს ბრიტანულ კოლონიაში, ამჟამად განის ტერიტორიაა. მისი მშობლები ადგილობრივ არისტოკრატულ ტომს მიეკუთვნებოდნენ. მამამისი ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორი იყო. კოფის მეორე სახელი ატა, ადგილობრივ დიალექტებზე – „აკანსა” და „ფანტეზე” „ტყუპისცალს” ნიშნავს. კოფის ტყუპისცალი და – ეფუა ატა ჰყავდა, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა. საინტერესოა, რომ განის იმ რეგიონში, სადაც კოფი ანანი დაიბადა, ჩვილ ბავშვებს კვირის იმ დღეების მიხედვით არქმევენ სახელს, როცა დაიბადნენ, კოფი აკანურ დიალექტზე პარასკევს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ კოფის ბაბუები და ბიძები აფრიკული ტომების ბელადები იყვნენ.

* 1958 წელს კოფი ანანმა კუმასის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. 1959-1961 წლებში. მან მინესოტის შტატში, ქალაქ სენტ-პოლის მაკალესტორის კოლეჯში უმაღლესი ეკონომიკური განათლება მიიღო. 1961 და 1962 წლებში კოფი ანანი ჟენევის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში ეკონომიკას შეისწავლიდა. 1971-1972 წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. ამავე უნივერსიტეტში მან მაგისტრის ხარისხი დაიცვა საქმის მართვის სპეციალობაში. კოფი ანანი ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების ენებს.

* კოფი ანანი გაეროს აპარატის პირველი თანამშრომელია, რომელმაც გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავა. ორგანიზაციის სტრუქტურაში ანანი 1962 წლიდან პერიოდულად მუშაობდა და ის პირველი შავკანიანი გენერალური მდივანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში.

* 2001 წლის 10 დეკემბერს კოფი ანანი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. პრემიის მინიჭებისას გათვალისწინებული იყო ანანის მუშაობა ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა „შიდსთან ბრძოლა”, „საერთაშორისო ტერორიზმი”, „ადამიანის უფლებათა დაცვა” და სხვა. ნობელის კომიტეტის განცხადებით, კოფი ანანმა ახალი სიცოცხლე შთაბერა გაეროს მუშაობას.

* 1994 წელს აფრიკულ სახელმწიფო რუანდაში, მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და მასშტაბური გენოციდი განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 800 ათასი ადამიანი. იმ პერიოდში კოფი ანანს მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 2003 წელს რუანდის გენოციდის შესახებ გამოვიდა გადამდგარი კანადელი გენერლის რომეო დალერის წიგნი „ეშმაკის ხელის ჩამორთმევა”. გენერალმა, რომელიც 1994 წელს გაეროს სამშვიდობო ძალებს ხელმძღვანელობდა რუანდაში, ბრალდება წაუყენა კოფი ანანს, გაეროს ჯარების რუანდის საზღვართან იძულებით გაჩერების საბაბით. დალერის თქმით, ანანს შეეშინდა ჩარეულიყო რუანდის შიდა პოლიტიკაში და მისი პასიურობის გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა.

* გაეროს გენერალური მდივნის პოსტის დატოვების შემდეგ, კოფი ანანმა მემუარების წიგნის წერა დაიწყო. წიგნში ანანი დიდ ადგილს უთმობს მის ურთიერთობას მსოფლიო ლიდერებთან, ამერიკისა და რუსეთის ყოფილ პრეზიდენტებთან – ჯორჯ ბუშთან და ვლადიმირ პუტინთან, რომის პაპთან იოანე პავლე მეორესთან, სადამ ჰუსეინთან, იასირ არაფატთან და აპარტეიდთან მებრძოლ ნელსონ მანდელასთან. წიგნში ანანი მისი მდივნობის პერიოდში ყველა სკანდალურ მოვლენას ეხება. მათ შორის სკანდალს, რომელშიც ანანის ვაჟი, კოჯი ანანი იყო გარეული.

* 2004 წელს მსოფლიოში აგორდა სკანდალი, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანული სადაზვერვო სამსახური „მი-6” კოფი ანანსა და მის ვაჟ კოჯიზე, თვალთვალს და სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა. საქმე ეხებოდა კორუფციულ გარიგებას, რომელშიც გამოძიების ვერსიით, კოჯი ანანი იყო გარეული. საქმე ისაა, რომ გამოძიების ვერსიით, კოჯი ანანმა შვეიცარიულ ფირმა „კოტეკნა ისნპექშენისგან” მიიღო სოლიდური თანხა და იმის სანაცვლოდ, ფირმამ გაეროს მიერ ჩატარებულ კონკუსში გაიმარჯვა. მიიღო კონტრაქტი პროგრამის განხორციელებაზე ერაყში ნავთობი „საკვები პროდუქტების სანაცვლოდ” – პროგრამა 1996-2003 წლებში ხორციელდებოდა, ხოლო გამოძიების ვერსიით, კოჯი ანანი მამისგან დამოუკიდებლად დაუკავშირდა შვეიცარიელებს და დახმარება შესთავაზა. გარდა ამისა, არსებობდა ვარაუდი, რომ კოჯი ანანი ნავთობის უკანონო ვაჭრობის ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა, ეს ბრალდება არ დამტკიცდა. კოჯი ანანის განცხადებით, ეს ბრალდებები ამერიკის მთავრობის მიერ იყო შეთხზული, რათა ანანს მდივნის პოსტი სკანდალურად დაეტოვებინა. საბოლოოდ, კოფი და კოჯი ანანებს ყოველგვარი ბრალდება მოეხსნათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

* პოლიტიკური მიმომხილველების, ექსპერტებისა და პოლიტოლოგების აზრით, კოფი ანანი გაეროს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე გავლენიანი გენერალური მდივანი იყო. კოფი ანანს ნაცნობები ახასიათებენ როგორც თვითდაჯერებულ, უშუალო, კარგი იუმორის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანს. მისი კრიტიკოსები კი ირწმუნებიან, რომ ანანს, რომელსაც ყველა თანამდებობრივი საფეხური აქვს გავლილი გაეროში, ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და მას ეგრეთ წოდებულ „ქვეშქვეშა ჩინოვნიკად” მოიხსენიებენ, რომელიც ვირთხასავით პირველი გაიქცა „ჩაძირული გემიდან”. „ჩაძირულ გემად” ისინი გაეროს მიიჩნევენ, რომელმაც, მათი აზრით, სრულად ამოწურა საკუთარი თავი მსოფლიოში.

* კოფი ანანის მეუღლე – შვედეთის მოქალაქე ნანე ანანი, ცნობილი შვედი დიპლომატის რაულ ვალენბერგის ნათესავია. ვალენბერგი, უპირველეს ყოვლისა, იმით არის ცნობილი, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ათასობით ებრაელი გადაარჩინა ნაცისტებისგან. კოფის და ნანეს სამი შვილი ჰყავთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ კოფი ანანის ბიძაშვილის შვილი – ენტონი ანანი განაში ცნობილი ფეხბურთელია. იგი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, განის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.


скачать dle 11.3