კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მამაკაცის შეფასების რა კრიტერიუმებს უღრმავდება ნინო ღავთაძე პირველი წუთიდან და რამ გახადა ის აქტიური და პრაქტიკული ადამიანი

მომღერალი ნინო ღავთაძე ამჟამად აქტიურ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, წლების განმავლობაში სახლში იჯდა და მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი იყო. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად არის – ის საქმიანი ქალი გახდა და საყვარელი პროფესიაც მისი შემოსავლის წყაროდ იქცა. მის მოსასმენად ბევრი ადამიანი დადის რესტორან „სენატში“. როგორ შეცვალა მისი პასიური ცხოვრება აქტიურმა სტილმა, ამას უკვე თავად ნინოსგან შეიტყობთ.

ნინო ღავთაძე: როგორც აღმოჩნდა, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ვყოფილვარ. ჩემნაირებისთვის სახლში ჯდომა კატასტროფის ტოლფასია. წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდხანს მიწევდა დიასახლისის როლში ყოფნა. რა თქმა უნდა, იმასაც ჰქონდა თავისი პლუსები, მაგრამ, ეს საჩემო არ იყო და მივხვდი, რომ აქტიური ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა. სახლში ჯდომა ზედმეტ ფიქრს იწვევს, ბევრს რომ ფიქრობ, მერე დეპრესია გეწყება და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ადამიანზე ბევრი ფიქრი უარყოფითად მოქმედებს. თუ გინდა, კარგ განწყობაზე იყო, ბევრი არ უნდა იფიქრო.

– გადაწყვეტილების მიღების დროსაც არ ფიქრობ?

– მიმაჩნია, რომ ჩემი ყველაზე დიდი მინუსი სწორედ ისაა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც პროგნოზი გავაკეთო და ამის გამო ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ არ ხდება. ალბათ, გულის სიღრმეში ცოტა მშიშარაც ვარ. იმედგაცრუების შიშის გამო, ყოველთვის ვცდილობ, დროს წინ გავუსწრო და დასკვნები ნაადრევად გამოვიტანო.

– მაგალითად?

– თავისუფალი ადამიანი ვარ, გვერდით საყვარელი მამაკაცი არ მყავს. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ჩნდება პიროვნება, რომელიც შეიძლება ძალიანაც მომეწონოს, მაგრამ, როცა ვიწყებ ფიქრს, თუ როგორია ის და მის ყველა კრიტერიუმს ვუღრმავდები, ანუ ძალიან ბევრს ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ყოფნა, ბოლოს და ბოლოს, მივდივარ დასკვნამდე, რომ არ ღირს. თითქოს მოვლენებს ვუსწრებ წინ, რაც კარგი არ არის. ჩემი აზრით, ქალი ხანდახან მაინც უნდა აჰყვე გრძნობებსა და ემოციებს, უფრო საინტერესო რომ გახდეს შენი ცხოვრება.

– შეიძლება, ბევრმა იფიქროს კიდეც, რომ გულახდილი არ ხარ და ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ ნინო ღავთაძე მარტოა.

– სხვათა შორის, ვინც კარგად არ მიცნობს, ბევრს არ სჯერა და ჰგონიათ, რომ რაღაცას ვიტყუები, მაგრამ, არ მესმის, რატომ უნდა მოვიტყუო? ჩემი აზრით, ამაში დასამალი არაფერია. უკვე იმ ასაკს მივუახლოვდი, რომ ერთი არჩევანი მაქვს: ან ყველაფერი, ან – არაფერი! თუ პატარა ასაკში ადამიანი იმის გამო შეიძლება შეგიყვარდეს, რომ მას ცისფერი თვალები აქვს, წლების მერე მხოლოდ ცისფერი თვალები საკმარისი აღარ არის, ხვდები, რომ ამით შორს ვერ წახვალ.

– ალბათ, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც შენი გულის დაპყრობა სურთ. როგორია შენი რეაქცია ამ დროს?

– მამაკაცში იდეალებს არ ვეძებ. უბრალოდ, ჩემში კარგად არის ამუშავებული თვითკონტროლი და ახლო ურთიერთობაში არ შევდივარ.

– რატომ?

– ძირითადად ყველა მამაკაცი, რომელიც კარგი და ჩემთვის ყველანაირად საინტერესოა, დაოჯახებულია, მე კი სხვის ცხოვრებაში მეორე ადამიანად ყოფნა არ მინდა. საერთოდ, მანდილოსნებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რას ნიშნავს – იყო მეუღლე. ერთგულება და სიყვარული ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ სხვის ოჯახს ვერასდროს გავეკარები და ამ შემთხვევაში ყოველთვის ქალის მხარეს ვარ. როცა ცოლიანი მამაკაცი იჩენს ჩემ მიმართ ყურადღებას, შეიძლება, გულში ძალიანაც მომწონდეს და ვგიჟდებოდე მასზე, მაგრამ, ყოველთვის ვითვალისწინებ იმ ფაქტს, რომ მის გვერდით ქალი დგას, რომელიც მისი ერთგული და მისი შვილების დედაა. ამიტომ, ასეთ მამაკაცს არც გულის კარს გავუღებ და არც ფანჯარას. ვინც უცოლოა ჩემზე უმცროსია, პატარებს კი თავისი მინუსები აქვთ – მათთან ურთიერთობა ცოტა სახიფათოა და ამიტომ პრობლემებს არ ვეძებ.

– როგორც აღნიშნე, შენი მოწოდება სიმღერაა, რაც წლების განმავლობაში აქტიურად გაკლდა. ამ წელს კი შენ იმდენი იმღერე, რომ დანაკლისი მთლიანად შეივსე.

– როგორც იცით, თითქმის ერთი წელია, რესტორან „სენატში“ ვმღერი და, ფაქტობრივად, ყოველ საღამოს სოლო კონცერტს ვატარებ. სიმღერა ჩემი ცხოვრების აზრი და ყველაზე ერთგული მეგობარია, ყველანაირი დეპრესიიდან გამოვყავარ. თუ ვინმეზე გაბრაზებული ვარ, გულში არ ვიტოვებ და სიმღერით გამოვხატავ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჩემმა კოლეგებმა მკითხეს, „თოლია“ რა კარგი სიმღერაა, ვინ დაგიწერაო. ვუპასუხე, უბრალოდ, რაღაცაზე გავბრაზდი და გაბრაზებულ გულზე დავწერე-მეთქი. ეს მართლა დიდი შვებაა.

– გამოდის, რომ რესტორანში სიმღერა სასიკეთოდ წაგადგა.

– რესტორანში სიმღერამ გამააქტიურა და უფრო პრაქტიკული გამხადა. წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში მანამდე ხელფასი არ მქონია. კი, კონცერტებში ჰონორარს მიხდიდნენ, მაგრამ ოფიციალური, ფიქსირებული სამსახური და ხელფასი არასდროს მქონია. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, აზარტში ნამდვილად შევედი. ვინც დღესდღეობით საქართველოში მღერის, შეიძლება, ძალიან პოპულარულებიც, სამწუხაროდ, ძირითადად ხარჯავენ ფულს, ვიდრე შოულობენ. ანუ, იმისთვის, რომ ხშირად გამოჩნდე ტელეეკრანზე და ასე შემდეგ, ძალიან დიდი თანხებია საჭირო. ყოველთვის მეგონა, რომ სიმღერით ფული უნდა გეხარჯა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე შენი ნიჭით ფულს არა მარტო ხარჯავ, არამედ იღებ კიდეც. დიდი ბედნიერებაა, როცა შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და ამ საქმით ცხოვრობ.

– ბევრს უთქვამს, რომ საქართველოში მარტო სიმღერით ვერ იცხოვრებ, მაგრამ შენ ამას არ იზიარებ.

– მადლობა ღმერთს, ვახერხებ და ეს შესაძლებელია. უბრალოდ, ზოგ მომღერალს, რომელსაც საკუთარ თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა და ამბიციები აქვს, მიაჩნია, რომ რესტორანში სიმღერა არ არის კარგი. ზოგს დღემდე დარჩა ეს კომპლექსი. პრინციპში, მე იმაშიც გამიმართლა, რომ „სენატი“ მაღალი დონის რესტორანია, კარგი ხალხი დადის და გემოვნებიანი მსმენელი მყავს – ამით კმაყოფილი ვარ.

– საქმიან ქალად ითვლები. არ გიფიქრია, ასეთი აქტიური ადამიანი როგორ ძლებდი წლების განმავლობაში მხოლოდ ოჯახზე ზრუნვის ამარა?

– ვფიქრობ კი არა, ვნანობ, რომ სახლში ჯდომით ძალიან ბევრი დრო დავკარგე. ბევრად უფრო დიდი წარმატებისთვის შემეძლო, მიმეღწია წლების განმავლობაში, რადგან, საკმაოდ დიდი ხანია, ვმღერი, უბრალოდ, კუს ნაბიჯებით დავდიოდი. სიმღერას კი, ეს არ უყვარს. მე მაშინ დავიწყე სიმღერა, როცა თითქმის არც ერთი დღევანდელი „ვარსკვლავის“ ხსენება არ იყო და ყველამ ჩემ თვალწინ გაიარა, როგორც დამწყებმა მომღერლებმა. დღესდღეობით ისინი ცნობილები არიან, რაც მართლა მიხარია, მე კი ასე ნელი, კუს ნაბიჯებით დავდივარ. ალბათ 200 წლის რომ გავხდები, დასახულ მიზანს მაშინ მივაღწევ (იცინის).

– ახალი სიმღერის ჩაწერას თუ გეგმავ?

– დიახ, მინდა, საახალწლო სიმღერა ჩავწერო.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– სიმღერაზე-მეთქი, რომ ვთქვა, ძალიან ბანალური იქნება. ალბათ, ყველაფერ კარგზე და ადამიანურზე.

– რა გაბრაზებს ყველაზე მეტად?

– ორპირობა არ მიყვარს, მეტიჩრობა და ზედმეტი ამპარტავნობა. მე პირადად, შინაგანად ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ. ზედმეტად თავში ავარდნილ ტიპებს არ ვცემ პატივს და მათ მიმართ მკაცრი ვარ. თბილ ადამიანებზე კი ვგიჟდები და შემიძლია, თან გადავყვე.

– საყვარელი ადამიანის მიმართ მკაცრი ხარ?

– „თევზები“ ვარ და, აქედან გამომდინარე, საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს. რაც უფრო მეტად მიყვარს ადამიანი, მის მიმართ მაქსიმალურად თბილი და, ამავე დროს, ძალიან მკაცრი ვარ. შეიძლება, პატარა რაღაცამ ისე გამაბრაზოს, რომ ვერ ვაპატიო. ადამიანს კი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, შეიძლება იგივე შეცდომა ვაპატიო. აი, ასეთი უცნაური და რთული პიროვნება ვარ ამ საკითხში და, ალბათ, ამიტომაც ვარ დღეს მარტო. ცხოვრებაში დამიდგა პერიოდი, როცა თავად უნდა გავერკვე გრძნობებში, გავიგო, მე თვითონ ვინ ვარ:

„არსად არ ვჩქარობ, არავის ველი,

კვლავ სიყვარულზე ვმღერი და ვმღერი...“


скачать dle 11.3