კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

პუტინმა და მედვედევმა ბერლუსკონის ბორტგამცილებლობა გაუწიეს

იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის რუსეთში ყოფნის დროს, პუტინმა და მედვედევმა იტალიელ კოლეგას სოჭში უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში ბერლუსკონი სოჭის აეროპორტს ეწვია, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა მას ახალი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100” დაათვალიერებინეს. ბორტზე ასულმა დამთვალიერებლებმა იმპროვიზირებული ფრენის მანევრები გაითამაშეს, რომლის დროსაც ბერლუსკონი – ხომალდის კაპიტანი, მედვედევი – მეორე პილოტი, ხოლო პუტინი ბორტგამცილებელი იყო. დათვალიერების შემდეგ ბერლუსკონი სამშობლოში გაემგზავრა, ხოლო მედვედევი თვითონ მიუჯდა საჭეს საკუთარ ავტომობილზე, გვერდით პუტინი მიუჯდა და რუსული „ორთავა არწივი” ერთად გაემართა „ბოჩაროვ რუჩეის” საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

ბილ კლინტონის ცხოვრებაზე ოპერა დაიწერა

ბილ კლინტონის ორმა თანამემამულემ, ექსპრეზიდენტის მშობლიური არკანზასის შტატიდან – ბენი მონთგომერიმ და ბრიტანი ბარბერმა კლინტონის ავტობიოგრაფიული წიგნის, „ჩემი ცხოვრების” მოტივებზე, ოპერა დაწერეს. ერთაქტიანი ოპერის სახელწოდებაა „ბილი ბლაითი” (კლინტონის დაბადების გვარი) და მოვლენები 1959 წელს ვითარდება, ქალაქ ჰოთ-სფრინგსში, როდესაც კლინტონი 13 წლის იყო. ოპერის პრემიერა არკანზასის შტატში შედგა 60 მაყურებლის წინაშე. მომავალში ოპერის ავტორები საგასტროლო ტურის მოწყობას გეგმავენ ამერიკის ქალაქებში.

ბრიტანელი მონარქის თეთრეული აუქციონზე გაიყიდება

ქვედა საცვლები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელიზაბეთ მეორეს ეკუთვნოდა ამერიკაში ერთ-ერთ აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. დედოფლის ინტიმური ტუალეტის ეს ნივთი გასაყიდად ფლორიდელი, ვინმე ჯოზეფ დე ბიჩკეს შთამომავლებმა გაიტანეს. მათი მტკიცებით, ეს საცვლები დედოფალს თვითმფრინავში დარჩა, რომლითაც იგი 1968 წელს ჩილეში მოგზაურობდა. მას შემდეგ, ელიზაბეთ მეორის პანტალონები 40 წლის განმავლობაში დე ბიჩკეს ოჯახური რელიკვია იყო. უცნობია, რა გზით მოხვდა დედოფლის ქვედა თეთრეული დე ბიჩკეს ხელში.

სარკოზის გამო ტაჯ-მაჰალიდან 10 ათასი ტურისტი გამოაძევეს

10 ათასამდე ტურისტი სასწრაფო წესით ევაკუირებულ იქნა ტაჯ-მაჰალიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ინდოეთში ვიზიტად ყოფნის დროს დღის განრიგი შეცვალა. მან, მეუღლესთან – კარლა ბრუნისთან ერთად, მზის ჩასვლის ფონზე ტაჯ-მაჰალის დათვალიერება მოინდომა. ინდოეთის უსაფრთხოების სამსახურს ერთი საათი მიეცა, რათა ტაჯ-მაჰალის ტერიტორია ხალხისგან გაეწმინდა და ერთ-ერთი ადგილობრივი გიდის თქმით, ათი ათასამდე ადამიანი 30 წუთში გაიყვანეს ტაძრის ტერიტორიიდან. ინდური მედიის ცნობით, ტაჯ-მაჰალის მომზადებას ვიპ-სტუმრებისთვის სამ საათზე მეტხანს ანდომებენ. თუმცა, სარკოზის გამო ინდოელმა პოლიციელებმა რეკორდი 2,5 საათით გააუმჯობესეს.

დევიდ კემერონს მუსიკის მოსმენას უკრძალავენ

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯგუფ „ზი სმითსის” წევრმა ჯონი მარმა უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონი მათი ჯგუფის მსმენელი აღმოჩნდა. საკუთარ ბლოგში მუსიკოსი მოუწოდებს კემერონს, რომ შეეშვას „ზი სმითსის” მოსმენას და არადროს თქვას, რომ მას ეს ჯგუფი მოსწონს. რამ გამოიწვია მუსიკოსის აღშფოთება, უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ კემერონის სხვა ფავორიტ როკ-ჯგუფებს და სოლო მომღერლებს – „რედიოჰედს”, „ზი ქილერს”, „პინკ ფლოიდს” და ბობ დილანს არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება, რომ მათი მსმენელი ბრიტანეთის პრემიერია.

ჰილარი კლინტონმა ვლადიმირ პუტინი „მეთოჯინედ” მოიხსენია

„ვიკილიქსის” გახმაურებული და სკანდალური დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი არცთუ დიდი სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის პრემიერის, პუტინის მიმართ. კერძოდ, ვაშინგტონში გაგზავნილი საიდუმლო დეპეშიდან ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ კევინ რადთან შეხვედრის დროს, ჰილარი კლინტონმა პუტინი „მეთოჯინეს” შეადარა. კლინტონის თქმით, პუტინი არაკომფორტულად გრძნობს თავს პრემიერის პოსტზე და 2012 წელს ეცდება, ხელისუფლება დაიბრუნოს. მედვედევი, კი, კლინტონმა გაცილებით ლიბერალურ პოლიტიკოსად მოიხსენია, თუმცა იგიც, სხვების მსგავსად, პუტინის ზურგს არის ამოფარებულიო.


скачать dle 11.3