კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მათრახდარტყმულები

შესაძლოა, იმიტომ, რომ მომხმარებლებმა დედის რძესავით შეირგეს წყლის ტარიფის გაძვირებაც, კომუნალური გადასახდელების ერთი ქვითრით გადახდაც (ზედაც, ბანკის საკომისიოს ერთ ლარამდე ზრდა), მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაც, სავსებით რეალურია, რომ, მოარული ხმები დასუფთავების ტარიფის 4-5 ლარამდე მატების თაობაზეც წყალგაუსვლელი ჭეშმარიტება აღმოჩნდეს (ისიცაა, ვითომ დასუფთავების ტარიფმა რა დააშავა, თუკი ქვეყანაში, რომელიც მიწის ზემოთ თუ ქვემოთ წყალს მიაქვს, წყალს ცეცხლის ფასი უკიდია?!).

ამ საშიშროებას დეპუტატი ბ-ნი ცაგარეიშვილი და მისი თანაპარტიელი ბ-ნი იზორია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონპროექტში ხედავენ, ამიტომაც, მოქმედი კანონიდან მეთორმეტე პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტის ამოღებას აპროტესტებენ, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ითვალისწინებს, რომ „დასუფთავებისთვის მოსაკრებელი თვეში ლარ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს“. როგორც აღმოჩნდა, კანონპროექტის ახალი ნორმა თვითმმართველ ერთეულს აკისრებს დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობის დაწესებას, რაც კანონპროექტის ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ ამით უეჭველად ისარგებლებს დედაქალაქის საკრებულო და დასაუფთავების გადასახადს დანარჩენების გზას გაუყენებს. მით უფრო, რომ ტარიფების ზრდა თბილისის საკრებულოს სტიქიაა. როგორც უნდა იყოს, „თავისუფალი დემოკრატები“ ამ ახალ ინიციატივას ანტიკონსტიტუციურს უწოდებენ და მასში ადამიანის სოციალური უფლების ხელყოფას ხედავენ (დიდი პოლიტიკოს-ფილოსოფოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ კომუნალური გადასახდელების ერთი ქვითრით გადახდის პრინციპის შემოღება, სწორედაც რომ, წყლისა და დასუფთავების ტარიფების ზრდას ნიშნავდა). შესაბამისად, დასუფთავების ტარიფის ზრდის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ (შესაძლოა, „ლეიბორისტების“ იაღლიში მიიღეს მხედველობაში და ამ საქმეში პირველობა დაიბევეს).

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელი თვინიერად იხდის გადასახადებს, იქნებ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცხენს მათრახის კვრა სიამოვნებს?!


скачать dle 11.3