კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესუნთქულები

გასაჩივრების ექსკლუზივი

მართალია, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქამრებს იჭერს, თუმცა ჯერჯერობით შესუნთქულად მხოლოდ უბრალო მოკვდავნი გამოიყურებიან ამ დემოკრატიული საქართველოს მიწაზე, ჰოდა, რაკი ქართველი „ლეიბორისტები“ ოდითგანვე სოციალური ლოზუნგებით გამოირჩეოდნენ, ცხადზე უცხადესია, რომ ვერაფრით დარჩებოდნენ გულგრილნი კომუნალური გადასახდელების გადახდის ახალი წესის შემოღებისადმი. არც დარჩენილან, ამიტომაც, ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ მოამზადეს სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოსაც წარუდგინეს. თუმცა ჩივიან, რომ მას „სააკაშვილის ხელის ბიჭებად ქცეული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღემდე ჯიუტად არ განიხილავენ.“ ოღონდ პრეტენზია მხოლოდ ხელისუფლებასა და „ხელის ბიჭებს“ არ ეხებათ, „ლეიბორისტები“ „ქრისტიან-დემოკრატებსაც“ ედავებიან. კერძოდ, ბრალს სდებენ ექსკლუზიური უფლებების შელახვაში და აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციოში სარჩელი პირველებმა სწორედ „ლეიბორისტებმა“ შეიტანეს, მაგრამ ეს მათი პირველობა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მიითვისეს (მოგეხსენებათ, „ქრისტიან-დემოკრატებიც“ აპროტესტებენ კომუნალური გადასახდელების ერთიანი ქვითრით გადახდის პოლიტიკას და სარჩელს ხელი გასულ კვირას მოაწერეს).

თუმცა, ვიდრე ქართველი ოპოზიციონერები, ერთნი – პარლამენტიდან, მეორენი კი – არც პარლამენტიდან და არც ქუჩიდან („ლეიბორისტები“ სადღაც პარლამენტსა და ქუჩას შორის არიან გაჭედილი) ერთმანეთს პირველობას ედავებიან, კომუნალური გადასახდელების ერთი ქვითრით გადახდის პრინციპი კიდეც ამოქმედდა და თბილისის წყალმომარაგების კომპანიამ (რომელსაც, სავარაუდოდ, მეტი „ფეშენისთვის“ „ჯორჯიან ფაუერ ენდ“ ა. შ. ეწოდება) დავალინების მქონე აბონენტებს უკვე რაღაც-რუღაც პირობებიც წაუყენა (რაც აღძრავს ეჭვს, რომ ეს კამპანია აქეთ – მთავრობას, იქით – ამ თითქოს კერძო კომპანიას, დიდი ხნის ჩაფიქრებული ჰქონიათ), აქედან გამომდინარე კი, მხოლოდ იმის დასკვნა შეგვიძლია, რომ ეს ჩვენებური ოპოზიციონერები (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) ერთმანეთთან საჭიდაოდ თუ გამოდგებიან.


скачать dle 11.3