კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტიკებჩალბობილები

სიხარულის მარაქაში

თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის გენმდივნის მიერ თბილისში წარმოთქმულმა „ოკუპაციამ“, უზომო სიხარული მოგვგვარა (თუმცა ისიცაა, ცივი წყალი, მოგვიანებით, ბერნარ კუშნერმა გადაგვასხა – სიტყვაში რა ყრიაო), ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ შეუდარებლად დიდი იქნებოდა ჩვენი სიხარული, როდესაც შევიტყვეთ, რომ აშშ-ის სენატი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციის მიღებას გეგმავს. ამ სიხარულის მარაქაში, ბუნებრივია, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც გაერია. კერძოდ, ბ-ნმა ბაქრაძემ (რეზოლუციის მიღებამდე) ბრძანა, რომ ეს „საქართველოსადმი ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიციის გარანტიაა“ (მართალია, ცოტა უხეირო ქართულია, მაგრამ, რაც მთავარია, ქვეყნის უპირველესი კანონმდებლის პათოსს გაგრძნობინებს და იმასაც, რომ ამ ჩვენს პარლამენტს ქართულენოვანი მოხალისე მასწავლებლები „დახატავდა“). ბ-ნი ბაქრაძე უფრო შორსაც წავიდა (სულ დაავიწყდა, რომ „ჰოპლა“მხოლოდ გადახტომის შემდეგ უნდა დაიძახო) და რეზოლუციის შედეგებიც განსაზღვრა. მომყავს ციტატა: „კონგრესის მიერ ამ დოკუმენტის მიღება საქართველოსთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას ნიშნავს როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ პრაქტიკაში. ამერიკის მხრიდან ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას გამორიცხავს.“ პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც იმედოვნებს, რომ აშშ-დან გაშვებულ სიგნალს ევროპარლამენტებიც ჯეროვნად აღიქვამენ, რაც „საქართველოს მათთან მუშაობას გაუადვილებს“. ცხადია, რომ ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოსადმი აშშ-ის უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერის დასტურად მოიტანა, თუმცა, თუ ლოგიკას მოვიშველიებთ, ეს იმასაც შეიძლება, ნიშნავდეს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მთლად ისე მტკიცედაც არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ეს ჩვენ გვგონია.

ერთი სიტყვით, ვიდრე რეზოლუცია არსად იყო, ქართული პოლიტელიტა კი ტიკებს ალბობდა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა მათ, შეიძლება ითქვას, მასტერ-კლასი ჩაუტარა. ბ-ნმა ბასმა რეზოლუციის მიღებამდე შეფასებებისგან თავი შეიკავა – ამაზე საუბარი ნაადრევიაო.


скачать dle 11.3