კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადამალა აჯანყების წინ სტალინმა ლენინი



უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ საყოველთაოდ გავრცელებული გამონათქვამი: „ლენინი – დიდი ოქტომბრის სოციალიტური რევოლუციის ბელადი“. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გამონათქვამი სინამდვილეში ისტორიულ სიმართლეს მალავდა, თუმცა ამის შესახებ დიდხანს არავინ დაეჭვებულა. არ დაეჭვებულა თუნდაც იმიტომ, რომ თავად იოსებ სტალინიც ხაზს უსვამდა, რომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია განხორციელდა ვლადიმირ ლენინის ხელმძღვანელობით.

სინამდვილეში, ის, რასაც დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას უწოდებდნენ, იყო ტიპური სახელმწიფო გადატრიალება და არა რევოლუცია. ეს გადატრიალება კი მომზადდა და განხორციელდა არა ლენინის, არამედ სტალინის ხელმძღვანელობით. შეიძლება ითქვას, ლენინი და სხვა ცნობილი ბოლშევიკები (ლევ ტროცკი, ლევ კამენევი, გრიგორი ზინოვიევი, ნიკოლაი ბუხარინი) ხელს უშლიდნენ სტალინს გადატრიალების მოწყობასა და განხორციელებაში. ჯუღაშვილი იძულებული იყო, თავისი გეგმის პოპულარიზაცია არ მოეხდინა და ის ლენინის ნააზრევად წარმოესახა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიზანს ვერ მიაღწევდა, რადგან სხვა ბოლშევიკი ლიდერები მას ამის საშუალებას არ მისცემდნენ. ლენინი კი იყო ის ფიგურა, რომელიც სტალინს იცავდა მათი შემოტევისაგან. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ სტალინმა ლენინი სხვა დროსაც გამოიყენა ფარად, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სტალინის იდეები ლენინის სახელით გახმიანდა. მაშინ, ცხადია, ამის შესახებ არავინ არაფერი უწყოდა. საკითხი რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ, მოკლედ უნდა შევეხოთ სტალინისა და ლენინის ურთიერთობას ადრეულ პერიოდში. მას შემდეგ, რაც 1907 წელს სტალინმა საქართველო დატოვა, გადაწყვიტა, რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ლიდერთა შორის დამკვიდრებულიყო. ეს კი ადვილი საქმე სულაც არ იყო. რუსეთის სოციალ-დემოკრატიას ჰყავდა ისეთი აღიარებული ლიდერები, როგორებიც იყვნენ: გიორგი პლეხანოვი, იური მარტოვი (ცედერბაუმი), პიოტრ აქსელროდი, ვერა ზასულიჩი, დეიჩი და სხვები. სტალინის გეგმის რეალიზებას ხელი შეუწყო იმან, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატია ორად იყო გათიშული – გიორგი პლეხანოვისა და ვლადიმირ ლენინის მომხრეებად, ანუ მენშევიკებად და ბოლშევიკებად. პლეხანოვის გარშემო თავმოყრილი იყო ბრწყინვალე ნიჭისა და განათლების მქონე ადამიანების გუნდი. მათ შორის სტალინი ადგილს ვერ დაიმკვიდრებდა. სამაგიეროდ, ლენინის გარშემო თავს იყრიდნენ უნიჭო, გაუნათლებელი და უინიციატივო ადამიანები. აუტანელი ხასიათის გამო, ლენინთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ყველას უჭირდა. თავმოყვარეობაშელახული ადამიანები ტოვებდნენ ლენინს და პლეხანოვის ბანაკში გადადიოდნენ. 1907 წლისათვის ლენინი, პრაქტიკულად, უკვე ყოველმხრივ გაკოტრებული და ყველასაგან მიტოვებული, მარტო იყო. სწორედ, ამის გამო ის განწირული ჩანდა. პლეხანოვი მას აღარ გაიკარებდა და ის ნელ-ნელა გავიდოდა პოლიტიკური ასპარეზიდან. ლენინის უიმედო მდგომარეობა შესანიშნავად გამოიყენა სტალინმა. იგი ლენინს მიემხრო, თუმცა, კარგად იცოდა, რომ ლენინი პლეხანოვთან შედარებით არარაობა იყო. ამ ფონზე სტალინი მალე გახდა ბოლშევიკური ფრაქციის პრაქტიკული იდეოლოგი და ხელმძღვანელი. უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი ლენინისთვის სტალინი ნამდვილი ხსნა იყო. მალე პლეხანოვისა და ლენინის დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლის შესრულება დაიწყო სტალინმა. ბოლშევიკთა შორის მისი ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სტალინის გარეშე ლენინი უკვე ვერც თეორიულ და ვერ პრაქტიკულ საქმიანობას ვეღარ ართმევდა თავს. ციმბირის შორეულ გადასახლებაში მყოფი სტალინი პერიოდულად წერილებს უგზავნიდა ლენინს და სულელური გადაწყვეტილებების შეცვლას ძალზე ტაქტიანად ურჩევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლენინი ამ რჩევებს იღებდა. პლეხანოვიც კარგად გრძნობდა, რომ ლენინს ვიღაც მართავდა, თუმცა, ვერ ხვდებოდა – ვინ. მას ეჭვიც კი არ აუღია, რომ ეს ადამიანი საქართველოდან გადახვეწილი ბოლშევიკი იყო. სტალინის რჩევებმა ლენინი სრული გაკოტრებისგან იხსნა. ასე მოვიდა 1917 წელი.

1917 წლის თებერვალ-მარტში რუსეთში რევოლუცია მოხდა, რომელმაც რომანოვების მონარქია დაამხო. ძალაუფლება ხელში აიღო დროებითმა მთავრობამ. ვითარება ძალზე მერყევი იყო. ყველა პოლიტიკური პარტია ძალაუფლების დასაპყრობად ემზადებოდა. მათ შორის, ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ ლენინის ხელმძღვანელობით მოქმედ ბოლშევიკებს. მათზე წინა პოზიციას იკავებდნენ კონსტიტუციური დემოკრატები, ოკტიაბრისტები, მენშევიკები და ესერები. 1917 წლის მარტში ციმბირის გადასახლებიდან დაბრუნებულმა სტალინმა ლენინი კიდევ ერთხელ იხსნა სრული პოლიტიკური გაკოტრებისგან. როგორც გაირკვა, ლენინს ძალაუფლების ხელში ჩაგდების არანაირი რეალური გეგმა არ გააჩნდა. ამასთან ერთად, მისი ავტორიტეტი უაღრესად იყო შელახული. საქმე ის გახლდათ, რომ ლენინმა გერმანიის იმპერიის აგენტობა იკისრა. მათ შორის მოლაპარაკება შემდეგ ვითარებაში მოხდა: 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ, ლენინი ევროპიდან რუსეთში ბრუნდებოდა. გერმანიის ტერიტორიაზე გატარების უფლებას იგი მხოლოდ მაშინ მიიღებდა, თუ გერმანიის პოლიტიკური და სამხედრო წრეების დაკვეთას შეასრულებდა: სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლენინს რუსეთის ომიდან გამოსვლისათვის უნდა დაეწყო ბრძოლა, რაც გერმანიას ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლას გაუადვილებდა. ლენინი გერმანელთა წინადადებას დასთანხმდა, დიდი თანხა მიიღო და რუსეთში დაბრუნდა. ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა და ლენინისა და ბოლშევიკების ავტორიტეტი ნულამდე დაეცა. ცნობილი ბოლშევიკებიდან, ამ ბინძურ საქმეში, პირდაპირ ან ირიბად ყველა იყო გარეული. ერთადერთი, ვინც ამ ბინძური გარიგებიდან შორს იდგა, სტალინი იყო. დროებითმა მთავრობამ ლენინს სასამართლოში გამოცხადებისკენ მოუწოდა, ხოლო როცა ეს უკანასკნელი სასამართლოში არ გამოცხადდა, მისი დაპატიმრების ბრძანება გაიცა. სტალინმა ბოლშევიკებისთვის ეს უკიდურესად არახელსაყრელი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. სწორედ აქ გამოვლინდა სტალინის დიდი ნიჭი და შორსმჭვრეტელობის უნარი. სტალინმა ბოლშევიკთა ელიტას პირდაპირ განუცხადა: ლენინი ან სასამართლოში უნდა გამოცხადდეს, ან იგი საიმედოდ უნდა გადავმალოთ სადმეო. სტალინის ჩანაფიქრის არსს ვერავინ მიხვდა. ლენინის სასამართლოში გამოცხადებაზე ყველამ უარი თქვა, ხოლო მის გადამალვას დაეთანხმნენ და ლენინი ფინეთში გაგზავნეს. სწორედ მისი თავიდან მოცილება იყო სტალინის გამარჯვების საწინდარი. ბოლშევიკ ლიდერებში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ნაცრისფერ მასაში, სტალინი აშკარად გამოირჩეოდა ნიჭით, შორსმჭვრეტელობით, მოვლენების ანალიზის უნარით. სტალინს ჰქონდა კიდევ ერთი თვისება, რომელიც არ გააჩნდა არც ერთ მის კონკურენტს: მას დაკარგული ჰქონდა სიკვდილის შიში. შეიძლება ითქვას, ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა კიდეც 1917 წლის 24-25 ოქტომბრის გადატრიალების პროცესში.

ბოლშევიკები დროებითი მთავრობის დამხობას რევოლუციის გზით აპირებდნენ, რაც იმხანად ძალზე უპერსპექტივო იყო. სტალინმა ორიენტაცია აიღო სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე. ცნობილმა ბოლშევიკებმა: ლევ ტროცკიმ, ლევ კამენევმა, გრიგორი ზინოვიევმა, ნიკოლაი ბუხარინმა და სხვებმა, ეს ავანტიურად ჩათვალეს და, თავისი ჭკუით, რევოლუციის მზადება განაგრძეს. ისინი ცალკეული მოაზროვნეების ნაშრომებში ამოკითხული იდეების რეალიზებას ცდილობდნენ რუსეთში. სტალინმა კი კარგად იცოდა, რომ მას რუს ხალხთან ჰქონდა საქმე, ხოლო რუსეთში ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გარეშე, სახელმწიფო გადატრიალებითაც შეიძლებოდა. ამიტომ იგი კვლავ თავისი გზით განაგრძობდა სვლას. შედარებით ნაკლებად ცნობილი ბოლშევიკების მხარდაჭერით მან თავი მოუყარა რამდენიმე ათას ერთგულ მუშას, ჯარისკაცსა და მეზღვაურს. ეს ძალა სრულიად საკმარისი იყო, დროებითი მთავრობის რეზიდენციის დასაკავებლად და მთავრობის დასაპატიმრებლად. 1917 წლის 24 ოქტომბერს სტალინი გეგმის განხორციელებას შეუდგა. მუშათა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა რაზმებმა დაიკავეს პეტროგრადის რკინიგზის ვაგზლები, საზღვაო ვაგზალი, ფოსტა-ტელეგრაფი და ხიდები ნევაზე. ზამთრის სასახლეში მყოფი დროებითი მთავრობა გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ამ დროს ლენინი სტალინს კონსპირაციულ ბინაში ჰყავდა გამოკეტილი, რომლის მისამართი მხოლოდ მან იცოდა. ლენინი დაცვის გარეშე ბინიდან გამოსვლას ვერ ბედავდა, ვინაიდან ძებნილი იყო სახელმწიფო ღალატისათვის, სტალინი კი მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აკითხავდა. ასე რომ, ლენინმა არაფერი იცოდა, რა ხდებოდა პეტროგრადში 24 ოქტომბერს. კონსპირაციული ბინიდან შეიარაღებული აჯანყების შტაბში სტალინმა ლენინი მხოლოდ 24 ოქტომბერს გვიან ღამით მიიყვანა. აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოდვოისკი, მოგვიანებით იხსენებდა. შტაბში მისულმა ლენინმა გასცა განკარგულება: წითელმა გვარდიამ სასწრაფოდ დაიკავოს ფოსტა-ტელეგრაფიო. გაოცებულ პოდვოიკის უპასუხია – ფოსტა-ტელეგრაფი დიდი ხანია დავიკავეთო. ლენინის მორიგი განკარგულება ასეთი ყოფილა: სასწრაფოდ დაიკავეთ სარკინიგზო და საზღვაო ვაგზლებიო. კიდევ უფრო გაოცებულ პოდვოიკის უპასუხია – ვაგზლებიც დიდი ხანია, დაკავებულიაო. ასეთ უაზრო განკარგულებებს იძლეოდა ლენინი რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგრამ არავინ მას ყურადღებას არ აქცევდა. ლენინმა ისიც კი არ იცოდა, თუ რა ხდებოდა ზამთრის სასახლის ირგვლივ. სამაგიეროდ, სტალინმა კარგად უწყოდა, რომ უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი დროებითი მთავრობის დაცვასთან, მის მიერ მიგზავნილი ბოლშევიკი აგიტატორების წყალობით, ჯარისკაცებმა უარი თქვეს ზამთრის სასახლის დაცვაზე, მოგვიანებით მათ შეუერთდა ქალთა ბატალიონიც. მაშინ, როდესაც ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი და სხვები დროებითი მთავრობის დასამხობად რევოლუციის მოწყობაზე ოცნებობდნენ, სტალინის მიერ ორგანიზებულმა მუშათა, ჯარიკაცთა და მეზღვაურთა რაზმებმა 25 ოქტომბერს, გამთენიამდე ცოტა ხნით ადრე, ზამთრის სასახლე დაიკავეს და დროებითი მთავრობა დააპატიმრეს. გამარჯვებული რევოლუციის ბელადად, ბედის ირონიით, ვლადიმირ ლენინი გამოცხადდა. ცხადია, სტალინს შეეძლო, გამარჯვებულის მანტია თვითონ წამოესხა, მაგრამ იგი კარგად გრძნობდა, რომ მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო. ხელისუფლების მწვერვალისაკენ მიმავალ სტალინს ლენინი ჯერ კიდევ სჭირდებოდა. სტალინს იმდენად დიდი მიზნები ჰქონდა დასახული, რომ მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი მედროვე შეირაცხებოდა გამარჯვებული რევოლუციის ლიდერად. იგი თავის დროს ელოდა.

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3