კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დანაკარგების” გარეშე

პარტნიორთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც უწინ გქონდათ? – იქნებ ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია. იმიტომ, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგეთ. ასეთი რაღაცეები ხდება. შეიძლება, რაღაც ისე არ გამოგივიდეთ. სამსახურში ვერ მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ან საქმე, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდით, ჩაგეშალოთ. ეს პირად ურთიერთობებზეც აისახება. თანაც, ნებისმიერი, ყველაზე იდეალური წყვილის ცხოვრებაშიც კი არის რთული პერიოდები, რომელსაც მალე ისევ სიხარულით სავსე, ბედნიერი წუთები ცვლის. პანიკის ატეხა, ნერვიულობა და განგაში ნამდვილად არ ღირს.

როცა კომპრომისისთვის მზად ხართ, თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, აღარ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ რთული პერიოდი ურთიერთობის დასასრულია. არავითარ შემთხვევაში, არ აჰყვეთ სიფიცხეს და შეცდომა არ დაუშვათ. ისწავლეთ, უმნიშვნელო სირთულეების იგნორირება.

კრიზისიდან აუცილებლად გამოხვალთ „დანაკარგების” გარეშე, თუკი არც დათმობის გეშინიათ, არც იმის ამბიცია გაწუხებთ, რომ არასოდეს არაფერი გეშლებათ. ამასთან, იმ ჭეშმარიტებასაც აცნობიერებთ, რომ საბოლოოდ, მოგებულია ის, ვინც თმობს. აღიჭურვეთ მოთმინებით. მართალია, ეს სათქმელად ადვილია ვიდრე შესასრულებლად, მაგრამ შეუძლებელიც ხომ არაფერია. ემოციებზე თავად დაამყარეთ „ზედამხედველობა”, სანამ ისინი „მოახერხებდნენ” თქვენს გაკონტროლებას.

ერთბაშად არაფერი ხდება – არც არაფერი იცვლება, არც არაფერი მთავრდება. როცა ურთიერთობის შეცვლას უკეთესობისკენ გეგმავთ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. აჩქარება და ემოციებზე აყოლა მხოლოდ შეცდომას დაგაშვებინებთ და მართლაცდა ღირებულს დაგაკარგვინებთ, რაც თქვენთვის ყველაზე ძვირფასი საკუთრებაა.


скачать dle 11.3