კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს



კითხვა: იქნებ დამიხასიათოთ, როგორი ავტომობილია ახალი „სუბარუ აუთბექი“, და მირჩევთ თუ არა მის შეძენას?

პასუხი: „სუბარუ-აუთბექი“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნამდვილი „კროსროვერია“. მართალია, ის არ არის ყველგანმავალი „ჯიპი“, მაგრამ „პარკეტნი“ „ჯიპებს“ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამძლეა და კარგად დადის. მის ოთხივე წამყვან ტრანსმისიას უახლესი ტექნოლოგია დაუმატეს. ეს არის „ლინეატრონიკ სიტივი“, რომელმაც ავტომობილის მართვა მაქსიმალურად კომფორტული და უბრალო გახადა. „აუთბექში“ ან 2.5-იანი, ან 3.6-იანი ძრავა დევს. ვისაც ფეხის გავარჯიშება უნდა, შეუძლია, ექვსსიჩქარიანი მექანიკა აირჩიოს, მაგრამ გაცილებით კომფორტულია მართვის ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილი. ასე რომ, ეს ავტომობილი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ, თუმცა, თუ სექტემბერში ყაზბეგის დიდთოვლობაში მოყვებით, იქიდან გამოსვლა ნამდვილად გაგიჭირდებათ.

კითხვა: როგორც გავიგე, თერმოსტატს ავტომობილიდან იღებენ. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: მართალია, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მძღოლები სახელდახელოდ იღებენ თერმოსტატს, იმისთვის, რომ წვა შეამცირონ, თუმცა ამ დასკვნამდე ავტოინჟინრები ჯერ არ მისულან. თანამედროვე ავტომობილებში უკვე დაიწყეს ახალი ტიპის ციფრული თერმოსტატის გამოყენება. მექანიკური თერმოსტატი, რომელიც აბსოლუტურად ავტონომიურად მოქმედებდა, ღირსეულ პენსიაში გადის. მის ადგილს კი, ეგრეთ წოდებული „დიერსივი“ („დიჯიტალ როტარი კონტროლ ვალვ“) იკავებს, რომელიც კომპიუტერით იმართება. ცდებმა და დაკვირვებამ აჩვენა, რომ ერთ წელიწადში ახალი ტიპის თერმოსტატი 5-პროცენტიან ეკონომიას აკეთებს.

კითხვა: მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში არ გიდევს სააფთიაქო ყუთი?

პასუხი: არა, საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ამის გამო არ ისჯება, თუმცა, რუსეთში, პოლონეთსა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ სააფთიაქო ყუთი არ გიდევს, დაგაჯარიმებენ. კარგია თუ ვადაგასული წამლები არ გაქვთ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ამაზე მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნაა. თუკი სამართალდამცველმა აღმოაჩინა, რომ თქვენ სააფთიაქო ყუთი არ გიდევთ, უბრალოდ გირჩევთ, რომ ამაზე იზრუნოთ.

კითხვა: როგორ დამიხასიათებთ ეგრეთ წოდებულ „ჰიბრიდულ“ ავტომობილებს?

პასუხი: თუ ასე ზოგადად გეტყვით, ეს არც- თუ ისე ახალი ტექნოლოგიაა, თუმცა, საქართველოში ჯერ ძალიან პოპულარული არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ისინი უზომოდ ეკონომიური, უპრობლემო და გამძლე ავტომობილებია. საქართველოში ალბათ მაინც აშინებთ ის ფაქტი, რომ არ იციან ეს ტექნოლოგია და ფიქრობენ, რომ ელექტროძრავის მოვლა რთულია. მაგრამ ამაში განსაკუთრებული სირთულე არ არის. „ჰიბრიდული“ ავტომობილები შედარებით უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იმდენად ეკონომიურია, რომ ფასში განსხვავება ერთ წელიწადში სრულ უპირატესობად იქცევა.



გვერდი მოამზადა

სალომე გველესიანმა


скачать dle 11.3