კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: ძალიან მინდა გავახარო ფუქსია, თუმცა არ ვიცი, როგორი პირობები შევუქმნა და როგორ მოვუარო. იქნებ, ამიხსნათ და მირჩიოთ, როგორ გავახარო?

პასუხი: ფუქსია არ არის რთულად მოსავლელი მცენარე. იმისათვის, რომ მცენარე კარგად გაიზარდოს და უხვი ყვავილობა ჰქონდეს, სასურველია ჩრდილიან ადგილას დადგათ. ერთადერთი, პრეტენზიულია ადგილმდებარეობის შეცვლისას. ამ მცენარეს არ უყვარს გადაადგილება, ხშირი შებრუნება. გაზაფხულზე და ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ. კარგია წყლის შესხურებაც და მისი სუფთა ჰაერზე გატანა. გაითვალისწინეთ, ფუქსიაზე ცუდად მოქმედებს ორპირი ქარი. ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაზაფხულსა და ზაფხულში მორწყეთ მინერალური სასუქებით. ზამთრის პერიოდში, ამ მცენარეს უნდა შეურჩიოთ განათებული ადგილი და შესაბამისად, გრილი გარემო. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა ამ სეზონზე 5-10 გრადუსია. მას შეუძლია ასევე, გამოიზამთროს თბილ ოთახშიც, თუმცა ამ შემთხვევაში, ფოთლებს ჩამოყრის და ღეროები საგრძნობლად დაუგრძელდება. თუ გაზაფხულის დადგომისთანავე გასხლავთ, ის ახალ ყლორტებს ამოიყრის და კვლავ გაიბუჩქება. გახსოვდეთ, რომ გასხვლის შემდეგ, მცენარე ახალ ნიადაგში უნდა გადარგოთ. მისი ნიადაგის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს – ტორფი, ქვიშა და ნაკელი. ფუქსიას გამრავლება შესაძლებელია დაკალმებით. გასხვლის დროს გადაჭრილი ტოტები შეგიძლიათ, დასაკალმებლად გამოიყენოთ. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, ბინაში ფუქსიას მშვენივრად გაახარებთ და დატკბებით მისი სილამაზით.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება იუსტიციას?

პასუხი: კარგი ყვავილობისთვის მცენარე კაშკაშა სინათლეზე უნდა დადგათ, მხოლოდ აუცილებლად მოარიდეთ მწველ მზეს. სასურველია, თუ ბინაში მას დასავლეთის ფანჯარაზე დადგამთ. მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში მინიმუმ 15 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა მონსტერა და როგორ მოვუარო მის ფოთლებს?

პასუხი: ზაფხულში, ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთარში – იშვიათად. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია, ფოთოლთა კიდეები გაუყავისფრდეს. ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ჩვრით. თბილ ამინდში კი ხშირად დანამეთ მცენარე, რომ ტენიანობამ მოიმატოს.


скачать dle 11.3