კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: დობერმანის ჯიშზე ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშის ძაღლია. მაინტერესებს, ძირითადად, რაში გამოიყენება დობერმანის ჯიშის ძაღლი?

პასუხი: დობერმანი შეიძლება, კომპანიონი ძაღლი იყოს, შეიძლება მაშველადაც იმუშაოს, მათ შორის, ცხელ წერტილებსაც არ ერიდება. ის ესთეტიკურადაც, ღირსებებითაც შემკული ძაღლის ჯიშია. მისი პატრონი საკმაოდ მხნე ადამიანი უნდა იყოს, რადგან ლეკვობაში დობერმანს ხშირი გასეირნება სჭირდება, რომ კუნთები, რომელიც მას გენეტიკურად ერგო, უფრო განუვითარდეს. კარგად ნავარჯიშები ძაღლი კი დიდხანს ცოცხლობს. როგორც ყველა გერმანული ჯიში, დობერმანიც პედანტურად მოითხოვს აცრების სიზუსტეს. ერთი-ორი დღის გადაცილებაც კი არ შეიძლება. მათ ყველაფერი თავის დროზე უნდათ – აცრებიც, საკვებიც, შემდეგ, უკვე გარანტირებული იქნებით, რომ თქვენი მეგობარი ჯანმრთელია და დიდხანს იქნება მწყობრში.

კითხვა: რომელი ჯიშის ლეკვისთვის არ არის სასურველი ზამთარში ოთახის მაღალი ტემპერატურა?

პასუხი: ზამთარში, ოთახში მაღალი ტემპერატურა არ არის სასურველი ბულდოგისებრი ლეკვებისთვის, რომლებსაც მოკლე დინგი აქვთ. მაგალითად, ინგლისური და ფრანგული ბულდოგის – მოფსის, ბურდოული დოგის, მასტიფისათვის და ასე შემდეგ. მოკლედ, მოკლედინგიანი ძაღლებისთვის არ არის სასურველი საცხოვრებელ სახლში მაღალი ტემპერატურა.

კითხვა: ძალიან მინდა, ჩემი ძაღლის გაწვრთნა პროფესიონალთან. მაინტერესებს, რა თანხა დასჭირდება ძაღლის გაწვრთნას?

პასუხი: საორიენტაციოდ ძაღლის გაწვრთნის დაახლოებითი ფასი 700 დოლარიდან 1 400 დოლარამდე ადის. რა შედის მთლიან კურსში: სამოსამსახურეო ძაღლმა აუცილებელია, ჯერ „ანბანი“ იცოდეს, შემდეგ „კითხვა“ ისწავლოს. ძაღლი ყველა ვარიანტში უნდა ემორჩილებოდეს პატრონს, ესმოდეს ბრძანება – „დაჯექი“, „მოდი ჩემთან“, „ისეირნე“ და საყელურის გარეშე გვერდში თავისუფლად შეძლოს გამოყოლა. ეს ყველაფერი რაში გჭირდებათ? დავუშვათ, თქვენი ძაღლი ვიღაცას ეძგერა. ძაღლმა – „შეჩერდი“ და „მოდი ჩემთან“ უნდა იცოდეს. პროფესიონალი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილმა ძაღლმა ბრძანება ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეასრულოს.

კითხვა: რა შემთხვევაში უქვეითდება ძაღლს სმენა?

პასუხი: ძაღლს სმენა ასაკის მატებასთან ერთად უქვეითდება. მაგრამ, ეს შეიძლება, ახალგაზრდა ძაღლსაც მოუვიდეს, რაიმე ინფექციის ან გენეტიკური გადახრის გამო. ყრუები არიან ალბინოსი ძაღლები, ისევე როგორც – კატები. მაგრამ, თუ ცხვირი და თვალები შავი ფერის აქვს, მაშინ ის ყრუ არ არის.


скачать dle 11.3