კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დეფიციტი იწვევს ცხოველის თმის ხარისხის გაფუჭებასა და მის ცვენას

თუ ძაღლს ბეწვი არ უბზინავს, თქვენ კი ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, არც ისე მართებულია თქვენი მხრიდან. ცხოველის ბეწვის ხარისხით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვლინდება, ეს კი ძირითადად პატრონზეა დამოკიდებული. ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრება.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ცნობილია, რომ ცხოველის ბეწვისა და თმის საფარველის მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის ჯანმრთელობასა და დაბალანსებულ კვებასთან. რაციონში რაიმე საკვები ინგრედიენტის უკმარისობა, იქნება ეს მიკრო თუ მაკრო ელემენტები, ვიტამინები, პროტეინები და ასე შემდეგ, ადრე თუ გვიან, თავისებურ ზეგავლენას ახდენს ბეწვის საფარველის საერთო მდგომარეობაზე. ჯანმრთელ და სწორად ნაკვებ ცხოველს ყოველთვის უბზინავს ბეწვი. ცხოველის ბეწვზე ასეთი დაკვირვება და შეფასება შეიძლება, მისი ჯანმრთელობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად მივიჩნიოთ. ძაღლის ბეწვის მდგომარეობის შეფასების ნიშნებია: ბზინვა, სიფაფუკე, მოქნილობა და ცხიმოვანი ნადების რაოდენობა. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი კვება ძაღლის ჯანმრთელობის საწინდარია, რაც თავისთავად, ბეწვის საფარველზე აისახება.

– ბეწვის ბზინვარებისთვის რას ენიჭება დიდი მნიშვნელობა?

– ბეწვის ჯანმრთელობისა და ბზინვარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ცილას, რადგან თმის ღერის შემადგენლობაში 90 პროცენტი ცილაა. ორგანიზმში ცილის ან გარკვეული ჯგუფის ამინომჟავების დეფიციტი იწვევს თმის ხარისხის გაფუჭებას, მის ცვენას და ზრდის შენელებას, ან ბეწვი ხდება უხეში და ადვილად მტვრევადი.

ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი ბეწვს ბზინვარებას აძლევს. ეს სეკრეტი შეიცავს ცვილებისა და ლიპიდების სხვადასხვა კონცენტრაციის კომბინაციას. სეკრეტი ხელს უშლის ბეწვის დაგრეხას და ხელს უწყობს მას თანაბრად განლაგებაში. აქვს დამცველობითი ბარიერული ფუნქცია და ბეწვის შემადგენელ კომპონენტებს მოქნილობასა და ელასტიკურობას ანიჭებს.

– კიდევ რას აქვს დიდი მნიშვნელობა?

– ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს შეუცვლად ცხიმოვან მჟავებს, შემავალს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტში, რომელიც განაპირობებს მის ხარისხს. მისი შემცველობა ძირითადად დამოკიდებულია ცხოველის რაციონის შემადგენლობაზე. ზოგიერთი საკვები ნივთიერება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის საფარველის ხარისხს. ამ ნივთიერებებს უპირველესად, მიეკუთვნება ნახევრად ნატურალური ცხიმოვანი მჟავები „ომეგა-6“ ის ჯგუფიდან, რომლებიც ძალიან ბევრია მცენარეულ ცხიმში. ნახევრად სინთეზური ცხიმოვანი მჟავების წინამორბედი არის ლინოლინის მჟავა. აღნიშნული მჟავები მინერალებთან ერთად თმის ღერის ცილას ამაგრებს, კანის საფარველს იცავს გამოშრობისგან და უნარჩუნებს ელასტიკურობას. აღნიშნული ნივთიერებების დეფიციტი საკვებში იწვევს ბეწვის საფარველისა და კანის გამოშრობა-გაუხეშებას, რითაც შემდგომში გზა ეხსნება ნებისმიერ კანის დაავადებას და ადვილად ხდება მისი ათვისება.

– კვების რაციონში რა პროდუქტი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ბეწვის ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი?

– საკვებში ცხიმის შემცველობის მინიმალიზაცია ერთ-ერთი საშუალებაა გაცხიმოვნების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. მაგრამ ამგვარი მიდგომა არ იქნება სწორი, რადგან ორგანიზმისთვის აუცილებელია იმ შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავეების მიღება, რისი სინთეზიც ვერ ხდება ძუძუმწოვრების ორგანიზმში. შეუცვლადი ნახევრად ნატურალური ცხიმოვანი მჟავების მიღებისთვის ოპტიმალური ვარიანტია საკვებში ისეთი ცხოველური ცხიმების ჩართვა, როგორებიცაა ფრინველისა და თევზის ქონი, ასევე მცენარეული ზეთები.

– ვიტამინებს რაც შეეხება?

– დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებში A ვიტამინის შემცველობას. A ვიტამინი (რეტინოლი) ცხიმში ხსნადია და ხელს უწყობს ცხიმოვან ჯირკვლებში სეკრეტის გამომუშავების რეგულირებას. ასევე, თავად მონაწილეობს და დიდ როლს ასრულებს კერატიზაციის პროცესშიც, რაც ეპიდერმისის განახლებას გულისხმობს. მისი უშუალო მოქმედებაა ასევე ბეწვის ბზინვარება.

– დერმატოზები რისგან არის გამოწვეული?

– დერმატოზები, რომლებიც გამოწვეულია ავიტამინოზებით, ძაღლებში ხშირად არ გვხვდება. ის დამახასიათებელია მხოლოდ კოკერსპანიელის ჯიშისთვის.

– რა ნიშნით ვლინდება დერმატოზები?

– დერმატოზის მთავარი გამოვლინება ის არის, რომ ბეწვი ხდება შეუხედავი, ჭუჭყიანი, ცხიმიანი და აქვს არასასიამოვნო სუნი.

– დაბოლოს, რა რჩევას მისცემთ ძაღლის პატრონებს?

– ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ცხოველისთვის რაციონში შემავალ ინგრედიენტებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემდგომში კანისა და ბეწვის საფარველის პათოლოგიების განვითარება. არასწორი რაციონის კორექტირება, კერძოდ, მისი გამდიდრება და დეფიციტური ინგრედიენტებით – შეუცვლადი ცხიმოვანი მჟავეით შევსება, შეიძლება, გახდეს კანის სხვადასხვა დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უნდა გვახსოვდეს, რომ არასწორი რაციონი ხდება ცხოველის დაავადების ძირითადი მიზეზი.


скачать dle 11.3