კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თქვენი პირადი beauty გეგმა

რაზე ოცნებობენ ქალები? – კარგად გამოიყურებოდნენ ყველგან და ყოველთვის! რა არის ამისთვის საჭირო? – ყოველდღე მოუარონ თავს! დიახ, ეს არის ჩვენი ყველაზე სასიამოვნო შრომა, რომელიც მერე საშუალებას გვაძლევს, ჩვენკენ მოვმართოთ ძლიერთა ამა ქვეყნისათა აღფრთოვანებული მზერა და, ქათინაურებით განებივრებულებმა, ამაყად ვთქვათ: „მე ქალი ვარ!“

გაწმენდა, დატენიანება, კვება – ესაა კანის მოვლის სამი საკვანძო პროცედურა. თუ თქვენ ინტენსიურად იტარებთ ამ პროცედურებს, თქვენი კანი, ასაკის მიუხედავად, უნაკლო იქნება. სრულყოფილების მისაღწევად კი აუცილებელია, იცოდეთ, როგორი საათობრივი გრაფიკი უნდა დაიცვათ.

8 საათზე: შხაპის მიღებისა და ფინჯანი ყავის შემდეგ თქვენი კანისთვის აუცილებელია ეფექტური ლიფტინგი, რომელიც მას ტონუსს მისცემს, რის შედეგადაც მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს ახალგაზრდულ ელფერს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ კანის მოვლის ერთი ხაზის საშუალებები.

13 საათზე: დღის ამ მონაკვეთში კანი შრება და მას წყურვილი აწუხებს, თანაც, არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდანაც. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ამ დროს სითხე უნდა მიიღოთ, შუადღის რაციონში ჩართეთ E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ნუში, რაც აუცილებელია კანის ჰიდრობალანსის შესანარჩუნებლად.

მნიშვნელოვანია, რომ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის თან იქონიოთ მინერალური წყალი (სასურველია, გაზგასული); რომელიც დღეში 1,5-2 ლიტრამდე უნდა დალიოთ.

19 საათზე: პირველი, რაც უნდა გააკეთოთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ეს არის სახის გაწმენდა და მკვებავის წასმა. გვიან წასმული მკვებავი ვერ ასწრებს სასურველი ზემოქმედების მოხდენას.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თვალების გარშემო დილას და საღამოს უნდა წაისვათ სპეციალური თვალის გელი.


скачать dle 11.3