კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადმოხტა 50 მეტრის სიმაღლიდან ეკა ამირეჯიბი და რის ფასად გარისკა მან

რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანი, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი, „ვარსკვლავების აკადემიის“ სტუდენტი და მომღერალი ეკა ამირეჯიბი, აქტიური ცხოვრების სტილით ცხოვრობს. მისი დილა, სამსახურიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, ექვსის ნახევარზე იწყება. როცა ქალაქი იღვიძებს, ის სრულიად საქართველოს ტელე ან რადიო ეთერის საშუალებით ესალმება.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– საშინელი და არაადამიანური.

– რატომ?

– იმდენად ჩქარი და სწრაფი ცხოვრების სტილი მაქვს, რომ ხან ისე გადის დღე, ვერც ვამჩნევ.

– შენი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ, ღამის ცხოვრებასა და გართობაზე უარი თქვი.

– პრინციპში, აქტიურ წესზე უარი ვთქვი. თუ დრო მაქვს, მირჩევნია, მყუდროდ ვიყო სადმე, ნაკლებ ხმაურში. ქართული გლამურული შეკრებები არ მხიბლავს. მოდის კვირეულებსა და მსგავს რაღაცეებზე, არ დავდივარ. მით უმეტეს, ეს ის თემებია, რასაც მე თვითონ ხშირად ვაშუქებ და საღამოს იმავე გარემოცვასა და იგივე სიტუაციაში მისვლა, ძალიან ნაკლებად მინდა. უფრო სიწყნარე და ქალაქგარეთ გასვლა მომწონს. ასე უფრო ვისვენებ.

– შენი სამუშაო დღე თითქმის ყოველთვის ძალიან ადრე იწყება.

– ყოფილა შემთხვევა, როცა კვირაში ხუთი დღე დილის ექვსის ნახევარზე ავმდგარვარ. თუ „რუსთავი 2-ის“ ეთერში არ ვარ, „ფორტუნაში“ ვარ და ამიტომ, შაბათი ის დღეა, როცა დილით არ უნდა დამირეკო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მაინც ტელეფონის ზარი მაღვიძებს.

– ანუ, შენი მობილური ტელეფონი ყოველთვის ჩართულია?

– სამსახურიდან გამომდინარე, სხვანაირად არ გამოდის.

– საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი გაქვს, პასიურ ადამიანებს როგორ ეგუები?

– ახლა ისეთ ეტაპზე ვარ, დიდი სიამოვნებით რამდენიმე თვე ზეპასიური ვიქნებოდი, მაგრამ ზოგადად, ძალიან მიჭირს ინერტულ ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთებისთვის სულერთია დილაა, შუადღე, საღამო, ზამთარი თუ ზაფხული. ისინი სულ შენ უნდა მოქოქო და ნაკლებად მიყვარს.

– ყოველთვის გრძნობ ადამიანი რა განწყობით არის შენს მიმართ?

– საერთოდ, ძალიან მიმნდობი ვარ და ნაკლებად ვხედავ ადამიანებში ცუდს. ეს ძალიან ხშირად შემომტრიალებია უარყოფითად და ცხვირიც წამიმტვრევია. მარტივად ვიჯერებ და არ მინდა, ადამიანში რაღაც ცუდი ვეძებო. ამიტომ, ხშირად, ისე მომხდარა, მე რომ მეგონა, მთლად ისეც არ ყოფილა საქმე და ჩემი მიამიტი ბუნებიდან გამომდინარე, პატარ-პატარა იმედგაცრუებები მქონია.

– შენ თუ გამჩნევენ, ვის მიმართ როგორ ხარ განწყობილი?

– მგონი, მამჩნევენ. თუ ადამიანი არ მიყვარს, მას არასდროს ვეტყვი – ჩემო სიხარულო, ჩემო საყვარელო, გკოცნი, პუპსიკ, და ასე შემდეგ. პირფერობა არ გამომდის, ჩემი სფერო არ არის.

– რისკიანი ხარ?

– გააჩნია, რის ფასად. შეიძლება, აზარტულ თამაშებს ნაკლებად ვეტანები, მაგრამ როცა ძალიან მინდა რაღაც გამომივიდეს საქმეში ან სამსახურში, რისკზე მივდივარ. ჩემი აზრით, თუ ძალიან მოინდომებ, ადრე თუ გვიან, გამოგივა. რისკიანი რაღაცეებში ვარ, მაგრამ ზომიერად.

– ბევრი ალაპარაკდა შენს ერთ-ერთ გარისკვაზე, როცა პირდაპირ ეთერში 50 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტი. რა შეგრძნება იყო ჰაერში?

– ძალიან ცუდი. ახლაც იმ ადგილზე რომ მივდივარ, გული სხვანაირად მიცემს. ჩემს ბუნებასა და ხასიათში ექსტრემი არანაირად არ ზის. ვინც მიცნობს, მათ ყველაზე მეტად გაუკვიდათ ჩემი გადმოხტომა. უბრალოდ, ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაზეც ბევრი არ მიფიქრია, რადგან, თუ ეს თემა მექნებოდა ეთერში, უნდა გადმოვმხტარიყავი კიდეც. სხვანაირად ამას აზრი არ ექნებოდა. იქ რომ დავდექი და მითხრეს, ყველაფერი მზად არისო, მაშინ მივხვდი, რა შარშიც გავყავი თავი. ვერ იყო მთლად კარგი შეგრძნება.

– ცხოვრებაში რაზე ვერ იტყვი ვერასდროს უარს?

– უარს, ალბათ, ვერასდოს ვიტყვი ჩემს მეგობრებზე, მუსიკასა და ისეთ მარტივ რაღაცეებზე, რითიც შეიძლება, ცხოვრებაში „იკაიფო“.

– მიზანდასახული ადამიანი ხარ. ისეთი შემთხვევა თუ გქონია, ხელი რომ ჩაგიქნევია ყველაფერზე და ფარ-ხმალი დაგიყრია?

– ისეთი მომენტი ყველას აქვს, როცა გეჩვენება, რომ მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ ამხედრდა. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დროებითი და წამიერია, რადგან დეპრესიისკენ მიდრეკილი არ ვარ. შეიძლება, მქონდეს კიდეც, ეს ეგრეთ წოდებული დეპრესია, მაგრამ ნაკლებად ვაქცევ მას ყურადღებას. შემიძლია, კარგ რაღაცეებზე გადავერთო და ის შორს მოვისროლო.

– წყენას ადვილად ივიწყებ?

– წყენას ყველაზე მეტად ჩემი მშობლებისგან ვერ ვივიწყებ. ანუ, რეალურად ვის მიმართაც ნაკლებად უნდა ჩამრჩეს გულში წყენა, მათგან ყველაზე რთულად ვივიწყებ მას და მტკივნეულად განვიცდი. ისე შეიძლება, უცხო ადამიანმა რომ მითხრას რაღაც ისე, ძალიან მეწყინოს და მერე სამი თვე ეს მახსენდებოდეს.

– ფეთქებადი ხარ?

– ფეთქებადი უფრო სახლში ვარ, მეგობრებსა და სამსახურში – არა. არ მიყვარს, როცა ოჯახში ბევრ კითხვას მისვამენ. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ყოველი დღის ბოლოს, დაჯდება და შეაჯამებს, როგორი დღე ჰქონდა. სახლში ლაპარაკი ასეთ თემებზე არ მიყვარს. ამიტომაც, ოჯახში ფეთქებადი ვარ. სამსახურში და მეგობრებთან შემიძლია, უკიდეგანოდ მომთმენი და დიპლომატი ვიყო.

– ეკა ამირეჯიბი რთული პიროვნებაა თუ არც ისე მარტივი?

– ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი სირთულეც ეს არის. ძალიან ხშირად მეცვლება ხასიათი. დიდად ასტროლოგიის არ მჯერა, მაგრამ ზოდიაქოთი „ტყუპები“ ვარ და ალბათ, ეს ნიშანიც თავისას შვრება. დღეში შეიძლება, უამრავჯერ შემეცვალოს ხასიათი. სხვა მხრივ, რთული ადამიანი არ უნდა ვიყო, პირიქით, ძალიან მხიარულიც კი ვარ. თუ ვხედავ, რომ საყვარელი ადამიანი მოწყენილია, შეიძლება უცებ „კლოუნიც“ გავხდე. ხშირად უთქვამთ, რომ ადამიანის გამხიარულება და დადებითი მუხტის მიცემა შემიძლია. თუ ეს მართლა მახასიათებს, კმაყოფილი ვარ.

– რა პროფესიის ადამიანი არ იქნებოდი არასდროს?

– არასდროს ვიქნებოდი ექიმი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი. მამაჩემი ფიზიკოსია და მთელი ბავშვობა გამწარებული მქონდა ამ საგნების სწავლით.

– რისი კეთება მოგწონს?

– ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს, რაც ალბათ, დამღუპველი თვისებააა, რადგან ბევრ რაღაცას მიედ-მოედები. მაგალითად, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. მუსიკა ხომ, სხვა თემაა ჩემთვის. მთელი ცხოვრება მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. არ ვიცი, როდის, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამას რაღაც დოზით ავიხდენ.

– ისეთ გარემოში გიწევს ყოფნა, როგორიც რადიო, ტელევიზია, სცენაა. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს, პირდაპირ ეთერში, ან თუნდაც კონცერტის დროს ასეთი ფაქტისგან დაზღვეული არ ხარ. ყოველთვის შეგიძლია, ამ სიტუაციაში თავის გაკონტროლება?

– ადამიანი ხარ და შეიძლება, თავი ასი პროცენტით ვერ გააკონტროლო, მაგრამ დროთა განმავლობაში, გამოცდილება გასწავლის, როგორ გამოძვრე სიტუაციიდან და დადებითი მოუძებნო მომხდარს. შეიძლება, საკუთარ თავზეც იხუმრო იმ მომენტში. სიცილიც მშვენიერი გამოსავალია ამ დროს. ისევ კარგით უნდა დაიძვრინო თავი.

– ქუჩაში, ალბათ, ბევრი ადამიანი გცნობს.

– ამაზე არ ვფიქრობ, შეიძლება ხშირად ვერც ვამჩნევ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, მიყურებენ ვერ ვხვდები, რატომ – რაც იმ მომენტში მაცვია ის მოსწონთ, საყურე მოსწონთ თუ უბრალოდ, მე მცნობენ.

– როგორი ადამიანი არ იქნება შენს გვერდით არასდროს. ეს ეხება როგორც მეგობარს, ასევე, საყვარელ ადამიანს.

– ჩემს გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს, ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემს გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემს გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემს გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა.

– შენ თუ შეგიძლია საყვარელი ადამიანისთვის გრანდიოზული სიურპრიზის მოწყობა?

– მატერიალურ სახსრებს თუ გამოვრიცხავთ, შემიძლია, ორიგინალური სიურპრიზი გავუკეთო. საერთოდ, ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება. როცა იცი, რომ რაღაც უნდა დიდი ხანია და ასიანში გაარტყამ, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მით უმეტეს, თუ ამას საყვარელი ადამიანისთვის აკეთებ.


скачать dle 11.3