კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „დააქორწინა“ თამთა შედანია ჩინელ ანდრეი ვონგზე და როგორია მისი აზიური „ფეშენ“ ცხოვრება

დაახლოებით, ერთი წელია, რაც მშვენიერი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, თამთა შედანია ჰონკონგში ცხოვრობს და იქ აქტიურად განაგრძობს სამოდელო კარიერას. ის უკვე არაერთი ცნობილი ბრენდის სახე გახდა და მისი წარმატებები, პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

თამთა შედანია: 5 იანვარს რომ გავფრინდი ჰონკონგში, მას შემდეგ საქართველოში არ ვყოფილვარ. ახლახან (ინტერვიუ ჩაწერილია 1 დეკემბერს – ავტორი) ერთი კვირით ჩამოვედი, ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები მოვინახულე. აქედან პირდაპირ კორეაში მივდივარ, სადაც სამუშაო მელოდება. ორი თვე დავრჩები, შემდეგ ისევ ჰონკონგში დავბრუნდები. ნახევარი წელი თითქმის გაწერილი მაქვს. მერე ვნახოთ, რა იქნება, ევროპიდანაც კარგი შემოთავაზებები მაქვს, არჩევანი უკვე ჩემზეა.

– კმაყოფილი ხარ აზიაში მუშაობით?

– კმაყოფილი ვარ, თან იქ, ევროპასთან შედარებით, უფრო მეტ თანხას იხდიან. ცხოვრებაც არ არის ძალიან ძვირი. ევროპაში კი დიდი კონკურენციაა. იქ ერთ ქასთინგზე 600-700 მოდელი მოდის, თან მოდელების ტიპაჟებიც თითქმის ერთნაირია. აზიაში კი განსხვავებული გარეგნობის გოგონები არიან, კონკურენციაც არ არის ძალიან დიდი და შეგიძლია, გახდე კარგი მოდელი. თავიდან, როდესაც ჰონკონგში დამწყები მოდელი ვიყავი, ქასთინგებზე დავდიოდი. ვეცნობოდი კლიენტებს. პირველი 6 თვის განმავლობაში ბევრჯერ მომიწია ერთი და იგივე კლიენტებთან მუშაობა და შემდეგ, როდესაც იანვარში მეორედ ჩავედი ჰონკონგში, უკვე ისე მიცნობდნენ, ხშირად ქასთინგის გარეშე მჯავშნიდნენ. როდესაც ზამთარში ჰონკონგში ჩავედი, მაშინვე „ფეშენ-ვიქში“ მივიღე მონაწილეობა, ძალიან დატვირთული ვიყავი – მქონდა გადაღებები ჟურნალებისთვის: „ვოგი“, „ბაზარი“. შემდეგ გავემგზავრე სინგაპურში ორთვიანი კონტრაქტით. ჩასვლისთანავე, მთელი ორი კვირის განმავლობაში მქონდა გადაღებები. სამოდელო ბიზნესში ყველამ იცის, რომ თუ „ბუქში“ სინგაპურის ფოტოები გაქვს, ეს ძალიან დიდი პლუსია. ევროპის სამოდელო სააგენტოებს არ მოსწონთ აზიის ფოტოები და თუ ბუქში გაქვს სინგაპურის ფოტოები, რომელიც „ფეშენ“ დონეზეა გადაღებული, შეგიძლია, იქაც გამოიყენო. მონაწილეობა მივიღე სინგაპურის „აუდ-ფეშენ ვიქში“, რომელსაც „აუდი“ ასპონსორებდა და ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო გაკეთებული. შვიდივე დღეს ვიყავი დაკავებული. მოდის კვირეული „შანელის ფეშენ-შოუთი“ გაიხსნა. ევროპის ხაზი იყო ჩამოტანილი, შემდეგ – „დიორი“, „გუჩი“, „ფენდი“ და ბოლოს სინგაპურის „ფეშენ-ვიქი“ რობერტო კავალის ჩვენებით დაიხურა, რომელიც პირადად გავიცანი. სინგაპურში ჩემი ფოტო დაბეჭდეს „კატალოგე მაგაზინის“ გარეკანზე, ასევე ჰონკონგშიც ვიყავი „ჯეტ სტაილის“ გარეკანზე. თუ მოდელს „ბუქში“ აქვს „ქავერი“, ანუ ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი ფოტო, ეს დიდი მიღწევაა და კარიერულ წინსვლაში ძალიან ეხმარება. ორივე „ბუქში“ მიდევს.

– როგორც ვიცი, ჰონკონგში ცნობილი ბრენდების სახე გახდი.

– მთელ აზიაში გავხდი „ჯორდანოს“ სახე. მახსოვს, 120 მოდელი იღებდა ქასთინგში მონაწილეობას, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ მე ამირჩიეს. 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გადაღებები მქონდა. ფოტოები დაიბეჭდა დიდ ბილბორდებზე, ასევე, მაღაზიის კატალოგებში. ეს ბრენდი არის როგორც ჰონკონგში, ასევე შან-ხაიში, ტაილანდში, სინგაპურში, ტაივანში, მალაიზიაში, ანუ აზიის ძალიან ბევრ ქვეყანაში. თუ აზიაში ცნობილი ბრენდის სახე ხარ, კლიენტი უფრო მეტად გაფასებს და პროფესიონალ მოდელად აღგიქვამს. გავხდი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდის – „ნაინ ვესტის“ სახე. ქასთინგი სამი დღე ტარდებოდა, 200-ზე მეტი გოგონა იყო და საბოლოოდ მხოლოდ მე ამირჩიეს. მათთან ვმუშაობდი 2 დღის განმავლობაში. გააკეთეს „ნაინ ვესტის“ „ლუქ-ბუქები“, მაღაზიის კატალოგები და ბილბორდები. დიდი ხანია, ვთანამშრომლობ ადგილობრივ ცნობილ ბრენდთან – „შანხაი ტანგთან“, გადამიღეს შემოდგომა-ზამთრის წინა წლის კოლექციაში, ასევე გაზაფხულ-ზაფხულისა და ახლა კი, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში.

– ჰონკონგში უკვე საკმაოდ ცნობილი მოდელი ხარ.

– ჰონკონგში წინა წელს 7 თვეს ვცხოვრობდი, ახლა 9 თვეა იქ ვარ და შეიძლება, ითქვას, უკვე ადგილობრივი მოდელი ვარ. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სააგენტოშიც თბილად მექცევიან, ყველას ვუყვარვარ და სულ ცდილობენ, თავი მარტოდ არასდროს ვიგრძნო. რაც მთავარია, აღარ მიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება. უკვე მყავს პირადი კლიენტები. მაგალითად, „ჯორდანოს“ უნდა, რომ გადამიღოს გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაში, იმიტომ, რომ მასთან ვიმუშავე, კმაყოფილები არიან და ურჩევნიათ, ისევ იმასთან ითანამშრომლონ, ვისაც იცნობენ. ასევეა, სხვა ბრენდებთანაც.

– ეს ყველაფერი ხომ აისახება ფინანსებზეც?

– როდესაც დამწყები მოდელი ხარ, კლიენტი ფიქრობს, რომ არ გაქვს გამოცდილება, არ იცის, როგორ იმუშავებ და გიხდიან წესებით განსაზღვრულ თანხას. მაგრამ, როცა გიცნობენ, იციან შენი მუშაობის სტილი, უკვე თანხის რაოდენობაც იმატებს. საერთოდ, შოუებში იხდიან ნორმალურ თანხას, მაგრამ, როდესაც დიდი ბრენდებისთვის, კატალოგებისთვის გაქვს გადაღება, უკვე ანაზღაურებაც სოლიდურია. საყოფაცხოვრებო ხარჯებიც დიდია, მაგრამ 11-თვიანი მუშაობის შემდეგ საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ჰონორარი მივიღე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღე.

– რომელმა ბრენდმა გადაგიხადა ყველაზე დიდი თანხა?

– ყველაზე დიდი თანხა მივიღე, როდესაც გავხდი „ჯორდანოს“ და „ნაინ ვესტის“ სახე, „რობერტო კავალის“ შოუზეც საკმაოდ სოლიდური თანხა გადამიხადეს.

– როგორც ვიცი, შენს შეყვარებულთან – ანდრეი ვონგთან ერთად ტაილანდში იყავი.

– ტაილანდში დასასვენებლად ვიყავი ჩემს ორ მეგობარ გოგონასთან და შეყვარებულთან ერთად. 5 დღე დავრჩით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვიყავით ქალაქ პუკეტში. იქ ისეთი, ენით აუწერელი სილამაზე იყო, თავი სამოთხეში მეგონა. სპილოზეც ვიჯექი, თვიდან ძალიან მეშინოდა მიკარება, მაგრამ მერე გავბედე.

– ასეთ ადგილებში მამაკაცები უფრო რომანტიკულები ხდებიან.

– ჩემი შეყვარებული ჩემ მიმართ ყოველთვის რომანტიკულია. ამიტომ, იმისთვის, რომ უფრო მეტად რომანტიკული გახდეს, სხვა ქვეყანაში წასვლა არ სჭირდება.

– საქართველოში რომ წამოხვედი, ახლა კი კორეაში მიდიხარ, არ აპროტესტებს?

– ძალიან გაგებული ადამიანია, ყველაფერს შეგნებულად უდგება. იცის, რა არის ჩემთვის უკეთესი. რა თქმა უნდა, გვენატრება ერთმანეთი, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ მალე ისევ შევხვდებით. ის ყოველთვის ირჩევს იმ გზას, რომელიც ჩემთვის უკეთესია.

– თბილისში ბევრს ჭორაობენ, თამთა შედანია გათხოვდაო. თან, ხაზს უსვამენ, რომ ჩინელს გაჰყევი ცოლად.

– კი. „დამაოჯახეს“, ქორწილიც „გადამიხადეს“, რაც დიდი აბსურდია. შორს ვარ, ოჯახისგან მოწყვეტილი და მადარდებდა, რომ დედაჩემი ინერვიულებდა. ახლაც ბევრმა მკითხა, მართლა გათხოვდი, თან ჩინელზეო. ისიც მითხრეს, რომ მე ისეთი კარგი გოგო ვარ, შემიძლია, კარგი ქართული ოჯახი შევქმნა. არ ვიცი, მომავალში ვის გვერდით ვიქნები, მაგრამ ჩემი სურვილია, ვიყო იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ვეყვარები, მეყვარება და ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებს – რელიგიასაც შეიცვლის. მინდა, ქრისტიანული ოჯახი შევქმნა. მომავალში, თუ გავთხოვდები, აუცილებლად მექნება ქრისტიანული ოჯახი და გადავიხდი ტრადიციულ ქორწილს.

– ანდრეისთან ამ თემაზე გისაუბრია?

– მისაუბრია. ანდრეის ძალიან აინტერესებს ქართული ტრადიციები, კულტურა. საქართველოს შესახებ ბევრი რამ იცის. ჯერ პატარა ვარ იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნა. უბრალოდ, ჩვენ ახლა ძალიან ლამაზი ურთიერთობა გვაქვს და მომავალში ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. ჯერ ისევ ვეცნობით ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვართ შეყვარებულები და კარგად ვგრძნობთ ერთმანეთთან თავს. როდესაც ორ ადამიანს აქვს ერთმანეთთან ურთიერთობა და მათ შორის ჩნდება გრძნობა, ამ დროს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნება, მისი სულიერება და არა მისი მატერიალური მდგომარეობა. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. არ მაქვს ისეთი ხასიათი, რომ ადვილად ვინმე შემიყვარდეს და დავუახლოვდე, თუ არ აკმაყოფილებს იმ პუნქტებს, რაც ჩემს წარმოსახვაში მაქვს – ანუ, ესენია სულიერება, სითბო, რომელიც პიროვნების შიგნიდან მოდის. ანდრეი ძალიან ყურადღებიანი, კარგი ადამიანია და ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.


скачать dle 11.3