კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩუმდება ეკა კვალიაშვილი გიორგი სააკაძის ძეგლის დანახვისას და რატომ ემუქრებოდა მას მამედა დაჭერით

მომღერალი ეკა კვალიაშვილისთვის გამოუვალი მდგომარეობა ცხოვრებაში არ არსებობს, რადგან საკმაოდ ძლიერი ბუნებისა და ნებისყოფილის ქალია. უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ძალიან ბევრი მეგობარიც ჰყავს. მისი თქმით, ძალიან უყვარს მეგობრების წრეში დროის ტარება და უამრავი, მათთან ერთად თავს გადახდენილი ისტორიაც აქვს მოსაყოლი, რომელსაც ყოველთვის ხალისით, ენერგიითა და სიცილით იხსენებს.

ეკა კვალიაშვილი: ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან თავს მშვიდად და ხალისიანად ვგრძნობ და ვიცი, არასდროს მიღალატებენ. უამრავი ისტორიაც მაქვს გასახსენებელი მათთან დაკავშირებით და ძალიან მიყვარს ამ ისტორიების მოყოლა. საერთოდ, ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს. ერთხელ დალიეს და ნაბახუსევზე გადაწყვიტეს, სადმე ქალაქგარეთ გავიდეთო. სახლში გამომიარეს, მანქანაში ჩამსვეს და წავედით. მთელი გზა „გავუბურღე“ მათ ტვინები: რა უბედურებაა, ამდენი სმა, აღარ მოგწყინდათ ყოველდღე დალევა, კარგი რომ იყოს, მე დამასწრებდით-მეთქი. მისმენენ და მითმენენ. მეც არ ვჩერდები, „ვბურღავ“ და „ვბურღავ“ (იცინის). მოკლედ, იმდენი ვილაპარაკე, ყველას თავი ავატკივე. მოგეხსენებათ, ჩემი დიდი ბებია – მარო თარხნიშვილი გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ. უცბად, სააკაძის ძეგლი დაინახეს, გააჩერეს მანქანა, გადმოვიდნენ, გადმომიყვანეს, ხელი გაიშვირეს ძეგლისკენ და მითხრეს: აი, ეკა, შენი პაპა, იქნებ ამას მაინც სცე პატივი და ამის დანახვისას მაინც გაჩუმდეო (იცინის).

– ერთხელ თქვი, ერეკლე მეორის შთამომავალიც ვარო. დედოფლობაზე არ გაქვს პრეტენზია?

– (იცინის). დედოფლობის პრეტენზიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ერეკლე მეორეს პირდაპირი შთამომავალი რომ ვარ, ეს სიმართლეა. ანუ, ბაბუაჩემის დედის მხრიდან, ნამდვილად ერეკლე მეორეს შთამომავალი ვარ. ერთხელ, კახეთში ყოფნისას, სახლ-მუზეუმში წავედით. მივიხედე-მოვიხედე და უცებ პრეტენზიულად დავიწყე საუბარი: გადავირიე, კაცო, ბაბუაჩემს ასეთი დაბალჭერიანი „ხრუშოვკა“ როგორ ეკადრება, რას იტყვის იმ ქვეყნად ის კაცი? ავდგები ახლა, პრივატიზებას გავაკეთებ, შევისყიდი ამ მუზეუმს და თავად მივხედავ წინაპართა დატოვებულ განძს-მეთქი (იცინის). იქ მომუშავე ქალი დაგვყვებოდა და თვალები ჭყიტა, გაშტერდა, ვერ მიხვდა, რაებს ვლაპარაკობდი. არადა, ისეთი სერიოზული სახე მქონდა, რას მიხვდებოდა, რომ ვხუმრობდი (იცინის)? ბოლოს, შევედით დარბაზში, სადაც მეფის ტახტი იდგა. ამ ტახტს გარშემო წითელი ლენტი ერტყა, ანუ იმის იქით დამთვალიერებელს არ ჰქონდა შესვლის უფლება. უცებ, სოფო გავარდა და ტახტზე შემოსკუპდა, თან დააყოლა – მე დედოფლობა მომიხდებოდა და ამიტომ, ჩემთვის წითელი ლენტი დაბრკოლება არ არისო. დათომ გადააბოტა წითელ ლენტს და ისც ტახტზე წამოკოტრიალდა, მე მეფობა მომიხდებოდაო. ის ქალი კიდევ, სულ გადაირია, თქვენ ვინ ხართ, კაცო? აქ რომ ასეთ მდგომარეობაში ვინმემ დაგინახოთ, ხომ მომხსნეს სამსახურიდან, რა გინდათ, რას მერჩით? თქვენს დედოფლობა-მეფობას უნდა გადამაყოლოთო (იცინის). უცებ, სრული სერიოზულობით მივუბრუნდი იმ ქალს. იფიქრა, ეს მეტყვის ახლა ჭკვიანურს რამესო და დავიწყე: დაწყნარდით, ქალბატონო, არ ინერვიულოთ, თუ ვინმეს ეგების აქ სიტყვის თქმა და ამ ტახტზე ჯდომა, ეს მე ვარ- მეთქი. გადავაბიჯე დინჯად წითელ ლენტს და ტახტზე დედოფალივით დავბრძანდი. სულ გადაირია (იცინის).

– მართალია, რომ თითქოს საფრანგეთში ყოფნის დროს, დაკარგული ბარგის პოვნა ძალიან გეწყინა. არადა, წესით, ხომ უნდა გაგხარებოდა დაკარგულის პოვნა?

– (იცინის). ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა დაკარგულის პოვნა არ გამიხარდა. მოკლედ, საფრანგეთში მქონდა კონცერტი. რომ მივდიოდი, ერთ ჩანთაში ზედები ჩვაწყვე, მეორეში ქვედა სამოსი და რომ ჩავფრინდი საფრანგეთში, აღმოჩნდა რომ, ის ჩანთა, სადაც ზედები იდო ჩამოვიდა, ხოლო ქვედების ჩანთა – დაიკარგა. კი განვაცხადე, მაგრამ თან, გულში ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტავ, ვერ იპოვონ, დაკარგულ ბარგზე დიდ თანხას იხდიან და კარგ კომპენსაციას ავიღებ-მეთქი. სამი დღე ველოდე და მეოთხე დღეს, ბედი არ გინდა? იპოვეს და მომიცუნცულეს ჩემი ბარგი სასტუმროში.

– უცხო ქვეყანაში დელიკატესებს არ გაუსინჯე გემო, მაგალითად, გველის მწვადს ან რვაფეხას „ჩახოხბილს“?

– მახსოვს, საბერძნეთში ვიყავი და მასპინძელმა იფიქრა, პატივს ვცემ, ვასიამოვნებ და დელიკატესით გავუმასპინძლდებიო. ვზივარ მაგიდასთან და გავიხედე, დიდი ლანგრით შემოაქვთ უზარმაზარი, კარგად მოხარშული რვაფეხა. იმ უბედურს, თვალები დაელამებული ჰქონდა, ენა წინ გადმოგდებული და ისეთი საცოდავი შესახედი იყო, გული დამეწვა. (იცინის). იმას რა მაჭმევდა? საწყალი, ეტყობა, წყლიდან რომ ამოიყვანეს, ეგრევე ჩააგდეს აქაფქაფებულ წყალში.

– საიდან მიხვდი, რომ რვაფეხა წამებით მოკლეს?

– ამას რა მიხვედრა და დამტკიცება უნდოდა? ფეხები აქეთ-იქით ეყარა და თვალები დაყვლეპილი ჰქონდა (იცინის). თქვენ ბერძნული დელიკატესი ეძახეთ და იმას რა მაჭმევდა? არადა, მასპინძელი გადაირია, მიირთვით, უგემრიელესი დელიკატესია, ძვირად ღირებული, თქვენს საპატივსაცემოდ მოვამზადეთო. ზრდილობისთვის ერთი წავლუკმე და ეგ იყო. ისე გადავყლაპე ლუკმა, გემოც არ გამიგია.

– ეკა, მეგობრებთან დალევა თუ „მოსულა“ და თუ გახსოვს, პირველად როდის გაუსინჯე ალკოჰოლს გემო?

– როგორ არ მახსოვს პირველი დალევა. ეს ძალიან სახალისო ამბავია. სკოლაში ვსწავლობდი, ალბათ, მეათე კლასში ვიქნებოდი და ჩემმა ძმამ თავის კლასელ ბიჭთან წამიყვანა სტუმრად. იმ ბიჭის და ჩემი ტოლი იყო. ძმაკაცებმა მოიფიქრეს, მოდი ჩვენი დები სმაში შევაჯიბროთ, ვინ უფრო მაგარი იქნებაო და დაგვაჭერინეს ხელში ჭიქები (იცინის). მართლა ბევრი დავლიეთ. გავიხედე, ის ჩემი მეტოქე სადღაც გაუჩინარდა. გადავირიეთ, დავუწყეთ ძებნა, ვერ მივხვდით, სად უნდა წასულიყო. ბოლოს ბიჭებმა აბაზანაში მიაგნეს. ცივ მეტლახზე იწვა და ტკბილად ეძინა. ასე რომ, პირველი სმაც კარგად შევირგე და გამარჯვებულიც მე დავრჩი. მაგრად კი დავთვერი, მაგრამ იმედი მქონდა, ჩემი ძმა მიმიყვანდა სახლამდე. არც მეტლახზე დამძინებია და საწოლამდეც ჩემი ფეხით მივედი. თან, პირველი ადგილი ავიღე შეჯიბრში და ძმაც ვასახელე ჩემი გამძლეობითა და ამტანობით (იცინის). თან, წარმოიდგინეთ, ტაქსიში რომ ჩავჯექით, კარგად ვიყავი, სიმთვრალე არ მემჩნეოდა. მაგრამ, მძღოლმა სადაც „იამკა“ დაინახა, ყველგან ჩასცხო საბურავი. კინაღამ კეფაში „ჩავაფარე“, ვიფიქრე, დედამიწა არ დატრიალდა, გადავრჩი, გავიმარჯვე და ახლა, სპეციალურად ხომ არ მიკეთებს ამას, უნდა, რომ თავი შევირცხვინო-მეთქი (იცინის).

– ბევრს მოგზაურობ. ამ თემასთან დაკავშირებული სასაცილო ისტორიებიც ხომ გაქვს?

– ძალიან ბევრი. ერთ მათგანს მოგიყვებით. ერთხელ მე, დათო ძიძიგური და თემურ თათარაშვილი ბაქოში წავედით მატარებლით. აქედან კი კარგად ვიმგზავრეთ, მაგრამ იქიდან კუპე ავიღეთ და თავბედი ვიწყევლეთ (იცინის). ისეთი სიბინძურე იყო, ენით რომ ვერ აღწერ ადამიანი. იქ რა დაგვაძინებდა. მოკლედ, ვზივართ სამივე და ვეწევით სიგარეტის ღერს-ღერზე. გავბუღეთ იქაურობა. გავიხედეთ, მეოთხე მგზავრად ვიღაც ულვაშებიანი მამედა შემოვიდა. გვიყურა, გვიყურა და ბოლოს გვითხრა, ახლა მატარებელი რომ გაჩერდება, სამივეს ჩაგსვამთო. ვკითხეთ, რა დავაშავეთო. რა და, აქ მოწევა არ შეიძლება, რომ აბოლებთ, ასე კი არ არის საქმეო. სამივემ ჩავაქრეთ სიგარეტი. მივუბრუნდით და ვუთხარით, ჩვენ არ ვეწევით, საიდან მოიგონეთ, რას გვაბრალებთ, ბატონოო. ახტა და დახტა, ჩემი თვალით დავინახე, რომ ეწეოდით, აი, სიგარეტის კოლოფი, სადაც ჩააქრეთ სიგარეტების „ბიჩოკებიო“. დათო ეუბნება, ეგ ჩვენი არ არის, რომ შემოვედით მაგიდაზე დაგვხვდაო. სულ გადაირია, ტყავიდან ამოხტა (იცინის). დაიწყო ყვირილი: „ინტრიგანი, ინტრიგანი!“ მაშინ თემური საბაჟოზე მუშაობდა. საბუთი „დააძრო“, მაგრამ არც იმან გაჭრა. ვერ დავაშოშმინეთ. ბოლოს, მე მოვიფიქრე. ვიცი, ეს ხალხი დიდ პატივს სცემს თავისი ქვეყნის, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს-მეთქი. ავდექი და ვუთხარი: აგიმ კაზიმოვი იცი, ვინ არის-მეთქი? თვალები გაუბრწყინდა, ვიცი, მაშ როგორო. ჰოდა, მე ქართველი აგიმ კაზიმოვა ვარ, ეს ბიჭები, ერთი ჩემი დაცვაა, მეორე კი ჩემი პროდიუსერი-მეთქი. სულ გადაირია (იცინის). რას ჰქვია კაზიმოვა, ახლავე პოლიციას მოვიყვან და დავაჭერინებ თქვენს თავსო. დაჭერას კი გადავურჩით, მაგრამ ის მამედა, მთელი გზა ინტრიგანებს გვეძახდა (იცინის).


скачать dle 11.3