კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კლოდ გოდარის უნიკალური კვების სისტემა – კალორიების ნეიტრალიზება



დაიღალეთ კალორიების დათვლით? ესე იგი, დადგა დრო, გაანადგუროთ ისინი, ოღონდ, არა მკაცრი და ულმობელი დიეტით, არამედ კლოდ გოდარის კვების ახალი სისტემით, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.

გოდარის კვების სისტემის ძირითადი საფუძველი კალორიების ნეიტრალიზებაა.

ცხადია, ყველა პროდუქტს განსხვავებული კალორიულობა და ორგანიზმის მიერ განსხვავებული ათვისების უნარი აქვს. მაგალითად, თუ დესერტს მივირთმევთ ძირითადი კერძის მირთმევამდე, ის ნაკლებად „აგრესიული“ იქნება ჩვენი აღნაგობის მიმართ, ვიდრე იგივე დესერტი, თუ მას სადილობის შემდეგ მივირთმევთ. რა თქმა უნდა, მისი ენერგეტიკული ღირებულება არ შეიცვლება, მაგრამ პირველ შემთხვევაში ტკბილეული ხელს უწყობს სეკრეციის სტიმულაციისა და მთლიანად საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის მუშაობას, მეორე შემთხვევაში კი – მხოლოდ ცხიმების სახით „ჩალაგდება“.

თუ შაქარი ორგანიზმში შევა საკვების ბოჭკოების დიდ რაოდენობასთან და მცენარეულ ცხიმებთან ერთად, მაშინ მოხდება ნახშირწყლების „გაუვნებელყოფა“: მათი დანაწევრება შენელდება და ზედმეტი კალორიები ისეთი საშიში აღარ იქნება. ასე ხდება ერთი პროდუქტით მეორის კალორიების „ნეიტრალიზება“. გოდარის დიეტაში მთავარი მანეიტრალიზებელი ბოსტნეულია, რომელიც ერთდროულად ორი მიმართულებით მოქმედებს:

ა) ანელებს სისხლში იმ ნახშირწყლების შეწოვას, რომლებიც ორგანიზმში აღწევენ სახამებლის შემცველ პროდუქტთან ერთად და ამით ანეიტრალებენ სახამებლის ზემოქმედებას;

ბ) აზღვევს ორგანიზმს ცილებისა და ცხიმების მიღებით გამოწვეულ არასასურველი შედეგებისგან.

კლოდ გოდარმა გამოთვალა, რამდენ კილოკალორიას შეიცავს ამა თუ იმ ბოსტნეულის ერთი გრამის უჯრედისი. რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო ძლიერია ამ პროდუქტის გამანეიტრალებელი ეფექტი.

სადილი წესების დაცვით

გოდარის სისტემის დაცვა სულაც არ არის ძნელი. უნდა გვახსოვდეს, რომ:

1) ყოველთვის, ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი კერძების (განსაკუთრებით – დესერტების) მიღებისას აუცილებელია, მივირთვათ დიდი რაოდენობით ბოსტნეული.

2) რაც უფრო მაღალია ძირითადი კერძების კალორიულობა, მით მეტი ბოსტნეული უნდა ჩავრთოთ დღის რაციონში, კერძოდ, ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების თითოეულ ულუფაზე უნდა „გამოვყოთ“ 3-4 ულუფა ბოსტნეული. ყველაზე კალორიული კერძების გასანეიტრალებლად გამოიყენება ყველაზე დაბალქულიანი ბოსტნეული.

3) საღამოს მოახლოებასთან ერთად, თანდათან უნდა დავწიოთ საკვების საერთო გლიკემიური ინდექსი.

გოდარის სისტემის დაცვის შემთხვევაში, თვეში დაკარგავთ 3-4 კილოგრამს.

დესერტად გოდარი გვირჩევს უცხიმო იოგურტებს, ხილსა და უცხიმო ყველს. ტკბილეულის მირთმევის ნებას კი ძირითადად გვრთავს სადილობისას, იშვიათად კი – ვაშხმობის დროს.

მოცემული სისტემის დაცვისას მთავარია, „მოვექცეთ“ გასახდომად დაშვებულ ნორმაში – 1 200-სა და 1 500კილოკალორიას შორის.

ერთი დღის ნიმუში

პირველი საუზმე

9 საათი: ომლეტი სატაცურით. 1 ფინჯანი უშაქრო შავი ყავა.

მეორე საუზმე

12 საათი: ბოსტნეულის სალათა: კვირტებად დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო (200 გრამი) და გადაავლეთ მდუღარე წყალი, შეურიეთ „ასანთის“ ღერებად დაჭრილი უმი კიტრი, წვრილად დაჭერით თითო კონა ოხრახუში და ქინძი, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით. დესერტად მიირთვით 100 გრამი უცხიმო ხაჭო ხილით ან კენკროვანით.

სადილი

15 საათი: 1 ცალი მოზრდილი სტაფილოს სალათა 1 სადილის კოვზი იოგურტით.

15-20 წუთის შემდეგ მიირთვით ბოსტნეულის სუპი მცირე რაოდენობის ზეთით.

მოხარშული ან „გრილზე“ შემწვარი ქათმის თეთრი ხორცი + 2 ცალი პომიდვრის, 2 ცალი ბულგარული წიწაკისა და 1 კონა ნიახურით მომზადებული სალათა.

დესერტად – 1 ცალი მოზრდილი ვაშლი.

ვახშამი

18 საათი: 200 გრამი ღორის მჭლე ხორცი (მოხარშული) სალათის მწვანე ფოთლებით.


скачать dle 11.3