კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1940 წელი

6 დეკემბერს იტალიის ქალაქ მილანში დიქტატორ მუსოლინის საიდუმლო პოლიციის 8 თანამშრომელი, რომლებიც ნიღბებით იყვნენ, დღისით, ქალაქის ცენტრში მდებარე კაფე-ბარში შეიჭრნენ და ავტომატური ცეცხლი გაუხსნეს ხალხს. 12 ადამიანი მოკლეს და მიიმალნენ. ეს პროვოკაცია წინასწარ იყო გამიზნული და კომუნისტებს დაბრალდა, რომლებიც იმავე საღამოს დააპატიმრეს და გამთენიისას 9 ადამიანი დახვრიტეს.

7 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სევასტოპოლის პორტში ერთმანეთს ორი ბენზინმზიდი ტანკერი დაეჯახა, აფეთქდა და 300 ადამიანი დაიღუპა, 500 – დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ზარალმა 6 მილიონი მანეთი შეადგინა.

8 დეკემბერს არგენტინას ქარიშხალმა გადაუქროლა, რომელიც საათში 160 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა. მან 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 600-ზე მეტი დაზიანდა, 1 000 ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა, ზარალმა კი 9 მილიონი პესო შეადგინა.

60 წლის წინათ – 1950 წელი

8 დეკემბერს მოსკოვში 31 წლის ლეონ აშოტიანი დახვრიტეს, რომელსაც 11 ადამიანი ჰყავდა მოკლული. აშოტიანი პროფესიით პარიკმახერი იყო და სექსუალური უძლურების გამო ქალებს ერჩოდა. ის ახალგაზრდა გოგონებს სახლში იტყუებდა, თიშავდა, შემდეგ აშიშვლებდა, ფეხებით კაუჭზე კიდებდა, სასქესო ორგანოების კვეთდა და ინახავდა. გვამებით კი თავის ძაღლს კვებავდა. აშოტიანის ბინაში მილიციამ მოკლული ქალების 20 მოკვეთილი ორგანო აღმოაჩინა.

9 დეკემბერს კიევი-ლვოვის ტრასაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 9 კი – დაშავდა. მოყინულ გზაზე მოსრიალებული „პობედა“ რძით დატვირთულ მანქანას შეეჯახა და ავარიაც სწორედ ამან გამოიწვია.

10 დეკემბერს მოსკოვში დიდთოვლობით დამძიმებული ვეტერანების სახლის სახურავი ჩაინგრა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 4 კი – მძიმედ დაშავდა.

50 წლის წინათ – 1960 წელს

10 დეკემბერს, ჩიკაგოს ციხეში პატიმრები აჯანყდნენ და საპყრობილეს ადმინისტრაციის 19 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, მათ იარაღს დაეპატრონენ და ციხეში განსაიარაღებლად შემოჭრილ პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლისას 39 ადამიანი დაიღუპა, 31 – დაიჭრა, ხოლო გაჩენილმა ხანძარმა 2 კორპუსი გაანადგურა.

11 დეკემბერს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერორისტებმა ლონდონში ბრიტანელ პოლიციელებზე თავდასხმა მოაწყვეს, რომლებიც ქუჩაში პატრულირებდნენ და 5 მათგანი მოკლეს, 3 დაჭრეს და მიიმალნენ. თუმცა, ისინი ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აიყვანეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.

12 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სარანსკის გარეუბანში სამხედრო გამანადგურებელი – „მიგი“ ჩამოვარდა, რომელიც გამოცდას გადიოდა. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა და 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


скачать dle 11.3