კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეზიდებოდა საბჭოეთი აფრიკულ ალმასებს მუქთად

საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ სტრატეგიულ ქვეყნად ანგოლა გადაიქცა, სადაც მთელი მსოფლიოს ალმასების მარაგის ოცი პროცენტია. საბჭოეთმა ამერიკას ერთი ფეხით შეასწრო ანგოლაში და იქ ჯერ კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, შემდეგ კი, იქიდან უძვირფასესი ქვების გადაზიდვას მიჰყო ხელი. ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 10 პროცენტს აძლევდნენ ანგოლას, ხოლო ლომის წილი სამხედრო შეიარაღებაზე იხარჯებოდა. ალმასების ბიზნესს ანგოლაში ოფიციალურად „სოვიუველირტორგი“ ახორციელებდა, რომელიც სინამდვილეში „კაგებეს“ ფილიალი იყო და მას სათავეში საბჭოთა უშიშროების გენერალი – ალექსეი პოტაპოვი ედგა. გენერალი, ძირითადად ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ცხოვრობდა და ძვირფასი ქვების ყველა პარტია უშუალოდ მისი მეთვალყურეობით იგზავნებოდა საბჭოთა კავშირში. 1970 წლის 7 ნოემბერს საბჭოთა საელჩოში, რომელიც ლუანდის ცენტრში მდებარეობდა, ამანათი მივიდა. როდესაც ის გახსნეს, იქ გენერალ პოტაპოვის მოკვეთილი თავი იდო. „სოვიუველირტორგის“ დირექტორის სხეული კი ანგოლის დედაქალაქის ერთ-ერთ ბინძურ ქუჩაზე აღმოაჩინეს. აშკარა იყო, რომ პოტაპოვის მკვლელობა ანგოლელების მოფიქრებული არ იყო და „კაგებეს“ შეფმა – იური ანდროპოვმა, ოპერატიული სამმართველოს უფროსს, გენარალ-პოლკოვნიკ ბოგდანოვს უთხრა:

– გაარკვიეთ, რა მოხდა. ვფიქრობ, პოტაპოვის მკვლელობაში ამერიკელები არიან დამნაშავეები და ადეკვატურად იმოქმედეთ.

ბოგდანოვის უწყებამ ლუანდაში საბჭოთა სპეცაგენტთა თორმეტკაციანი ჯგუფი მიავლინა, რომელსაც კაპიტანი მიხეილ სოლომინი მეთაურობდა. მათ ყველაფერი ადგილზევე შეისწავლეს და ნადირობაც დაიწყო... სოლომინმა თავისი ხელქვეითები ორ ჯგუფად გაყო და პირველი ქვედანაყოფი „ლაჟვარდოვან ლაგუნაში“ გაგზავნა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობდა და იქვე იყო „ცეერუს“ ფილიალიც. მეორე ჯგუფს კი თავად ჩაუდგა სათავეში და პორტში შესულ საოკეანო გემ „ორლეანზე“ ააღწია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილება იყო. საბჭოთა სპეცაგენტებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ გემით ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინმე ლუის ბრინი აპირებდა გამგზავრებას, რომელიც პოტაპოვის მკვლელობის ორგანიზატორი იყო.

გემ „ორლეანზე“ სოლომინის ჯგუფი ღამით შეიპარა და ოთხი დარაჯის ნეიტრალიზების შემდეგ, მათ ბრინი იმ დროს მოიტაცეს თავისი კაიუტიდან, როდესაც ის შიშველ ლამაზმანთან ერთობოდა. დედიშობილა „ცეერუელი“ შუაღამისას „პალმების ბულვარში“ მდებარე ვილაში მიიყვანეს, სადაც „კაგებეს“ კონსპირაციული ბინა მდებარეობდა. იქვე მიიყვანეს „ლაჟვარდოვანი ლაგუნიდან“ მოტაცებული უილიამ პერსი, რომელიც „ცეერუს“ რეზიდენტი იყო აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. დაკითხვას პირადად სოლომინი ატარებდა და როდესაც მან ამერიკელი მზვერავებისგან ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღო ამერიკელების მიერ აფრიკაში წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, მათ უთხრა:

– თქვენ თავისუფალი ბრძანდებით, ბატონებო. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ.

ბრინი და პერსი საკმაოდ გამოცდილები იყვნენ საიმისოდ, რომ უკან არ დაბრუნებულიყვნენ. იცოდნენ, რომ თავისიანები მათ უმკაცრესად დასჯიდნენ ღალატისთვის. ამიტომ, საბჭოთა მზვერავებს საბჭოეთში გადაყვანა სთხოვეს.

– შტატებში მხოლოდ უსიამოვნებები გველოდება და გთხოვთ, საბჭოთა კავშირში გაგვაგზავნოთ. ჩვენ საკმაოდ გამოცდილები ვართ და „კაგებეს“ გამოვადგებით, – ითხოვეს ამერიკელებმა.

სოლომონს ეს სვლა წინასწარ გათვლილი და შეთანხმებულიც კი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, ამიტომ ამერიკელებს თანხმობა მისცა და ბრინი და პერსი საბჭოეთში გაამგზავრა. თვითონ კი, თავისი ხელქვეითები ისევ გააერთიანა და ოპერაციის მეორე ეტაპის განხორციელებას შეუდგა, რაც ადეკვატური პასუხის გაცემას გულისხმობდა.

სპეცაგენტებმა გამთენიისას 53 წლის ეშლი კრისი და ოთხი ანგოლელი მოქალაქე მოიტაცეს, რომლებიც „პალმების ბულვარში“ გადაიყვანეს. კრისი ბიზნესმენი იყო და ალმასებით ვაჭრობდა, ანგოლელები კი საბჭოთა მოქალაქის მოტაცებისა და მკვლელობის საქმეში უშუალო შემსრულებლები იყვნენ. „კაგებეს“ სპეცაგენტებმა კრისს და ანგოლელებს თავები მოაჭრეს და შეინახეს, მათი სხეულები კი ზუსტად იმ ადგილზე დაყარეს, სადაც ადრე ალექსეი პოტაპოვის უთავო ცხედარი იპოვეს.

მეორე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობაში ხუთი ამანათი მიიღეს, რომელშიც მოკვეთილი თავები ელაგა, შუადღისას კი ლუანდაში „ცეერუს“ შტაბ-ბინა აფეთქდა...


скачать dle 11.3