კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება სიზმარი ადამიანის ბედის შემცვლელი და რას უნდა მიაქციოთ ამ მხრივ ყურადღება

ხშირად სიზმრებს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ცნობილ ფსიქოლოგებს. სიზმრების მიმართ ადამიანებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომელ დღეებში აქვთ მათ წინასწარმეტყველური მინიშნებები. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ მიიღოთ, საჭიროა, იცოდეთ მათი სწორად ახსნა. სიზმარი გვკარნახობს, რომელი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, რა ცვლილება შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ ძლიერები და თავდაჯერებულები.

ასტროლოგიურად, ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სიზმარი გარკვეულ დღეებში კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის. მაგალითად:

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები

წყლის ნიშნების სამეული ღამეული ხილვების მეუფედ მიიჩნევა. მათ ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. წყლის ნიშნების სტიქიის წარმომადგენლებს სიზმრები ყოველთვის მრავალფეროვანი აქვთ. ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სწორედ სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, მათ სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ, ამიტომ, თუ ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ.

წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.

ჰაერის სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული

რაციონალური ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადმიანები სიზმრებში მოისუსტებენ, რადგან მათი სამყარო ირაციონალურს ვერ ეგუება. ისინი სიზმარში უფრო რიცხვებს, ანგარიშს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. შესაძლოა, თუ ყურადღებით დააკვირდებიან მათ, რაიმე ფორმულაც კი ამოხსნან, ან მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. თუ ისინი შეძლებენ, ჩასწვდნენ მეტაფიზიკურ სამყაროს, მაშინ ამ კუთხით სერიოზულად წაიწევენ ცხოვრებაში წინ.

ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია წინასწარმეტყველური სიზმრები, შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 29.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ამ სტიქიისა და ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები განსაკურთებული და მდიდარი ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან. ამის გამო, ხშირად მათი სიზმრები ფერადი და გრძელია. ასევე, არ არის გამორიცხული, ხშირად იხილონ სიზმრად ცნობილი და გავლენიანი ადამიანები. ისინი ეჭიდებიან სერიოზულ პროექტებს, იპყრობენ მწვერვალებს, იღებენ კინოფილმებს, შემოქმედებითად იღვწიან და ეს ყველაფერი მათი ამბიციური ბუნების შედეგია. თუმცა, სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ ცხადში ძვირად უჯდებათ.

ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები, წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავენ: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.

მიწის სტიქია: კურო,

ქალწული, თხის რქა

მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები რეალისტები და პრაქტიკულები არიან. ამიტომ, ისინი სიზმრებს ძირითადად პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. ასევე, ხშირად, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიზმრად ტანსაცმელს, საჭმელს ან ფულს ხედავს; ქალწული – სწავლის პროცესს, წიგნებს ან სხვა მსგავს ნივთებს, ხოლო თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები კი – ოთახებს, ნაგებობებს ან ავეჯს. ყველაზე წინასწარმეტყველურ სიზმრებს კი, მათ შორის მაინც თხის რქები ხედავენ, მაგრამ იშვიათად აქცევენ, მას ყურადღებას.

მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29. 12.

ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ, რა მინიშნებებს გაძლევთ სწორედ ამ დღეებსა და თვეებში ნანახი სიზმრები, კარგად გააანალიზეთ და იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.


скачать dle 11.3