კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასაკი – სისხლის ანალიზის მიხედვით

სწავლულებმა დაამუშავეს ადამიანის ასაკის დასადგენი მეთოდი სისხლის ანალიზის საშუალებით, რასაც, შეიძლება, დიდი გამოყენება ჰქონდეს კრიმინალისტიკაში. დღეისთვის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ ადამიანის ასაკი 9 წლის ცდომილებით, რაც საკმარისი იქნება დამნაშავეთა წრის შესამცირებლად კონკრეტულ შემთხვევაში.

მეთოდი დაფუძნებულია დნმ-ის უჯრედების ანალიზზე, ეგრეთ წოდებული T-უჯრედებისა, რომელიც ცირკულირებენ სისხლში და ასრულებენ სამუშაოს იმ უცხო სხეულების გასანადგურებლად, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შეიჭრნენ. ამ ფუნქციის შესრულებისთვის T-უჯრედებისთვის აუცილებელია, მუდმივად განაახლონ და „დაამუშაონ“ ახალი რეცეპტორები თავიანთ ზედაპირზე, რათა ზუსტად განსაზღვრონ მუქარა ორგანიზმზე. ეს დნმ-ის მცირე ფრაგმენტების „ამოჭრის“ ფასად და მათგან „ახალი მიმდევრობის შედგენის“ გზით მიიღწევა. ასეთი პროცესის შედეგად წარმოიქმნება დნმ-ის წრიული ფრაგმენტები, რომლებიც არავითარ ფუნქციას არ ასრულებენ და წარმოადგენენ ამ მოლეკულის რეორგანიზაციის პროცესის „ნარჩენებს“. კვლევის ავტორებმა, როტერდამის ერაზმესის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა მანფრედ კაიზერის ხელმძღვანელობით, აჩვენეს, რომ, შესაძლებელია, დნმ-ში ასეთი წრიული სტრუქტურების რაოდენობის განსაზღვრა. უფრო მეტიც: სწავლულებმა აჩვენეს, რომ ასაკთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება, ვინაიდან ორგანიზმი წარმოქმნის სულ უფრო მცირე T-უჯრედების რაოდენობას. ანალიზური მეთოდიკა გულისხმობს სისხლის ნიმუშში დნმ-ის სპეციალური თანმიმდევრობის შეყვანას, რომლებსაც აქვთ უნარი, წრიულ ფრაგმენტებად შეიკრან. ეს თანმიმდევრობა აღჭურვილია ფლუორისცენტული ნიშნით, რაც საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ წრიული ფრაგმენტების რაოდენობა ნათების ინტენსივობის მიხედვით. მეთოდების ავტორები გეგმავენ მომავალში მისი სიზუსტის ამაღლებას სხვა უჯრედების თვისებების გამოყენების გზით, რომლებსაც ადამიანის სისხლი შეიცავს და მის ასაკთან არიან დაკავშირებული.


скачать dle 11.3