კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟანგბადი სატურნიდან

პირველად ისტორიაში, დედამიწის კოსმოსურმა აპარატმა ჟანგბადის ნიმუში აიღო უცხო პლანეტის ატმოსფეროში. ამერიკის ზონდმა „კასინიმ“ ჟანგბადი სატურნის თანამგზავრ რეის ატმოსფეროში აღმოაჩინა, როდესაც მან ამ ციური სხეულის ახლოს ჩაიქროლა.

ადრე ჟანგბადის მცირე შემცველობა პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე მხოლოდ ტელესკოპებითა და სპექტრული ანალიზით ფიქსირდებოდა, რომლებიც საშუალებას იძლევიან, გარკვეულ მანძილზე განისაზღვროს ამა თუ იმ ქიმიური ელემენტების შემცველობა კოსმოსურ ობიექტზე.

ამჯერად კოსმოსურმა აპარატმა პლანეტას 97 კილომეტრ მანძილზე ჩაუქროლა და აიღო ატმოსფეროს ნიმუში. დათვლილია, რომ ჟანგბადის შემცველობა შეადგენს 50 მილიარდ მოლეკულას ერთ კუბურ მეტრ მოცულობაში. ატმოსფეროს შემადგენლობაში აგრეთვე შედის ნახშირორჟანგის გაზი – 20 მილიარდი მოლეკულა კუბურ მეტრში. ასეთი კონცენტრაცია ატმოსფეროს ძლიერ გაიშვიათებაზე მიანიშნებს. სწავლულების აზრით, თვით თანამგზავრი რეი, შესაძლოა, მთლიანად ყინულის იყოს. „აქტიური რთული ქიმიური შენაერთები ჟანგბადის მონაწილეობით ძალზე გავრცელებულია მზის სისტემაში და შესაძლებელია, ისინი სიცოცხლის წარმოშობის წინაპირობად იქცნენ. მაგრამ თუ „კასინის“ მონაცემებით ვიმსჯელებთ, რეიზე არ არსებობს სიცოცხლე ჩვენი გაგებით: იქ ძალზე ცივა და არ არის წყალი თხევად მდგომარეობაში“, – შენიშნა სან-ანტონიოს სამხრეთ-დასავლეთის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელმა ბენ ტეოლისმა. უფრო ადრე ჟანგბადი იუპიტერის ორ თანამგზავრზე – ევროპასა და განიმედზე აღმოაჩინეს, ოღონდ, ტელესკოპის დახმარებით. სატურნის თანამგზავრ, რეის დიამეტრია 1 500 კილომეტრი. ის სიდიდით მეორე ადგილზეა სატურნის 62 თანამგზავრს შორის. ასტრონომები წინათაც სწავლობდნენ რეის ატმოსფეროს, მაგრამ მაშინ ჟანგბადი იქ ვერ აღმოაჩინეს მისი მცირე კონცენტრაციის გამო.


скачать dle 11.3