კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ ისეთი დანადგარის შექმნის გზაზე, რომელიც სივრცესა და დროზე მანიპულირებს. დანადგარი ისე მოქმედებს სინათლესთან, რომ რაღაც საგნები ანდა მოვლენები შეიძლება ადამიანის თვალთახედვას „დაემალოს“.

სწავლულთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარტინ მაკკოლმა განმარტა, რომ საქმე ეხება სინათლის იმ სხივის შეწყვეტას, რომელიც ადამიანის თვალში ხვდება. ავაჩქარებთ რა სხივის წინა ნაწილს და შევანელებთ უკანას, შეიძლება, მათ შორის შეიქმნას ღრიჭო, რომელიც რაღაც მოვლენით შეივსება, შემდეგ კი ხელახლა შევანელებთ სხივის წინა ნაწილს და ავაჩქარებთ უკანას. შეიძლება, დავკეტოთ ეს შუალედი მანამდე, სანამ სხივი ადამიანის თვალს მიაღწევს. ამგვარად, ადამიანი ვერაფერს შეამჩნევს.

ჯერჯერობით მეცნიერებმა ისწავლეს, „ცხოვრებიდან ამოჭრან“ მხოლოდ წამის ორი მემილიარდედი ნაწილი, მაგრამ მომავალში ისინი იმედოვნებენ, რომ „დროიდან გამორიცხონ“ წამები და წუთებიც კი.

„წარმოვიდგინოთ კამერა, რომელიც მიმართულია სეიფისკენ და მას შენელებულ რეჟიმში იღებს. თუკი ქურდი აღებს სეიფს, ფულს იპარავს, ხელახლა კეტავს მას და ყველაფერ ამას კადრებს შორის აკეთებს, მაშინ კამერის მიერ გადაღებული მასალის ყურებისას მასალა ისე გამოიყურება, თითქოს არაფერიც არ მომხდარა“, – ამბობს პროფესორი მაკკოლი.

ორი მემილიარდედი წამის დროის შუალედის შექმნისთვის მკვლევრებს 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბოჭკოვანი კაბელი დასჭირდათ, რომელიც დახვეული იყო კოჭზე. თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, ერთი წამის დასამალად საჭირო იქნება 300 მილიონ კილომეტრზე მეტი სიგრძის კაბელი. თუმცა, მთავარია, რომ მოხერხდა სინათლის სიჩქარის შენელება, ესე იგი, მომავალში შესაძლებელი იქნება დროის უფრო მეტი ხანგრძლივობის მონაკვეთის დამალვა.


скачать dle 11.3